ახალ კლიპში ტეილორ სვიფტი უჩინარი ხდება (ვიდეო)

ახალ კლიპში ტეილორ სვიფტი უჩინარი ხდება (ვიდეო)
შოუბიზნესი / მარტი 12, 2018

ტეილორ სვიფტმა სიმღერაზე „Delicate“ გადაღებული კლიპი წარმოადგინა. სიახლე მის მეექვსე სტუდიურ ალბომში „Reputation“ შედის, რომლის რელიზიც გასული წლის ნოემბერში შედგა.

სიუჟეტის მიხედვით, ტეილორი ღონისძიების სტუმარი ხდება, სადაც მას ჯადოსნურ ჩანაწერს გადასცემენ. ცოტა ხნის შემდეგ ის გაიგებს, რომ უჩინარი ხდება და ამ უპირატესობით მაქსიმალურ სარგებელს იღებს.

რამდენიმე საათში ვიდეომ YouTube-ზე რამდენიმე მილიონი ნახვა მოაგროვა. თაყვანისმცემლები კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ნამუშვარი გულწრფელი და რეალისტური გამოვიდა.

საკვანძო სიტყვები