ახალი კადრები ტარანტინოს ფილმის გადასაღები მოედნიდან (ფოტო)

ახალი კადრები ტარანტინოს ფილმის გადასაღები მოედნიდან (ფოტო)
შოუბიზნესი / ივლისი 27, 2018

კვენტინ ტარანტინო აქტიურად აგრძელებს 2018 წლის ლოს-ანჯელესში 60-იან წლების ატმოსფეროს შექმნას: ვინტაჟური ავტომობილების, სპეციალური დეკორაციებისა და მთავარი პერსონაჟების – ბრედ პიტისა და ლეონარდო დიკაპრიოს დახმარებით, რომლებიც ბოლო დროს გავრცელებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, გადასაღებ მოედანზე შესანიშნავ დროს ატარებენ.

„ერთხელ ჰოლივუდში“ – ასე ჰქვია ტარანტინოს ახალ ფილმს, რომელშიც მოქმედება 60-იანი წლების ლოს-ანჯელესში ვითარდება. მთავარი პერსონაჟებიი – რიკ დალტონი, სატელევიზიო ვესტერნის ყოფილი ვარსკვლავი და მისი კოლეგა-დუბლიორი კლიფ ბუტი არიან. რიკის მეზობლის, შერონ ტეიტის წყალობით კი, ყოფილი ვარსკვლავის ცხოვრება თავდაყირა დგება. ფილმი რომან პოლანსკის მეუღლის მკვლელობას შეეხება.