ანჯელინა ჯოლი ექვსივე შვილთან ერთად ლუვრს ეწვია (ფოტო)

ანჯელინა ჯოლი ექვსივე შვილთან ერთად ლუვრს ეწვია (ფოტო)
შოუბიზნესი / იანვარი 31, 2018

გასულ უქმეებზე ანჯელინა ჯოლი ქალიშვილებთან ერთად იორდანიაში მდებარე სირიელი დევნილების ბანაკს ესტუმრა, გუშინ კი, ჰოლივუდის ვარსკვლავი პარიზს ექვსივე შვილთან ერთად ეწვია.

ბავშვები სპორტულ ფორმაში იყვნენ გამოწყობილები, დედა კი, როგორც ყოველთვის, ელეგანტურობის განსახიერება იყო: შავ კლასიკურ პალტოში, მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და მზისგან დამცავ სათვალეებში 42 წლის ჯოლი შუდარებლად გამოიყურებოდა.  ვარსკვლავი შვილებთან ერთად ლუვრს ეწვია.

ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ, ჯოლი მთლიანად ბავშვებზეა ორიენტირებული. თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, მსახიობს კამბოჯელ რეჟისორთამ, პრაჩ ლისთან რომანი აქვს, თუმცა თავად აბჯელინა ამ ურთიერთობის აფიშირებას არ აპირებს.

საკვანძო სიტყვები