ადრიანა ლიმას უჩვეულო და შთამბეჭდავი ფოტოსესია ტაქსის სახურავზე

ადრიანა ლიმას უჩვეულო და შთამბეჭდავი ფოტოსესია ტაქსის სახურავზე
შოუბიზნესი / აპრილი 23, 2018

Victoria’s Secret-ის 36 წლის მოდელმა, ადრიანა ლიმამ ახალ და საკმაოდ უჩვეულო ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთ ლოკაციად ლამაზმანმა ტაქსის სახურავი აარჩია.

გადაღებები ნიუ-იორკის ქუჩებში მიმდინარეობდა, სადაც ლიმა წითელ სვიტერსა და მოკლე შორტებში გამოწყობილი ყვითელი ტაქსის სახურავზე მოთავსდა. მოგვიანებით მან ტანსაცმელი გამოიცვალა და ქუჩის სხვა ტრანსპორტზე გადაინაცვლა.

ბოლოს კი მოკლე ვარდისფერ შორტებში მან შუა ქუჩაში მოთავსებულ ვარდისფერ სავარძელში იპოზიორა. ფოტოსესია ნამდვილად შთამბეჭდავი გამოვიდა.

საკვანძო სიტყვები