ადრიანა ლიმამ ,,ვიქტორიას სიკრეტი” დატოვა – სუპერმოდელი პოდიუმზე ატირდა (ფოტო)

ადრიანა ლიმამ ,,ვიქტორიას სიკრეტი” დატოვა – სუპერმოდელი პოდიუმზე ატირდა (ფოტო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 9, 2018

ნიუ-იორკმა, 2018 წლის ,,ვიქტორიას სიკრეტის” შოუს უმასპინძლა. საღამო, რომელიც ნამდვილ დღესასწაულად იქცა, მედიის ყურადღების ცენტრშია.

დეფილეზე ძველი და ახალი თაობის მოდელები, მათ შორის: ბელა და ჯიჯი ჰადიდები, კენდალ ჯენერი, ელზა ჰოლსკი, სარა სამპაიო, ბეჰატი პრინსლუ, ვინი ჰარლოუ, სინდი ბრუნა, სტელა მაკსველი და სხვები ვიხილეთ.

საინტერესოა, რომ ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობის მთავარ მოვლენად ადრიანა ლიმას განცხადება იქცა. 37 წლის ანგელოზი ,,ვიქტორიას სიკრეტს” დაემშვიდობა.

ბრაზილიელი სუპერმოდელი პოდიუმზე ორი ლუქით გამოჩნდა, ბოლო გამოსვლაზე კი, როცა მქუხარე აპლოდისმენტებით ხალხი ფეხზე წამოუდგა, მადლობის ნიშნად ხელები მკერდზე მიიდო, თავი დახარა, ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა.

შეგახსენებთ, რომ ადრიანა ,,ვიქტორიას სიკრეტთან” 1999 წლიდან თანამშრომლობდა.