ახალ კლიპში LP გოგონების გარემოცვაში ერთობა (ვიდეო)

ახალ კლიპში LP გოგონების გარემოცვაში ერთობა (ვიდეო)
შოუბიზნესი / ივლისი 17, 2017

ამერიკელმა მომღერალმა LP ახალი კლიპი გამოუშვა. სიმღერა მის უკანასკნელ ალბომში „Lost On You“ შედის.

ვიდეო საკმაოდ თამამია და მასში ვარსკვლავი უამრავი გოგონას გარემოცვაში ერთობა. მოქმედება რესტორანსა და სასტუმროს ლიფტში ვითარდება.

შეგახსენებთ, რომ LP (ნამდვილი სახელი ლაურა პერგოლიცი) წელს ევროპელი მსმენელისთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდა. მისი დისკი „Lost On You“ წამყვანი ქვეყნების ტოპ-10-ეულში მოხვდა, ხოლო ამავე სახელწოდების ჰიტმა მუსიკალური ჩარტების პირველი ადგილებიც დაიკავა.

საკვანძო სიტყვები