ახალი წლის დღეები ალესანდრა ამბროსიომ ოკეანის სანაპიროზე გაატარა (ფოტო)

ახალი წლის დღეები ალესანდრა ამბროსიომ ოკეანის სანაპიროზე გაატარა (ფოტო)
შოუბიზნესი / იანვარი 3, 2018

Victoria’s Secret-ის ყოფილი „ანგელოზი“, 36 წლის ალესანდრა ამბროსიო შესაშურ ფორმაშია და ეს მან ამ დღეებში კიდევ ერთხელ დაამტკიცა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, მოდელმა ბრენდის შემადგებლობიდან წამოსვლის შესახებ განაცხადა.

ახალი წლის დღეები ლამაზმანმა მშობლიურ ბრაზილიაში გაატარა, მის ფოტოებს კი, რომლებიც ოკეანის სანაპიროზე არის გადაღებული, აღფრთოვანება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ მოდელი Victoria’s Secret-თან თითქმის 17 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა. ამჟამად კი ის საკუთარი ბრენდის Ale be Alessandra პოპულარიზაციაზე და სამსახიობო კარიერის განვითარებაზეა ორიენტირებული.

საკვანძო სიტყვები