ახალ კლიპში კეტი პერიმ მარია ანტუანეტას როლი მოირგო (ვიდეო)

ახალ კლიპში კეტი პერიმ მარია ანტუანეტას როლი მოირგო (ვიდეო)
შოუბიზნესი / დეკემბერი 21, 2017

კეტი პერიმ სიმღერაზე „Hey Hey Hey“ კლიპი გამოუშვა, რომელშიც რამდენიმე უჩვეულო იმიჯი მოირგო. ვარსკვლავმა თაყვანისმცემლებს სიურპრიზი მოულოდნელად მოუწყო და ახალი ნამუშევარი დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე წარუდგინა.

კლიპში პერი მარია ანტუანეტას როლს ასრულებს. მაყურებელს მან ფრანგი დედოფლის ცხოვრებიდან გამოგონილი ეპიზოდი წარუდგინა. გადაღებები ბევერლი ჰილსზე მიმდინარეობდა . სიმღერა სიას ეკუთვნის, კლიპის რეჟისორი კი ისააკ რენცია.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პერი ახალი ალბომის მხარდასაჭერ ტურნეში იმყოფება.

საკვანძო სიტყვები