ალეკ ბოლდუინმა თავისი „ემი“ დონალდ ტრამპს შესთავაზა (ვიდეო)

ალეკ ბოლდუინმა თავისი „ემი“ დონალდ ტრამპს შესთავაზა (ვიდეო)
შოუბიზნესი / სექტემბერი 18, 2017

„ემის“ დაჯილდოების ცერემონიაზეც კი, ალეკ ბოლდუინმა დონალდ ტრამპის თემას გვერდი ვერ აუარა, თუმცა ეს შეუძლებელიც კი იყო, რადგან პრემია მსახიობმა სწორედ პრეიდენტის პაროდიისთვის დაიმსახურა. 59 წლის ვარსკვლავმა მისთვის განკუთვნილი ჯილდო ტრამპს ღიად შესთავაზა:

„ალბათ უნდა ვთქვა: ბატონო პრეზიდენტო, აი, თქვენი „ემი“, – განაცხადა ბოლდუინმა „მაიკროსოფტის“ თეატრის სცენიდან, სადაც ის სამადლობელ სიტყვას წარმოთქვამდა. ამის შემდეგ მან თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა მეუღლეს, ხოლო აშშ-ის პირველ პირზე კიდევ ერთხელ იხუმრა:

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ცოლს, რომელთანაც სამი წლის მანძილზე სამი შვილი მეყოლა. მაგრამ გასულ წელს, ტელესეზონის დროს ის არ იყო ორსულად. არ ვიცი, არის თუ არა რამე კავშირი…მე ვიკეთებ წითურ პარიკს – და ირთვება შობადობის კონტროლი“.

ბოლდუინის ეს ტექსტი ტრამპის მიერ გამოთქმულ სიტყვას ეხებოდა შობადობის კონტროლის შესახებ. კერძოდ კი, მისი მიგრაციის პოლიტიკა ე.წ. „სამშობიარო ტურებს“ ებრძვის, რომლის ფარგლებშიც ქალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შვილის გასაჩენად ამერიკაში იმისთვის მიდიან, რომ ბავშვებმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღონ.