Amazon ტანსაცმლის შერჩევას დამატებითი რეალობის სარკის მეშვეობით გთავაზობთ

Amazon ტანსაცმლის შერჩევას დამატებითი რეალობის სარკის მეშვეობით გთავაზობთ
Hi Tech / იანვარი 8, 2018

კომპანია Amazon თავის მომხმარებლებს სრულიად ახალ მომსახურებას სთავაზობს: ეს არის „ჭკვიანი სარკე“, რომელიც AR-ტექნოლოგიის საფუძველზე მუშაობს. ის საშუალებას მოგცემთ, ტანსაცმლის არჩევისას დამატებითი რეალობა გამოიყენოთ.

სარკე სპეციალური კამერის საშუალებით სკანირებას უკეთებს ადამიანის ფიგურას, ამის შემდეგ, ის გიჩვენებთ, როგორ გამოჩნდება მასზე ესა თუ ის ტანსაცმელი. თქვენ არამარტო ფერსა და სტილს, არამედ მოდელის ფაქტურასაც დაინახავთ.

ავტორების თქმით, სიახლე მომხმარებლებში საკმაოდ დიდი პოპულარობით ისარგებლებს.

 

საკვანძო სიტყვები