ადრიანა ლიმა დედა მესამედ გახდება (ფოტო)

ადრიანა ლიმა დედა მესამედ გახდება (ფოტო)
შოუბიზნესი / თებერვალი 13, 2018

როგორც ჩანს, მოდელი ადრიანა ლიმა მესამე ბავშვზე არის ორსულად. ერთ-ერთ უკანასკნელ ჩვენებაზე ლამაზმანი თავისუფალი სტილის სამოსით გამოცხადდა, თუმცა მომრგვალებული მუცლის დაფიქსირება მაინც შესაძლებელი იყო.

მოგვიანებით კი ქსელში რიოს კარნავალიდან ფოტო გავრცელდა, რომელზეც ლიმა წონაში მკვეთრად არის მომატებული.

თავად მოდელს ამ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ გასული წლიდან, ლამაზმანი თურქ მწერალს, მეთინ ჰარას ხვდება. მოდელმა დაადასტურა რომანი, თუმცა აღნიშნა, რომ არ სურს დეტალების საზოგადოებაში გამოტანა. რაც შეეხება წინა ქორწილებას, კალათბურთელ მარკო იარიჩთან მას ორი ქალიშვილი ჰყავს.

საკვანძო სიტყვები