ანჯელინა ჯოლი და მიშელ პფაიფერი გადასაღებ მოედანზე საერთო ენას ვერ პოულობენ

ანჯელინა ჯოლი და მიშელ პფაიფერი გადასაღებ მოედანზე საერთო ენას ვერ პოულობენ
შოუბიზნესი / ივნისი 20, 2018

„მალეფისენტის“ მეორე ნაწილის რელიზი 2019 წელს იგეგმება. მანამდე კი ცნობილია, რომ მთავარ როლებს მასში კვლავ ანჯელინა ჯოლი, ასევე ელ ფანინგი და მიშელ პფაიფერი მიიღებენ.

ბოლო დღეებში ცნობილი ხდება, რომ ეს უკანასკნელი ჯოლისთან საერთო ენას ვერ პოულობს. მიზეზად კი კონკურენციით გამოწვეული ეჭვი სახელდება, რის გამოც ანჯელინა ცდილობს, რომ მიშელთან შედარებით უპირატესობა მოიპოვოს. თვითმხილველის თქმით, მსახიობები ერთმანეთს აიგნორებენ, ამის გამო კი გადასაღებ მოედანზე ატმოსფერო საკმაოდ დაძაბულია.

შეგახსენებთ, რომ ფილმის პირველი ნაწილი 2014 წელს გამოვიდა.