ადგილები საზღვარგარეთ, სადაც ფოტოს გადაღება კანონით ისჯება

ადგილები საზღვარგარეთ, სადაც ფოტოს გადაღება კანონით ისჯება
საინტერესო / სექტემბერი 15, 2017

შვებულება – დასვენებისა და მოგზაურობის დროა, რომელსაც წლიდან წლამდე ადამიანები სულმოუთქმელად ელოდებიან.  თუმცა ზოგიერთ ქვეყნებში შესაძლოა, ისე დაარღვიოთ კანონი, რომ ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგოთ, როდესაც ჯარიმის გადახდა და პასუხისგება მოგიწევთ.

 

ჰოლანდია, ამსტერდამი

წითელი ფანრების ქუჩა ცნობილია თავისი ბორდელებით, არხებითა და კაფეებით. ამ უბანში ვერ იტანენ კამერიან ტურისტებს, რომლებიც ფანჯრებში მდგომი მეძავების გადაღებას ცდილობენ. თუ აპარატით დაგინახავენ, უკეთეს შემთხვევაში მას წაგართმევენ, უარეს შემთხვევაში კი – გცემენ.

 

სამხრეთ კორეა

ამ ქვეყანაში ქალების გადაღება მათი ნებართვის გარეშე საზოგადოებრივ ადგილებშიც კი აკრძალულია. ეს ქმედება სექსუალურ ძალადობად ითვლება და ის შესაძლოა 5 წლამდე ციხედ და 10 მილიონ ვონად დაგიჯდეთ.

 

აშშ

ბუნებრივია, კანონი აქ გაცილებით ლოიალურია, ვიდრე სამხრეთ კორეაში. აქ შესაძლოა იმისთვის მოგედავონ, რომ სურათი სხვისი პირადი საკუთრების ფონზე გადაიღეთ. გაუგებრობაში რომ არ მოხვდეთ, უბრალოდ დააკვირიდთ სპეციალურ ამკრძალავ ნიშნებს. ამ შემთხვევაში უცხო ქვეყანაში ყველანაირი უსიამოვნებას ასცდებით.

 

არაბთა გაერთიანებული ემირატები

არაკანონიერი ფოტო აქ 1-დან 3 წლამდე ციხე და 1 361 დოლარი დაგიჯდებათ. ეს კი იმ შემთხვევაში თუ შეიხის სასახლის, ზოგიერთი ხიდის ან ხელისუფლების შენობის გადაღებას მოისურვებთ.

 

ჩრდილოეთ კორეა

თუკი აქ მოხვდებით, მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ უამრავი აკრძალვის „მსხვერპლი“ გახდებით: მაგალითად, სასტუმროდან გიდის გარეშე ვერ გახვალთ და ვერც მისი ნებართვის გარეშე შეძლებთ ფოტოს გადაღებას.  თუკი შეეწინააღმდეგებით,  ჯარიმა გელით, თანაც საკმაოდ ცუდი ფორმით.

 

ინგლისი

აქ სამოყვარულო ფოტოს გადაღება თითქმის ყველგან შეგიძლიათ, მაგრამ თუ საუბარი კომერციულ გადაღებას შეეხება, ამისთვის სპეციალური ნებართვა გჭირდებათ. მაგალითად, ტრაფალგარის მოედნის ან პარლამენტის მოედნის გადაღება სპეციალური თანხმობის გარეშე  აკრძალულია.

 

იაპონია

იაპონიაში გარკვეული ძეგლებისა და ტაძრების გადაღება არ შეიძლება. მიზეზი კი ის არ ის, რომ ამ გზით შეიძლება სულები გააბრაზოთ. ქვეყნის მასშტაბით ბევრგან შეხვდებით სიას, სადაც აკრძალული ადგილები სპეციალურად არის მონიშნული. ზოგიერთი მათგანის გადაღება კი წელიწადის განსაზღვრულ დროშია შესაძლებელი.

საკვანძო სიტყვები