American Music Awards-ზე გამომსვლელთა სიას ტეილორ სვიფტი და Panic! At the Disco შეურთდნენ

American Music Awards-ზე გამომსვლელთა სიას ტეილორ სვიფტი და Panic! At the Disco შეურთდნენ
შოუბიზნესი / ოქტომბერი 3, 2018

American Music Awards-ს ტეილორ სვიფტი გახსნის.

28 წლის ვარსკვლავი, რომელსაც თითქმის 3 წელია არც ერთ დაჯილდოებაზე არ უმღერია, სცენაზე სიმღერით I Did Something Bad წარდგება, რომელიც მუსიკოსის მე-6 სტუდიურ ალბომში reputation შედის.

ცნობილი გახდა ისიც, რომ საღამოზე ლეგენდარულ Queen-ს გაიხსენებენ.

კოლექტივის პატივსაცემად, Bohemian Rhapsody-ის ამერიკული როკ-ბენდი Panic! at the Disco შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ პერფორმანსი ABC-ის პირდაპირ ეთერში სიდნეიდან გადაიცემა.

შეგახსენებთ, რომ American Music Awards 9 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.