ახალი ბერძნული ბრენდის პარლე მოის სამოსის შეძენა ბუტიკ ტამარელაშია შესაძლებელი

ახალი ბერძნული ბრენდის პარლე მოის სამოსის შეძენა ბუტიკ ტამარელაშია შესაძლებელი
FM შოპინგი / ნოემბერი 27, 2017

ბუტიკი ტამარელა 10 ნოემბრიდან  არის ქარულ ბაზარზე წარმოდგენილი და საქართველოში მცხოვრებ ქალბატონებს ახალ  ბერძნულ ყველაზე მოდურ ბრენდს პარლე მოის სამოსს სთავაზობს.

ეს არის ბრენდი, რომელიც 2015 წელს გამოჩნდა ათენის მოდის კვირეულზე და აღიარება მალევე მოიპოვა. მან ორი მთავარი პრიზი მიიღო, ეს გახლავთ წლის საუკეთესო ახალი დიზაინერის ტიტული და საუკეთესო მოდის ელჩის პრიზი. მოდის კრიტიკოსებმა ბრენდი, სწორედ მისი დახვეწილი სტილით, ელეგანტურობითა და სისადავით გამოარჩიეს.

პარლე მოის დიზაინერი ტამარა გახლავთ, საქართველოში ბუტიკის მფლობელი კი ტამარელა, სწორედ ამიტომ აბაშიძის 61 ნომერში მდებარე ბუტიკის სახელწოდება ტამარელაა.

როგორც ფორტუნა პლუსთან საუბარში მაღაზიის მფლობელმა ტამარელამ აღნიშნა: „სამოსი გათვლილია დახვეწილი, წარმატებული, შემდგარი ქალბატონებისთვის, რომელთაც უყვართ მოდა და ხარისხი, ამიტომაც ფასებიც შესაბამისი აქვს.“

მაგალითად შარვლების შეძენა თქვენ 600 ლარიდან შეგიძლიათ, პერანგების 450 იდან, კაბების 800 იდან პალტოების კი 1000 ლარიდან, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თითო სამოსი მხოლოდ სამი ზომაა წარმოდგენილი, თითო ზომა კი ერთი ცალი გახლავთ. შესაბამისად ეს იმის გარანტიაა, რომ თქვენს მიერ გადახდილი თანხა პირდაპირ მუთითებს თვქენს განსხვავებულ  იმიჯსა და გემოვნებაზე.
 


 
შეგახსენებთ, რომ ბუტიკი ტამარელა აბაშიძის 61 ნომერში მდებარეობს.

 

საკვანძო სიტყვები