American Music Awards-ის ბოლო დეტალები ცნობილია

American Music Awards-ის ბოლო დეტალები ცნობილია
შოუბიზნესი / ოქტომბერი 9, 2018

რამდენიმე საათში, ლოს-ანჯელესი ,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოებას” უმასპინძლებს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Microsoft Theater-ის სცენაზე ვეღარ ვიხილავთ Imagine Dragons-ს, რომლის გამოსვლაც საღამოზე პირადი მიზეზების გამო გაუქმდა.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც სცენაზე გამომსვლელთა სიიდან დაანონსდა. კოლექტივი 3, მათ შორის ,,წლის არტისტის” კატეგორიაშია ნომინირებული.

 

ასევე ცნობილია, რომ საღამოზე ჯენიფერ ლოპესი იმღერებს. 49 წლის ვარსკვლავი სცენაზე სინგლის პრემიერას გამართავს. ჯეი ლო საუნდტრეკს შეასრულებს ფილმიდან Second Act, რომელშიც ის მთავარ როლს ასრულებს. სიმღერას Limitless ჰქვია და ის პირველად სწორედ American Music Awards-ზე შესრულდება.

სადებიუტო სინგლით Boo’d Up სცენაზე ახალბედა მომღერალი, ელა მაიც გამოვა. სიმღერებს შეასრულებენ Twenty One Pilots და  შონ მენდესი ზედთან ერთად.

კამილა კაბეიო, რომელიც წელს არაერთი დაჯილდოების ნომინანტი თუ ფავორიტია, საღამოზე სადებიუტო სტუდიური ალბომის მე-4 და უკანასკნელ სინგლს Consequences შეასრულებს, რომლის ოფიციალური რელიზი 22 ოქტომბერს შედგება.

American Music Awards წელს 46-ედ ჩატარდება.