ანჯელინა ჯოლი და ჯენიფერ ენისტონი ერთმანეთს „ოქროს გლობუსზე“ შეხვდებიან

ანჯელინა ჯოლი და ჯენიფერ ენისტონი ერთმანეთს „ოქროს გლობუსზე“ შეხვდებიან
შოუბიზნესი / იანვარი 5, 2018

ყველას ახსოვს, როგორ დაიწყო ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანი: მსახიობებმა ერთმანეთი „მისტერ და მისის სმიტების“ გადაღებებზე გაიცნეს და სწორედ იმ მომენტიდან აიღო სტარტი მათმა ურთიერთობამა, რომელიც 12 წელს გაგრძელდა და ერთი წლის წინ დასრულდა. ბევრს დღემდე ეცოდება ჯენიფერ ენისტონი, რომელიც მაშინ ბრედის ცოლი იყო და რომელიც დღეს ჯასტინ ტერუსთან საკმაოდ ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება.

მას შემდეგ, ჯოლი და ენისტონი ცდილობენ, ერთმანეთის გზები ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებებზეც კი არ გადაკვეთონ და თუ ეს მაინც გარდაუვალია, შოუს ორგანიზატორები ცდილობენ, ისინი ერთმანეთისგან მოშორებულ ადგილებზე დასვან.

ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ ანჯელინა და ჯენიფერ ერთმანეთს „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიაზე შეხვდებიან. ორივე მათანმა უკვე დაადასტურა ეს ინფორმაცია და პრემიის წესების თანახმად, ორივე მათგანი გამარჯვებულებს პრიზს გადასცემენ. კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ღონისძიებაზე თავად ბრედ პიტის გამოჩენა, რომელსაც „ოქროს გლობუსზე“ დასწრება ჯერ არ დაუდასტურებია.