ალ პაჩინო ტარანტინოს ახალ ფილმში მონაწილეობას მიიღებს

ალ პაჩინო ტარანტინოს ახალ ფილმში მონაწილეობას მიიღებს
შოუბიზნესი / ივნისი 8, 2018

კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის, „ერთხელ ჰოლივუდში“ მსახიობთა შემადგენლობას ალ პაჩინო შეუერთდა.

თავდაპირველად ცნობილი გახდა, რომ პროექტი ჰოლივუდის წამყვანი კლასის ვარსკვლავებისგან დაკომპლექტდა, ამჯერად კი მათ, ლეგენდარული მსახიობი დაემატა.

ფილმი 70-იანი წლების ლოს-ანჯელესს ეძღვნება, რომლის მთავარი გმირი, ვესტერნის ექს-ვარსკვლავი რიკ დალტონი (ლეონარდო დიკაპრიო) და მისი დუბლიორი კლიფ ბუტი (ბრედ პიტი) ჰოლივუდში დიდების შენარჩუნებას ცდილობენ. რიკის მეზობლად რომან პოლანსკის ორსული ცოლი, შერონ ტეიტი (მარგო რობი) ცხოვრობს, რომელიც მანიაკის, ჩარლზ მენსონის მსხვერპლი გახდება.

ფილმი დიდ ეკრანებზე 2019 წლის 9 აგვისტოს, ტეიტის გარდაცვალებიდან 50-ე წელს გამოვა.

პოპულარული სიახლეები