ალბომი, რომელიც უძილობის დამარცხებაში დაგეხმარებათ

ალბომი, რომელიც უძილობის დამარცხებაში დაგეხმარებათ
შოუბიზნესი / მარტი 12, 2018

ბრიტანელმა დიჯეიმ, ტომ მიდლტონმა გამოუშვა ალბომი, რომელიც, მისი თქმით, ადამიანს უძილობისგან იცავს. დიჯეი მუსიკალური ფესტივალებითა და ენერგიული მიქსებით არის ცნობილი. მისი კარიერა 90-იან წლებში დაიწყო, როდესაც მან თანამშრომლობა ცნობილ მუსიკოსებთან დაიწყო. თავის დროზე მიქსები მან კაილი მინოუგისთვის, პრინსისთვის და სხვა ვარსკვლავებისთვის შექმნა. გაუთავებელი გასტროლების გამო კი მას უძილობა დაეწყო. სწორედ ამ ფაქტის მერე დაიწყო მან ამ მოვლენის მეცნიერული შესწავლა.

ნეირობილოგების დახმარებით მან ჩაწერა ალბომი, რომელიც უძილობას ებრძვის და დაძინებას უწყობს ხელს. სიმღერების მელოდიები მოდუნებას უწყობს ხელს, ანელებს გულის ცემის რიტმს, სუნთქვას და მშვიდად გადაჰყავს ადამიანი ძილში.

მიდლტონის თქმით, მსგავსი ალბომისჩაწერა მის შემოქმედებაში ყველაზე რთული პრაქტიკა იყო. სიმღერები კი გატესტეს და ისინი მართლაც ეფექტური აღმოჩნდა.

საკვანძო სიტყვები