Acer-მა მსოფლიოში ყველაზე თხელი ნოუთბუქი გამოუშვა

Acer-მა მსოფლიოში ყველაზე თხელი ნოუთბუქი გამოუშვა
Hi Tech / იანვარი 9, 2018

კომპანია Acer-მა ნოუთბუქი Swift 7 განაახლა. სიახლეს 14 დიუიმიანი ეკრანი აქვს. მწარმოებლის განცხადებით, მოწყობილობა მსოფლიოში ყველაზე თხელია, მისი სისქე მხოლოდ 8,98 მილიმეტრს შეადგენს. ეკრანი კი Full HD გარჩევადობისაა.

სიახლეს Windows Hello-ს მხარდამჭერი თითის ანაბეჭდის სკანერი აქვს, ხოლო Corning Gorilla Glass NBT-ის დამცავი მინა ნოუთბუქის თაჩპადსა და ეკრანს დაზიანებისგან იცავს.

ჩრდილოეთ ამერიკაში Acer Swift 7 გაყიდვაში მარტში გამოვა და 1699 დოლარი ეღირება, აპრილიდან კი ის სხვა ქვეყნებშიც გამოჩნდება.

 

საკვანძო სიტყვები