ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ჯერ კიდევ კანონიერი მეუღლეები არიან

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ჯერ კიდევ კანონიერი მეუღლეები არიან
შოუბიზნესი / თებერვალი 8, 2018

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი, რომლებმაც განქორწინებაზე განაცხადი 2016 წლის სექტემბერში შეიტანეს, ჯერ კიდევ კანონიერი მეუღლეები არიან. ინსაიდერის თქმით, მათ სასამართლოს დროებითი შეთანხმების გაგრძელება მოსთხოვეს, რომელიც წყვილმა გასულ წელს მიაღწია.

„მათ კვლავაც სურთ, რომ ყველაფერი საიდუმლოდ მოხდეს. ორივე ოჯახურ ფასეულობებზეა ორიენტირებული. ეს მარტივი არ არის, მაგრამ ორივე თანხმდება იმაზე, რომ მათ შორის მომხდარმა საზოგადოებამდე არ უნდა მიაღწიოს“, – განაცხადა წყვილთან დაახლოებულმა წყარომ.

ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ 2014 წელს ოფიციალურად იქორწინეს, თუმცა მანამდე 10 წელი ისინი ერთად ცხოვრობდნენ. წყვილს ექვსი შვილი ჰყავს, რომელთაგან სამი მათი ბიოლოგიურია, სამი კი- აყვანილი.

საკვანძო სიტყვები