American Music Awards 2018: ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები (ფოტოები)

American Music Awards 2018: ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები (ფოტოები)
შოუბიზნესი / ოქტომბერი 10, 2018

რამდენიმე საათის წინ, ლოს-ანჯელესმა American Music Awards-ს უმასპინძლა.

ტრადიციულად, სელებრითებს, რომლებმაც დიდი დრო დახარჯეს ლუქების აწყობასა და ცნობილ მოდის სახლებში სირბილით, მოდის კრიტიკოსებმა შრომა წყალში ჩაუყარეს და საღამოს ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმულ ვარსკვლავებად დაასახელეს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ Post Malone დიდად არ შეწუხებულა, რადგან Microsoft Theatre-ის წინ გაშლილ წითელ ხალიჩაზე, რეპერი ლუდით ხელში გამოცხადდა.

ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმულ ვარსკვლავებს შორის მოხვდა დუა ლიპაც. 23 წლის ინგლისელ მომღერალს, რომელსაც ,,წლის ახალი შემსრულებლის” ნომინაციაში გამარჯვება კამილა კაბეიომ დაათმობინა, ,,საქორწილო კაბა” დაუწუნეს.

საღამოს ყველაზე უგემოვნოთა შორის ასევე: პოპი, ქვინ ერბი, ,,იუთუბერი” ლორენ გრეი, ჯასტინ ბიბერის ყოფილი მეგობარი გოგონა, შანტელ ჯეფრისი, ჰაიდი კლუმი და სიარა მოხვდნენ.

საკვანძო სიტყვები