ადგილები, სადაც სელფის ჯოხით სარგებლობა კანონით ისჯება

ადგილები, სადაც სელფის ჯოხით სარგებლობა კანონით ისჯება
საინტერესო / ივლისი 17, 2017

სელფის ჯოხმა თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ეს მოწყობილობა თითქმის ყველა ოჯახში არსებობს, თუმცა არსებობს ადგილები, სადაც მათი გამოყენება კანონით ისჯება.

ნიუ-იორკი – ადგილობრივ ზოოპარკში ვეფხვებთან ერთად გადაღებული სელფი ბოლო დროს საკმაოდ მოხშირდა, ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ვეფხვებთან ერთად გადაღებულ ფოტოს მოგვიანებით გაცნობის საიტებზე ანთავსებენ. ამ ფაქტმა ცხოველთა უფლებების დამცველების აღშფოთება გამოიწვია, რასაც საბოლოოდ ზემოთხსენებული აკრძალვაც მოჰყვა.

იტალიურ პამპლონაში, ხარების გარბენის დროს სელფის გადაღება ასევე აკრძალულია. ამ კანონის დარღვევა 2 ათასი ევრო დაგიჯდებათ.

აკრძალულია ასევე ირანის საფეხბურთო ნაკლების წევრებთან სელფის გადაღება.

საკმაოდ დიდი შეზღუდვებია სელფის ჯოხთან დაკავშირებით სამხრეთ კორეაში. აქ გაყიდვაში მათი საკმაოდ მცირე ნაწილია და ყიდვის შემთხვევაშიც სპეციალური სერთიფიკატია საჭირო. თუ გამყიდველი მას უსერთიფიკატოდ გაყიდის, საკმაოდ სერიოზულ სასჯელს – 27 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულებას მიიღებს.

საკვანძო სიტყვები