ანასთეიშამ ახალი სინგლი გამოუშვა

ანასთეიშამ ახალი სინგლი გამოუშვა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 8, 2018

ანასთეიშას დაანონსებული ახალი სინგლი Another Night გამოვიდა. სიმღერაზე 50 წლის ვარსვლავმა გერმანელ დიჯეი, ალექს კრისტენსენთან და ბერლინის ორკესტრთან ერთად იმუშავა.

სიახლე კლასიკური და 90-იანი წლების საცეკვაო მუსიკის ნაზავია, რომლის კლიპი თრექზე მუშაობის პროცესში გადაღებულ და ბრიტანეთში მოსეირნე კრისტენსენის კადრებს აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ სიმღერა ლონდონში, ლეგენდარულ Abby Road Studios-ში ჩაიწერა.

შეგახსენებთ, რომ ანასთეიშა 21 ნოემბერს რუსეთში კონცერტს გამართავს.

საკვანძო სიტყვები