რუნი მარამ შესაძლოა მარია მაგდალინელი განასახიეროს

რეჟისორ გარეტ დევისის ფილმში, „ოსკარზე“ წარდგენილ რუნი მარას მარია მაგდალინელის როლის შესრულება შესთავაზეს. სიუჟეტის მიხედვით, მარია იესოსთან ერთად მოგზაურობს. მსახიობის ამ როლში ხილვა თავად რეჟისორის სურვილი იყო, ამის შესახებ მან Deadline-თან ინტერვიუშიც განაცხადა.

„მასთან ერთად მიმუშავია და ზუსტად ვიცი, რომ ის იშვიათი ტალატის მქონე მსახიობია“, – განაცხადა დევისმა.

მაილი საირუსი The Voice-ის მთავარი მრჩეველი გახდა

მაილი საირუსი შოუს – „The Voice“ მე-10 სეზონის მთავარი მრჩეველი გახდა.  მომღერალი კრისტინა აგილერას, ფარელ უილიამსის, ადამ ლევინისა და ბლეიკ შელტონის გუნდს  შეუერთდა. ამის შესახებ საირუსმა თავად განაცხადა და „ინსტაგრამზე“ ჟიურის სავარძელთან გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

2016 წელი მაილისთვის საკმაოდ კარგად დაიწყო. გარდა იმისა, რომ მან ურთიერთობა აღადგინა ლიამ ჰემსვორტთან და უკვე ნიშნობის ბეჭდითაც შენიშნეს, ამის პარალელურად, ცოტა ხნის წინ ის ვუდი ალენის სერიალში როლზე დაამტკიცეს.

რაც შეეხება The Voice-ს, მაილის წინამორბედები კრის მარტინი, ტეილორ სვიფტი და სხვა ცნობილი ვარსკვლავები იყვნენ.

სელენა გომესი ჟურნალ W-ს ფოტოსესიაში (ფოტოები)

სელენა გომესმა გამოცემა W-თვის იპოზიორა და ჯასტინ ბიბერზე, მაილი საირუსსა და სოციალურ ქსელებზე ისაუბრა.

ჯასტინ ბიბერზე: „ძალიან მომბეზრდა ეს თემა. ყველაფერი დასრულებულია. დიახ, მე ვნერვიულობ მის კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე, მაგრამ სულ ეს არის“.

მაილი საირუსზე, რომელიც მის მსგავსაც „დისნეის“ ვარსკვლავი იყო: „მე მისი შემოქმედების თაყვანისმცემელი ვარ, არ ვიცი, უთქვამს თუ არა მას თავად იგივე ჩემზე. ჩვენ არასოდეს გვიკამათია“.

სოციალურ ქსელებზე: „დღესდღეობით სოციალური ქსელებით იმიტომ ვსარგებლობ, რომ ის საკმაოდ აქტუალურია ჩემს მსმენელში. იძულებული ვარ, რადგან ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ცხოვრება ასეთი სახალხო გახდებოდა“ .

შეგახსენებთ, რომ მომღერალი ჟურნალის მარტის ნომერში გამოჩნდება.

 

0e634261f19b469ad1ac7b71b0424cca

3b8630e5b8344b225ff74ff5c59773e2

3fbeff3934063776b95348a76283859f

4dda12cc9f047333ec5423955fd9f563

4f44543855c00d0d6b760e5f75c387e4

7cfb643447ce8124f504f7336a64c89c

ac0b6e555c0b28947b99d6106f394b22

b9dc255f1d2666293e66258e2aee35c1

d44398456f783aecfe137097efdefee5

dbeff0a85ec0bcee91b22b17700f0286

ee070c1f2f4912f4501f78abf2ea07a1

efec82be6a979494b6b5ddf8e3f548c2

 

 

ადელმა სინგლის „When We Were Young“ გარეკანი წარმოადგინა

ბრიტანელმა მომღერალმა, ადელმა თავისი ახალი სინგლის – „When We Were Young“ გარეკანი გამოაქვეყნა.

სიმღერა გახდა მეორე ოფიციალური სინგლი მესამე სტუდიური ალბომის – „25“ მხარდასაჭერად. შეგახსენებთ, რომ დისკი გასული წლის ნოემბერში გამოვიდა და თითქმის ყველანაირი რეკორდის მოხსნა შეძლო.

0_c455c_534d69ed_orig

ამ მომენტისთვის, სიმღერა ბრიტანული ჩარტის 29-ე, ხოლო ამერიკული Billboard Hot 100-ის 29-ე პოზიციაზე იმყოფება.

თიმბალენდმა ახალი კლიპი გამოუშვა (ვიდეო)

ამერიკელი მუსიკოსისა და პროდიუსერის, თიმბალენდის YouTube-ის ოფიციალურ არხზე მის ახალ სიმღერაზე – „Don’t Get No Betta“ გადაღებული კლიპის პრეზენტაცია შედგა, რომელიც მან Mila J-თან ერთად ჩაწერა.

თრექი მუსიკოსის მიქსტეიპში „King Stays King“ შედის, რომელიც გასულ წელს გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ მაჟამად თიმბალენდი სერიალ „იმპერიის“ მუსიკაზე მუშაობს, წლის ბოლომდე კი ის ახალ დისკს – „Opera Noir“ გამოუშვებს.

„მეგობრების“ ვარსკვლავების მონაწილეობით პირველი პრომო გამოქვეყნდა (ვიდეო)

ტელეარხ NBC-ს YouTube-ის არხზე სერიალ „მეგობრების“ მონაწილეობით პირველი პრომო გამოქვეყნდა. მსახიობებმა ჯენიფერ ენისტონმა, კორტნი კოქსმა, ლიზა კუდროუმ, დევიდ შვიმერმა და მეტ ლებლანმა სატელევიზო რეჟისორის, ჯეიმს ბეროუზისთვის მიძღვნილ შოუში მიიღეს მონაწილეობა.

გადაცემა ეთერში 21 თებერვალს გავა.

ყველაზე სექსუალური მამაკაცი გამოვლინდა

ბრიტანულმა გამოცემამ Glamour ყველაზე სექსუალური მამაკაცების გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვაში ათასი მკითხველი მონაწილეობდა, რომელთა გადაწყვეტილებით პირველი ადგილი 32 წლის ბრიტანელმსა მსახიობმა, ეიდან ტერნერმა დაიკავა, რომელმაც სახელი „ჰობიტში“ შესრულებული როლით გაითქვა.

საუკეთესო ათეულში ასევე მოხვდნენ:

 

ეიდან ტერნერი

Aidan_Turner_bearded

ჯეიმი დორნანი

nrm_1421024073-elle-jamie-dornan

ტომ ჰიდლსტონი

tom-hiddleston

ჰენრი კავილი

celebrities-entertainment-cover-stars-201306-henry_cavill-henry_cavill_superman_varticle_intro

ზეინ მალიკი

Zayn-Malik-Boston-Mayor-630x420-11

ჰარი სტაილზი

CS52403386Harry-Styles-from

ჯასტინ ბიბერი

justin-bieber-perfect-together

რობერტ პატინსონი

Rob-HQ-robert-pattinson-28293559-1920-2400

მეთ ბომერი

matt_bomer___jake_gyllenhaal_by_thatnordicguy-d7v4rem

პრინცი ჰარი

prince-harry--a

კეიტ უინსლეტი თვლის, რომ მის გმირს „ტიტანიკში“ ლეონარდოს გადარჩენა შეეძლო

ლეგენდარული „ტიტანიკის“ ფინალზე დღემდე ბევრი დაობს. რატომ მოკვდა ლეონარდო დიკაპრიოს გმირი და რატომ არ დაეხმარა როუზი, რომელსაც კეიტ უინსლეტი ასახერებდა, გადარჩენაში? და მაშინ, როდესაც ფილმის რეჟისორმა ტრაგიკული დასასრული არჩია, უინსლეტი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი შესაძლოა სხვანაირად ყოფილიყო.

ცოტა ხნის წინ, მსახიობი „ჯიმი კიმელის შოუს“ სტუმრობდა, სადაც წამყვანმა ლეგენდარული ფილმი გაიხსენა. მის კომენტარზე, რომ იმ ხის კარზე ლეოც დაეტეოდა, კეიტმა უპასუხა: „დიახ, გეთანხმებით. ის დაეტეოდა ჩემთან ერთად, მაგრამ სამწუხაროდ მე არ ვწვყვეტდი უნდა გადარჩენილიყო ჯეკი თუ არა“.

_500_600_80_cNfyjs

აღსანიშნავია, რომ თავად რეჟისორს არაერთხელ განუცხადებია, რომ იმ შემთხვევაში თუ ორივე იმ ხის კარზე მოთავსდებოდა, ისინი ჩაიძირებოდნენ. თუმცა, ცნობილი გადაცემის –  „ლეგენდების დამანგრეველი“ ავტორებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და გაარკვიეს, რომ კარი მაინც წყლის ზედაპირზე დარჩებოდა, ორივე რომ მასზე მოთავსებულიყო.

რიანამ თავისი სიმღერის რემიქსი წარმოადგინა

ქსელში რიანას სიმღერაზე „Work“ რემიქსი გამოჩნდა. დრეიკის გარდა, ახალ ვერსიაში ამერიკელი რეპერის, Dave East-ის შესრულებაც ისმის.

შეგახსენებთ, რომ სიმღერის ორიგინალი ამერიკულ ჩარტში Billboard Hot 100 მოხვდა. ხოლო მისი მერვე ალბომი „Anti“ გამოსვლიდან 460 ათასი ასლის ოდენობით გაიყიდა და Billboard 200-ის 27-ე ადგილზე განთავსდა.

 

კრიშტიანუ რონალდუ სახალისო რეკლამაში გამოჩნდა (ვიდეო)

კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. სპორტის პარალელურად ის აქტიურად მონაწილეობს ამა თუ იმ სარეკლამო რგოლებში, რაშიც ასევე საკმაოდ ბევრს უხდიან. საკუთარი ნაწარმის რეკლამაში რონალდუს გამოჩენაზე თითქმის ყველა დამკვეთი ოცნებობს.

ამჯერად, ფეხბურთელი კომპანია SFR-ის რგოლში გამოჩნდა, სადაც მაღალი გარჩევადობის ტელევიზორს უკეთებს რეკლამას. ვიდეო საკმაოდ სახალისო გამოვიდა და რამდენიმე საათში ის თითქმის 82 ათასამდე ადამიანმა ნახა.

მამის კვალდაკვალ: ალენ დელონის უმცროსი ვაჟი Dior-ის სახე გახდა (ფოტოები)

ალენ დელონის უმცროსი ვაჟი, ალენ-ფაბიენ დელონი Dior Homme-ის ახალი კოლექციის სახე გახდა. სამოდელო ბიზნესში პირველი ნაბიჯები 21 წლის ალენ-ფაბიენმა რამდენიმე წლის წინ გადადგა. ამ წლების განმავლობაში ის რამდენიმე სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობდა, მათ  შორის იყო ისეთი ცნობილი ბრენდი, როგორიც არის Gucci.

dior-dellon-020216-1

თავად ალენი Dior-ის სახე 60-იან წლებში იყო. 2015 წელს ის პარფიუმ Eau Sauvage-ის კამპანიაში გამოჩნდა.

dior-dellon-020216-6

ჯეი ზიმ რიტა ორას წინააღმდეგ შემხვედრი სარჩელი აღძრა

გასული წლის დეკემბერში რიტა ორამ ლეიბლის Roc Nation წინააღმდეგ, რომელიც ჯეი-ზის ეკუთვნის, სასამართლოში საქმე აღძრა. მომღერალმა, რომელმაც კომპანაისთან კონტრაქტი 2008 წელს გააფორმა, განაცხადა, რომ თანამშრომლობით უკმაყოფილოა. ორას მტკიცებით, ლეიბლი არ უთმობს მას საკმარის ყურადღებას და სხვა მიმართულებებით მუშაობს. შესაბამისად, მომღერალს კონტრაქტის გაუქმება სურს. როგორც აღმოჩნდა დანებებას არც ჯეი-ზი და მისი გუნდი აპირებენ. მათ მომღერალს შემხვედრი სარჩელი მოუმზადეს.

ლეიბლის წარმომადგენლების განცხადებით, რიტას შემოქმედებაში 2,3 მილიონზე მეტი ჩადეს და სწორედ ამ თანხის დაბრუნება სურთ. ორას ადვოკატის თქმით, ის სწავლობს არსებულ პრობლემას ჯეი-ზისთან და ცდილობს,  თავისი კლიენტი კონტრაქტისგან გაათავისუფლოს.

 

ახალ კლიპში პაფ დედი დოლარებს წვავს (ვიდეო)

პაფ დედიმ სიმღერაზე „Blow a Check“ მორიგი კლიპი გამოუშვა, რომლის პროდიუსერიც Smash David გახდა.

ვიდეო რეპერის კარგი ფინანსური მდგომარეობის დემონსტრირებაა, რადგან მასში პაფ დედი დოლარებს წვავს.

სიმღერა არტისტის მიქსტეიპში „MMM (Money Making Mitch)“ შედის, რომელიც 2015 წლის 4 ნოემბერს გამოვიდა. რელიზი ვერ მოხვდა Billboard 200-ის ჩარტში.

 

აშერმა ახალი კლიპი წარმოადგინა (ვიდეო)

აშერის YouTube-ის ოფიციალურ არხზე მომღერლის ახალი კლიპის „Chains“ პრემიერა შედგა. ამერიკელი მუსიკოსი მერვე ალბომის „Flawed“ გამოსაშვებად ემზადება, რომლის მხარდასაჭერად მუსიკოსმა ორი ოფიციალური სინგლი „She Came to Give It to You“ და „I Don’t Mind“  წარმოადგინა, რომელთაგანაც ეს უკანასკნელი Billboard Hot 100-ის მე-11 ადგილზე განთავსდა და აშშ-ში ორგზის პლატინის გახდა.

 

რომის პაპი ფილმში მონაწილეობას მიიღებს

რომის პაპი, ფრანცისკი ოჯახურს სათავგადასავლო ფილმში მონაწილეობას მიიღებს, რომელსაც კომპანია AMBI Pictures გადაიღებს. ბუნებრივია, პაპი საკუთარ თავს განასახიერებს.

უკვე ცნობილია, რომ ფილმიდან შემოსული თანხა არგენტინის მიუსაფარ ბავშვთა სახლებში გადაირიცხება, სადაც ძნელად აღსაზრდელ მოზარდებსა და რისკ ჯგუფში შემავალ ბავშვებს ზრდიან.

გადაღებები უახლოეს მომავალში დაიწყება.

ადელმა დონალდ ტრამპს უარი უთხრა

მომღერალმა ადელმა პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს მისი სიმღერების გამოყენება აუკრძალა. ექსცენტრიული მილიარდერი ხშირად იყენებდა ბრიტანელი მომღერლის ნამუშევრებს მიტინგების დროს, ამასთან, ადელის სიმღერა „Skyfall“ ამერიკის მომავლის შესახებ მის ცნობილ გამოსვლას ფონად ადევს.

აღსანიშნავია, რომ ადელი ერთადერთი მომღერალი არ არის, რომლის შემოქმედებაც ტრამპის „მსხვერპლი“ გამხდარა. ადრე უკმაყოფილება ამ საკითხზე სტივენ ტაილერმაც გამოთქვა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი თავისი გამოსვლების დროს ზედმეტად ბევრჯერ იყენებს Aerosmith-ის ჰიტს – „Dream On“.

როგორ მიმდინარეობდა Maroon 5-ის ყველაზე პოზიტიური კლიპის გადაღებები

კლიპის „Sugar“ სცენარი თავად კოლექტივის წევრებს ეკუთვნით: მუსიკოსები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე სტუმრობენ რეალურ ქორწილებს, თანაც ცერემონიის ყველაზე ემოციურ ნაწილში. ამ ყველაფრის მიზანი და ჩანაფიქრი კი იმაში მდგომარეობდა, რომ დაბნეულობის, მოულოდნელი ბედნიერებისა და აღფრთოვანების ყველაზე რეალური ემოციები დაეჭირათ.

ადამ ლევინი, ჯგუფის ლიდერი ირწმუნება, რომ არანაირი წინასწარი დადგმა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, კეთდებოდა გარკვეული წინასწარი ტექნიკური სამუშაოები, თუმცა არც ახლადდაქორწინებულები და არც დამსწრე სტუმრები მათი მისვლის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ.

იმისათვის, რომ რეალურობისთვის ხაზი გაესვა, კლიპის დასაწყისში ლევინი life-news-ის სტილში ამბობს: „დღეს 2014 წლის 6 დეკემბერია. ჩვენ გადავწყვიტეთ ვიაროთ ლოს-ანჯელესში და რაც შეიძლება მეტ ქორწილს „თავს დავესხათ“.

კლიპის უჩვეულო კონცეფციამ და ცოცხალმა ემოციებმა ვიდეოს მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაზარდა. ის YouTube-ის არხზე 14 იანვარს აიტვირთა და რამდენიმე დღეში ის 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ვიდეო იშვიათად პოზიტიური გამოვიდა.

„კუნგ-ფუ პანდა 3“ ამერიკული კინოგაქირავების ლიდერია

სტუდია DreamWorks-ის ანიმაციური ფილმი – „კუნგ-ფუ პანდა 3“ ამერიკული კინოგაქირავების ლიდერია. გასული უქმეების მონაცემებით მულტფილმმა 41 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამ გზით კი, ცნობილი პროექტის მესამე ნაწილმა მეორეზე ცუდი შედეგი აჩვენა. მისი წინამორბედის საპრემიერო მოგება 47 მილიონ დოლარს შეადგენდა.

„კუნგ-ფუ პანდა 3“-ის გადაღება 145 მილიონი დაჯდა, ამიტომ მისი შემქმნელები ამ თანხის ამოღებას და ფინანსურ წარმატებას საერთაშორისო კინოგაქირავებაში ჩაშვების შემდეგ იმედოვნებენ.

კანიე უესტის ალბომის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ინტერნეტში სულ უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი კანიე უესტის ახალი ალბომის – „Waves“ შესახებ. ამჯერად ვგებულობთ რამდენიმე სახელის შესახებ, რომლებმაც დისკში შემავალი სიმღერების შექმნაში მიიღეს მონაწილეობა. კერძოდ კი, საუბარია მომღერალზე და სიმღერების ავტორზე How to Dress Well, დიჯეი Dodger Stadium-სა და CyHi the Prynce-ზე.

შეგახსენებთ, რომ დისკის რელიზი დაგეგმილია 11 თებერვალს. 13 თებერვალს კი, ოფიციალური რელიზიდან ერთი დღის შემდეგ, კანიე შოუს Saturday Night Live ესტურმრება.

0_c4393_7c3d25e2_orig

შონ მენდესმა ჯასტინ ბიბერი კვლავ უკან ჩამოიტოვა

მეორე კვირაა შონ მენდესი სინგლების ჩარტის სათავეში იმყოფება ჰიტით „Stiches“. მეორე ადგილზე მყოფი ჯასტინ ბიბერისგან მას 13 ათასი გაყიდული ასლი აშორებს.

მესამე პოზიციაზე საუნდ-პროდიუსერი Jonas Blue იმყოფება, რომელიც ტრეისი ჩეპმენის ძველ ჰიტს „Fast Car“ ასრულებს. 1988 წლის ჰიტმა 2011 წელს ჩარტის სათავეში მოხვედრა მას შემდეგ შეძლო, რაც პროექტში Britain’s Got Talent მისი ქავერ-ვერსია შესრულდა.

დრეიკმა ახალი სიმღერა გამოუშვა

ქსელში დრეიკის ახალი სიმღერის „Summer Sixteen“ პრემიერა შედგა. სიახლე მომღერლის მეოთხე ალბომის „Views from the 6“ ლიდ-სინგლია, რომლის რელიზის თარიღიც არაერთხელ შეიცვალა.  ამჯერად ცნობილია, რომ ალბომი აპრილში გამოვა.

აღსანიშნავია, რომ ალბომში არ შევა ადრე გამოშვებული სიმღერები „0 to 100 / The Catch Up“ და სუპერჰიტი „Hotline Bling“.

ადელი კვლავ პირველია

უკვე მე-13 კვირაა, ადელის „Hello“ ბრიტანული სიმღერების ჩარტს ლიდერობს. მეორე და მესამე ადგილებზე ჯასტინ ბიბერი იმყოფება ჰიტებით „Love Yourself“ და „Sorry“.

საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1. ადელი – „Hello“,

2. ჯასტინ ბიბერი – „Love Yourself“,

3. ჯასტინ ბიბერი – „Sorry“,

4. შონ მენდესი – „Stitches“,

5. Twenty One Pilots — Stressed Out,

6. Coldplay — Adventure Of A Lifetime,

7. ჯასტინ ბიბერი – „What Do You Mean?“,

8. დრეიკი – „Hotline Bling“,

9. Flo Rida — My House,

10.  The Chainsmokers — Roses

Coldplay-მ და ბიონსემ დუეტი წარმოადგინეს (ვიდეო)

Coldplay-მ ბიონსესთან ერთად დუეტზე „Hymn For The Weekend“ გადაღებული კლიპი გამოაქვეყნა. სიმღერა რიგით მეორეა კოლექტივის ალბომიდან „A Head Full of Dreams“, რომელიც 2015 წლის 4 დეკემბერს გამოვიდა. გადაღებები ინდოეთში მიმდინარეობდა.

ვიდეომ უკვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა ეთნიკურ ასპექტში. მიუხედავად ამისა, ინდუსებმა YouTube-ზე დადებითი კომენტარები დატოვეს და ბრიტანული კოლექტივის ნამუშევრით კმაყოფილება გამოთქვეს.

 

კინომსახიობთა გილდიის ჯილდო: ლეონარდო დიკაპრიოს მორიგი წარმატება

ოსკარებამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარი რჩეულები ამერიკის კინომსახიობთა გილდიამაც დაასახელა. გამარჯვებულთა შემადგენლობა მცირედით განსხვავდებოდა „ოქროს გლობუსის“ რჩეულებისგან. რაც მთავარია, ლეონარდო დიკაპრიო სახლში კუთვნილი პრიზით დაბრუნდა ფილმისთვის „გადარჩენილი“. ყველა ნომინაცია კი ასე გამოიყურება:

წლის მსახიობი მამაკაცი – ლეონარდო დიკაპრიო (გადარჩენილი)

1

წლის მსახიობი ქალი – ბრი ლარსონი (ოთახი)

4

წლის მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი – ალისია ვიკანდერი (გოგონა დანიიდან)

5

წლის მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცი – იდრის ელბა (მხეცები არსაიდან)

6

წლის მსახიობი მამაკაცი დრამატულ სერიალში – კევინ სპეისი (ბანქოს სახლი)

7

წლის მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში – ვიოლა დევისი (როგორ ავიცილოთ სასჯელი მკვლელობისთვის)

9

წლის მსახიობი ქალი მინი-სერიალში – ქუინ ლატიფა (ბესი)

8

წლის მსახიობი კაცი მინი-სერიალში – იდრის ელბა (ლუთერი)

6

დრამატული სერიალის საუკეთესო სამსახიობო დასი – „დაუნტონის სააბატო“

downtonSAG_2463894b

კომედიური სერიალის საუკეთესო სამსახიობო დასი – „ნარინჯისფერი სეზონის ჰიტია“

10

წლის მსახიობი მამაკაცი კომედიურ სერიალში – ჯეფრი ტემბორი (ცხადი)

12

წლის მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში – უზო ადუბა (ნარინჯისფერი სეზონის ჰიტია)

11

მარიონ კოტიარმა ბრიტნი სპირსის ჰიტი შეასრულა (ვიდეო)

მარიონ კოტიარი შოუში Popcorn with Peter Travers ამღერდა. გადაცემის წამყვანმა მას თავად მისცა სასურველი ჰიტის არჩევის თავისუფლება, მსახიობმა კი არჩევანი ბრიტნი სპირსის ძველ ჰიტზე Baby One More Time – შეაჩერა.  შედეგით კი დამსწრე აუდიტორია საკმაოდ გაერთო.

პიტერ ტრავერსის სტუდიის სტუმრები სხვადასხვა დროს ცნობილი მსახიობები ყოფილან: კეიტ ბლანშეტი, კვენტინ ტარანტინო, ანტონიო ბანდერასი, ბრი ლარსონი და სხვები.

ანჯელინა ჯოლის არ სურს, რომ შვილები მის კვალს გაყვნენ

ანჯელინა ჯოლი აქტიურად იწვევს შვილებს თავის კინოპროექტებში. მისი ქალიშვილი, ვივიენი „მალეფისენტში“ მონაწილეობს, პაქსმა, ნოქსმა, შაილომ და ზაჰარამ კი „კუნგ-ფუ პანდა 3“-ის გახმოვანებაში მიიღეს მონაწილეობა. თუმცა, ცნობილი ხდება, რომ ენჯის არ სურს, შვილები მის კვალს გაყვნენ

თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში, მსახიობმა ამის შესახებ ისაუბრა: „ძალიან სასიამოვნოა იმის ყურება, რომ ისინი ყველა დავალებას სერიოზულად იღებდნენ. მაგალითად „კუნგ-ფუ პანდა 3“-ის გახმოვანების დროს. თუმცა, მინდა თუ არა ისინი ამ საქმეს გაყვნენ, გეტყვით, რომ არ მინდა. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რომ ძალებს სხვა სფეროში მოსინჯავენ და მსახიობობა უკანასკნელი ვარიანტი იქნება“.

ზეინ მალიკმა სადებიუტო სიმღერა და კლიპი გამოუშვა (ვიდეო)

One Direction-ის ყოფილმა წევრმა, ზეინ მალიკმა, რომელმაც კოლექტივი რამდენიმე თვის წინ სკანდალურად დატოვა, სადებიუტო სოლო სიმღერა წარმოადგინა. თრექი სახელწოდებით „Pillowtalk“ iTunes-ზე გამოქვეყნდა, მოგვიანებთ კი YouTube-ზე კლიპიც გამოჩნდა, სადაც ცნობილი მოდელი, ჯიჯი ჰადიდი მონაწილეობს.

თაყვანისმცემლებმა მალიკის სიახლე დადებითად შეაფასეს. კომენტარებში ბევრმა მათგანმა ისიც დაწერა, რომ სიახლე მთლიანი ჯგუფის დისკოგრაფიას სჯობს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ზეინმა აღიარა, რომ არასოდეს სურდა One Direction-ის წევრი ყოფილიყო.

რიანამ ალბომი მოულოდნელად გამოუშვა

რიანას მერვე სტუდიური ალბომი „Anti“ მოულოდნელად, რამდენიმე საათის წინ გამოვიდა. დისკში 13 სიმღერა შევიდა, რომლის პროდიუსერები თიმბალენდი და Hit-Boy გახდნენ. აღსანიშნავია, რომ ადრე გამოშვებული „FourFiveSeconds“, „Bitch Better Have My Money“ და „American Oxygen“ ალბომში არ შევიდა.

ცნობილი ხდება ისიც, რომ პირველ კვირას დისკის ჩამოტვირთვა სერვის Tidal-დან უფასოდ იქნება შესაძლებელი.

ჯონ სნოუ მკვდარია

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „სამეფო კარის თამაშების“ ყველაზე პოპულარული პერსონაჟი, ჯონ სნოუ მკვდარია, ოფიციალურად დადასტურდა. თაყვანისმცემლები დიდხანს იმედოვნებდნენ, რომ მათი მოლოდინი გამართლდებოდა და სცენარისტებიც მილიონობით ადამიანის თხოვნას გაითვალსიწინებდნენ და ჯონ სნოუს „გააცოცხლებდნენ“.

„რისი თქმაც მინდა არის ის, რომ ჯონ სნოუ მკვდარია! ის მეხუთე სეზონში საბოლოოდ მოკვდა. მესმის, რომ გინდათ იცოდეთ, რა იქნება მეექვსე სეზონში, მაგრამ სერიალის გამოსვლამდე ვერაფერს გეტყვით“, -განაცხადა მსახიობმა კიტ ჰარინგტონმა.

მან ისიც დაამატა, რომ მაყურებელს ურჩევს, მოითმინოს და დაელოდოს მე-6 სეზონს, რომელიც 26 აპრილს გამოვა, მანამდე კი ჰარინგტონის ნახვა ლონდონის თეატრში, სპექტაკლ „ფაუსტის“ პრემიერაზე იქნება შესაძლებელი.

ეიკონმა კლიპი წარმოადგინა (ვიდეო)

ეიკონის YouTube-ის ოფიციალურ არხზე ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის ახალი კლიპის – „Shine the Light“ პრემიერა შედგა.

ვიდეო კოლუმბიის სულით არის გაჟღენთილი და თაყვანისმცემლებმა მალევე აღნიშნეს მუსიკოსის ამ ქვეყნის კულტურისადმი სიყვარული. სიახლე რიგით მეექვსე სინგლია ეიკონის ახალ ალბომში „Stadium“, რომლის გამოსვლაც მიმდინარე წელს იგეგმება.

უიზ ხალიფამ ადელის ჰიტის თავისეული ვერსია წარმოადგინა

უიზ ხალიფამ ადელის ცნობილი ჰიტის – „Hello“ თავისეული ვერსია წარმოადგინა. არტისტმა სიმღერის რამდენიმე სტროფი შეცვალა და ის ბალახის მწეველთა ჰიმნად აქცია. თაყვანისმცემლებმა ის არაერთგვაროვნად შეაფასეს.

შეგახსენებთ, რომ ადელის ჰიტი გასული წლის ოქტომბერში გამოვიდა და მან ყველა წამყვანი ჩარტის დაპყრობა შეძლო.

რიანამ დრეიკთან ერთად დუეტი წარმოადგინა

ქსელში რიანას ახალი სინგლის – „Work“ პრემიერა შედგა, რომელიც მომღერალმა დრეიკთან ერთად ჩაწერა და ის ალბომში „Anti“ შედის.

შეგახსენებთ, რომ დისკი სერვის Tidal-ის მხარდაჭერით გამოდის. ადრე ცნობილი გახდა, რომ მისი პროდიუსერი კანიე უესტი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ეს ინფორმაცია თავად რიანამ უარყო.

შაკირას კლიპი Waka Waka 1 მილიარდმა ადამიანმა ნახა (ვიდეო)

შაკირას ვიდეომ სიმღერაზე Waka Waka შთამბეჭდავ მაჩვენებელს გადააბიჯა – კლიპი YouTube-ზე 1 მილიარდზე მეტმა ადამიანმა ნახა. კოლუმბიელი მომღერალი მესამე ლათინოამერიკელი შემსრულებელი გახდა, რომელმაც მსგავსი რეზულტატი მოიპოვა. აქამდე ეს რეკორდი ბრუნო მარსმა და ენრიკე იგლესიასმა დაამყარეს.

თავად შაკირას არაერთხელ განუცხადებია, რომ ამ კლიპმა მისი ცხოვრება შეცვალა, რადგან სწორედ მის გადაღებებზე გაიცნო მომავალი მეუღლე, ფეხბურთელი ჟერარ პიკე. წყვილს ამჟამად ორი შვილი ჰყავს.

ჯასტინ ბიბერმა და სხვა ვარსკვლავებმა Calvin Klein-თვის გაიხადეს (ფოტოები)

ბრენდმა Calvin Klein ახალი სარეკლამო კამპანია წარმოადგინა, რომლის პირველი კადრები ქსელში ამ დღეებში გამოჩნდა. ჯასტინ ბიბერთან და კენდალ ჯენერთან ერთად, მარკის სახეები კენდრიკ ლამარი, მომღერლები Fetty Wap და ტალია ბარნეტი, მოდელი ები ლი კერშოუ და კორეელი მანეკენი Sung Jin არიან. ტრადიციულად, ობიექტივის წინ თითოეული მათგანი ნახევრად შიშველი პოზირებს.

calvinklein27012016-1

calvinklein27012016-2

დენიელ რედკლიფი გვამს განასახიერებს (ფოტოები)

დენიელ რედკლიფი შავ კომედიაში გამოჩნდება, სადაც საკმაოდ უცნაური და სპეციფიური როლის შესრულება მოუწევს – „პოტერიანას“ ვარსკვლავი ფილმში გვამს განასახიერებს.

სცენარის მიხედვით, პოლ დანოს პერსონაჟი ტყეში გარდაცვლილ მამაკაცს (რედკლიფს) იპოვის, რომელთანაც ის „დამეგობრდება“ და ორივე სიურეალისტურ მოგზაურობას “შეუდგება”.

„არაჩვეულებრივი სცენარია, უჩვეულო და განსაკუთრებული. როდესაც მეორე გვერდის კითხვა დავიწყე, იქ გავიგე, რომ ფილმში მეც ვმონაწილეობდი. ჩემი პერსონაჟი მაყურებელს აიძულებს თავის არაკომფორტულად იგრძნოს“ – განაცხადა რედკლიფმა.

oO8S7fL3ZXo

1240x620-620x310

კანიე უესტმა ალბომს სახელწოდება კვლავ შეუცვალა

კანიე უესტის რიგით მერვე ალბომი თითქმის მზად არის, თუმცა, რეპერმა განაცხადა, რომ დისკს უკვე მეორედ შეუცვალა სახელწოდება. პირველი ვარიანტი „So Help Me God“ იყო, ამის შემდეგ იყო „Swish“, უკანასკნელი ვერსიით კი ალბომს „Waves“ ერქმევა.

ამის შესახებ კანიეს „ტვიტერიდან“ გახდა ცნობილი, სადაც უესტმა დაწერა: „ფირფიტის ახალი სახელწოდებაა – Waves“, კანიემ განახლებული თრექლისტიც წარმოადგინა და დაწერა, რომ ეს არა წლის, არამედ ცხოვრების ალბომია.

0_c413c_69d5ea28_orig

One Direction-მა საკუთარი ისტორია წარმოადგინა (ვიდეო)

One Direction-ის YouTube-ის ოფიციალურ არხზე კოლექტივის ახალი ვიდეოს – „History“ პრემიერა შედგა. კლიპში ჯგუფის ისტორიაა მოთხრობილი და მასში The X Factor 2010-ის კადრებია ჩასმული. შეგახსენებთ, რომ ჯგუფის პოპულარობა სწორედ ამ შოუს უკავშირდება.

სიმღერა რიგით მესამეა კოლექტივის ახალი ალბომიდან „Made in the A.M.“ , რომლის რელიზიც გასული წლის ნოემბერში შედგა. დისკმა ზედიზედ ოთხჯერ შეძლო ბრიტანული ჩარტის დაპყრობა.

ადელმა სატელევიზიო რეკორდი მოხსნა (ვიდეო)

ადელი მორიგი რეკორდების მოხსნას განაგრძობს, თუმცა, ამჯერად სატელევიზიო სფეროში:  გადაცემის The Late Late Show ნაწყვეტი, სადაც ადელი პოპულარული არტისტების სიმღერების ნაწყვეტებს ასრულებს, 56 მილიონმა ადამიანმა ნახა, რაც მორიგ რეკორდს წარმოადგენს.

გადაცემის ფარგლებში ბრიტანელმა მომღერალმა საკუთარი ჰიტები – „Hello“, „Someone Like You“, „All I Ask“ და „Rolling in the Deep“, ასევე  Spice Girls-ის, ნიკი მინაჟისა და სხვა ვარსკვლავების ცნობილი ჰიტები შეასრულა.

დევიდ დუხოვნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

დევიდ დუხოვნის სახელობის ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში გამოჩნდა.  „მადლობა… მე კვლავ დავბრუნდები“, – განაცხადა მსახიობმა გახსნის ცერემონიაზე და მადლობა კოლეგებსა და ძმას გადაუხადა.

მსახიობს პოპულარობა სერიალმა „საიდუმლო მასალები“ მოუტანა, სადაც ის აგენტ ფოქს მალდერს ასახიერებს.

ჯასტინ ბიბერი კვლავ პირველია

ჯასტინ ბიბერი ჩარტებში ლიდერობას განაგრძობს. მიმდინარე კვირას კანადელმა მომღერალმა  Billboard Hot 100-ის პირველი და მეორე ადგილები დაიკავა. უკანასკნელად მსგავსი შედეგი The Weeknd-მა აჩვენა ჰიტებით „Can’t Feel My Face“ და „The Hills“.

რაც შეეხება ამჟამინდელ რეიტინგს, მესამე ადგილზე ადელი იმყოფება ჰიტით „Hello“. ათეულში ასევე იმყოფებიან: შონ მენდესი „Stitches“, სელენა გომესი „Same Old Love“, დრეიკი „Hotline Bling“ და ა.შ.

ჯესი ჯეის ახალი სიმღერა ქსელში მოხვდა

ინტერნეტში ჯესი ჯეის ახალი სიმღერა „Grease (Is the Word)“ უცნობი გზით მოხვდა. სიახლე ამერიკული მიუზიკლის – „Grease: Live!“ საუნდტრეკი გახდება, რომლის პრემიერაც 31 იანვარს შედგება.

შეგახსენებთ, რომ მომღერალმა მსოფლიო პოპულარობა 2010 წელს ჰიტით „Do It like a Dude“ მოიპოვა. მას შემდეგ ჯესი ჯეიმ რამდენიმე ჰიტი გამოუშვა. თითოეული მათგანი ბრიტანული ჩარტის ტოპ-5-ეულში მოხვდა.

რიანამ ალბომის ჩაწერა დაასრულა

რიანამ რიგით მერვე ალბომზე, სახელწოდებით „ANTI“ მუშაობა დაასურლა. „მისია შესრულებულია!“ – დაწერა მუსიკალურმა პროდიუსერმა კუკ ჰარელმა ფოტოზე, რომელიც მან „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.

მოგვიანებით კი თავად რიანამ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც Dolce & Gabbana-ს 8,895 დოლარიან ყურსასმენებში მუსიკას უსმენს.

 

0_c410b_dba8cc2b_orig

რიჩარდ გირი და ჯულია რობერტსი „ლამაზმანის“ გაგრძელებაში გამოჩნდებიან

„ლამაზმანის“ ეკრანებზე გამოსვლის მომენტიდან 25 წელზე მეტი გავიდა. ამ დროის განმავლობაში თაყვანისმცემლები იმედს არ კარგავდნენ, რომ ოდესმე გაიგებდნენ, როგორ განვითარდა ვივიენისა და ედვარდის სიყვარულის ისტორია.

ამ დღეებში, რიჩარდ გირმა თაყვანისმცემლებს მოუწოდა, „ლამაზმანის“გაგრძელების მოწოდებაში მონაწილეობა მიიღონ. მსახიობის თქმით თუ განაცხადი მილიონ „ლაიქს“ მოაგროვებს, გაგრძელების გადაღება სრულიად შესაძლებელი გახდება.
შეგახსენებთ, რომ ფილმის პირველი და ამ დროისთვის ერთადერთი ვერსია 1990 წელს გამოვიდა.

„სამეფო კარის თამაშების“ ერთდროულად სამი თიზერი ქსელში გამოჩნდა (ვიდეო)

„სამეფო კარის თამაშების“ მომდევნო სეზონი ეთერში 24 აპრილს გამოვა. ინტერესი მატულობს, ამიტომ არხმა HBO მის გასამძაფრებლად ერთდროულად სამი თიზერი გამოაქვეყნა.

თითოეულ ვიდეოში შესაძლებელია გარკვეული მინიშნებების ამოცნობა, რომლებსაც მაყურებლები მე-6 სეზონში იხილავენ.

ახალ ალბომს ბიონსე მას შემდეგ გამოუშვებს, რაც ადელის პოპულარობა დაიკლებს

ბიონსე პირველობას არის მიჩვეული. მომღერლის განცხადებით, მომდევნო ალბომს ის მას შემდეგ გამოუშვებს, რაც ადელის ალბომის – „25“ გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი ჩაწყნარდება. როგორც მომღერალმა განაცხადა, ერთადერთი, რაც მას ახალი მასალის გამოშვებაში ხელს უშლის, ეს ადელია, რომელზეც ჯერ კიდევ ბევრს საუბრობენ.

„ბიონსე ვერ წარმოიდგენდა, რომ ბრიტანელი მომღერლის ახალი ნამუშევარი ასეთი პოპულარული გახდებოდა. რომ არა „25“, ის მზად არის დისკი დღესვე გამოუშვას, მაგრამ ის ვერასოდეს შეეგუება, რომ სხვამ გადაფაროს“ – აცხადებს ბიონსესთან დაახლოებული პირი.

უკანასკნელი ფირფიტა 2013 წელს ყოველგვარი ანონსის გარეშე გამოვიდა. 24 საათში ალბომის ნახევარი მილიონი ერთეული გაიყიდა. ჯამში კი, მისმა ტირაჟმა 5 მილიონს გადააჭარბა.

შონ მენდესმა ჯასტინ ბიბერს პირველობა წაართვა (ვიდეო)

შონ მენდესის სინგლმა „Stiches“, 1,5 ათასი გაყიდული ერთეულით უკან ჯასტინ ბიბერის „Love Yourself“ მოიტოვა, რომელიც 6 კვირის მანძილზე პირველობას არავის უთმობდა. ბიბერის დანარცენი ჰიტები „Sorry“ და „What Do You Mean“ მე-3 და მე-4 ადგილებს იკავებენ.

ბრიტანული ჩარტის საუკეთესო ათეულში ასევე მოხვდნენ: One Direction — „History“, ადელი – „Hello“, Major Lazer — „Light It Up“ და ა.შ.

 

ტიესტომ ახალი კლიპი გამოუშვა (ვიდეო)

პოპულარული ჰოლანდიელის დიჯეის, ტიესტოს ოფიციალურ YouTube-არხზე მისი ახალი კლიპის „The Right Song“ პრემიერა შედგა. ცნობილია, რომ სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა ასევე მიიღეს დიჯეი ოლივერ ჰელდენსანმა და მომღერალმა ნატალი ლა როუზმა.

ეს დამოუკიდებელი სიმღერაა და ის არცერთი ზემოთხსენებული არტისტის ალბომში ჯერ-ჯერობით არ შედის.

სტივენ ტაილერმა ახალი სიმღერა გამოუშვა

სტივენ ტაილერის უკანასკნელი სინგლის გამოსვლიდან 6 თვის შემდეგ, ქსელში მუსიკოსის ახალი ნამუშევარი – „Red, white and you“ გამოჩნდა. სიახლემ თაყვანისმცემლების მოწონება დაიმსახურა.

ტაილერმა ახალი ალბომიც დააანონსა და განაცხადა, რომ დისკი, რომლის სახელწოდებაც ამ დროისთვის უცნობია, 2016 წლის პირველ ნახევარში გამოვა.

 

მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი ოფიციალურად დაინიშნენ

რამდენიმე დღის წინ, არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი დაინიშნენ, მხოლოდ ახლა დადასტურდა. 23 წლის მომღერალი და 25 წლის მსახიობი ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებენ.

„ისინი ცდილობდნენ ცნობისმოყვარე ჟურნალისტებს დამალვოდნენ, თუმცა, სანამ ნიშნობამდე მივიდოდნენ, დიდხანს იყვნენ ერთად. მაილი უზომოდ ბედნიერია ამ ფაქტის გამო“, – განაცხადა წყვილის მეგობარმა.

Pet Shop Boys-მა ახალი სიმღერა წარმოადგინა

Pet Shop Boys-მა ახალი სიმღერა „Inner Sanctum“ წარმოადგინა. სიახლე მუსიკოსების მე-13 სტუდიური ალბომის „Super“ ლიდ-სინგლია და მისი რელიზის თარიღი 1 აპრილს შედგება.

შეგახსენებთ, რომ Pet Shop Boys-ის უკანასკნელი ალბომი „UK Albums Chart“ გაყიდვაში 2013 წლის ივნისში გამოვიდა და დიდი ბრიტანეთის ალბომების ჩარტში მესამე პოზიციამდეც ავიდა.

 

 

მაილი საირუსმა და ტრევის სკოტმა კანიე უესტის სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს

ინტერნეტში კანიე უესტის თრექის „Black Skinhead“ დემო-ვერსია გამოჩნდა. ნამუშევარში მარტივად ამოიცნობთ მაილი საირუსისა და რეპერ ტრევის სკოტის ხმას.

შეგახსენებთ,  რომ სიმღერის ორიგინალი კანიეს ალბომში „Yeezus“ შედის, რომელიც 2013 წლის 18 ივნისს გამოვიდა. დისკი, რომელიც რიგით მეხუთე იყო რეპერის შემოქმედებაში,  Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოხვდა.

 

 

 

სიამ ახალი სიმღერა წარმოადგინა

სიას YouTube-ის ოფიციალურ არხზე მისი ახალი ნამუშევრის – „Unstoppable“ პრემიერა შედგა. სიმღერის ავტორები თავად მომღერალი და ახალგაზრდა ბრიტანელი პროდიუსერი კრის ბრააიდი არიან, რომელმაც სიას უკანასკნელ დისკზე „1000 Forms of Fear“ იმუშავა.

რაც შეეხება ახალ ნამუშევარს, ის მომღერლის მეშვიდე სტუდიურ ალბომში „This Is Acting“ შედის, რომლის რელიზიც 29 იანვარს შედგება.

 

„თვითმკვლელთა რაზმის“ პირველი ოფიციალური თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

რამდენიმე დღის წინ ქსელში „თვითმკვლელთა რაზმის“ პირველი ოფიციალური თრეილერი გამოქვეყნდა. ვიდეოს ფონად Queen–ის საკულტო Bohemian Rhapsody ადევს, რაც მას ერთიორად განუმეორებელს ხდის.

შეგახსენებთ, რომ ფილმში ჯარედ ლეტო, მარგო რობი, უილ სმიტი და სხვა ვარსკვლავები მონაწილეობენ. „თვითმკვლელთა რაზმის“ პრემიერა 5 აგვისტოს შედგება.

ჯენიფერ ლოურენსი ფიდელ კასტროს საყვარელ ქალს განასახიერებს

ჯენიფერ ლოურენსი ფილმში „ძვირფასო ფიდელ“ კასტროს საყვარელ ქალს, მარიტა ლორენცს განასახიერებს.  ფილმის იდეის ავტორი ერიკ უონერ სინგერი იქნება, რომელსაც  ფილმის „ამერიკული აფიორა“ სცენარი ეკუთვნის.

პროექტში სხვა მონაწილეების ვინაობა ამჟამად უცნობია. ცნობილია, რომ სინგერი სცენარზე თვეების განმავლობაში მუშაობდა.

ჯასტინ ბიბერმა ახალი სიმღერა გამოაქვეყნა (აუდიო)

ჯასტინ ბიბერმა YouTube-ზე აქამდე უცნობი სიმღერა „I’ll Be There“ გამოაქვეყნა. ცნობილი ხდება, რომ სიმღერა მისი ახალი დისკისთვის „Purpose“ ჩაიწერა, თუმცა საფინალო თრექლისტში არ მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ბიბერის ალბომმა Billboard 200-ის სათავეში მოხვედრა მოახერხა. ის შეიცავს ჰიტებს „What Do You Mean“ და „Sorry“.

 

ადელის კლიპმა მორიგი რეკორდი დაამყარა

ადელის კლიპმა „Hello“ პორტალ VEVO-ზე 1 მილიარდი ნახვა მოაგროვა. მსგავსი რეზულტატის მოსაპოვებლად ბრიტანელ  მომღერალს მხოლოდ 88 დღე დასჭირდა, შედარებისთვის, Psy-ს „Gangnam Style“-მა მილიარდი ნახვა 159 დღეში მოაგროვა.

ნახვების რაოდენობით მესამე ადგილზე უიზ ხალიფას „See You Again“ იმყოფება. მას ტეილორ სვიფტის „Blank Space“ და Major Lazer-ის „Lean On“ მოჰყვება.

„გრემიზე“ გამომსვლელთა ვინაობა ცნობილია

„გრემის“ დაჯილდოების ცერემონია 15 თებერვალს გაიმართება. ცოტა ხნის წინ კი საღამოზე გამომსვლელთა ვინაობა გამოქვეყნდა:  რიგით 58-ე ცერემონიაზე კენდირკ ლამარი და The Weeknd იმღერებენ, რომლებმაც 2015 წელს ყველაზე მეტი ნომინაცია მიიღეს. სარამოზე ასევე გამოვლენ ადელი, ლაიონელ რიჩი და Little Big Town.

არაოფიციალური ინფორმაციით „გრემიზე“ ლედი გაგას და რიანასაც ელოდებიან. სხვა არტისტების სახელი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„საიდუმლო მასალების“ მიხედვით სრულმეტრაჟიან ფილმს გადაიღებენ

„საიდუმლო მასალების“ შემქმნელმა, კრის კარტერმა განაცხადა, რომ მზად არის სერიალი სრულმეტრაჟიან ფილმად აქციოს. მისი თქმით ყველაფერი მზად არის და ის მხოლოდ ტელეარხ  Fox-გან თანხმობას ლოდება.

შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონის ექვსი სერიის ჩვენება ჯილიან ანდერსონისა და დევიდ დუხოვნის მონაწილეობით 2016 წლის 24 იანვარს შედგება.

„შერლოკის“ მომდევნო სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია

„შერლოკის“ საშობაო ვერსიის შემდეგ, სერიალის მომდევნო სეზონის რელიზის თარიღი გახდა ცნობილი. კომპანია PBS-ის დირექტორის, პოლა კერგერის განცხადებით, ახალ სეზონს 2017 წელზე ადრე ვერ ვიხილავთ.

„ახალი სერიები დღვანდელი დღიდან ერთ წელიწადში გამოვა. მეოთხე სეზონი, ისევე, როგორც მისი წინამორბედები, სამ სერიას მოიცავს. გადაღებები აპრილში დაიწყება“, – განაცხადა პოლამ.

სერიების სიუჟეტი მკაცრად გასაიდუმლოებულია.

 

ძველი ალბომების გაყიდვებმა ახლებს გადააჭარბა

აშშ-ში უჩვეულო ისტორიული მოვლენა დაფიქსირდა: როგორც Nielsen Soundscan-ის სტატისტიკა აჩვენებს, 2015 წელი გახდა პირველი, როდესაც ძველი ალბომების გაყიდვებმა ახალგამოსულებს გადააჭარბა. შედარებისთვის, გასულ წელს 71,2 მილიონი რელიზი გაიყიდა, რომლებიც 18 თვის წინ გამოვიდა, მაშინ, როდესაც ახლების მაჩვენებელი 65,8 მილიონი ერთეული იყო.  განსხვავება ახალ და ძველ დისკებს შორის, 150 მილიონი ასლი იყო.

აღსანიშნავია, რომ ყველა ეს მაჩვენებელი ფიზიკურად გამოსულ ალბომებს შეეხება.  ციფრულ სეგმენტში სხვაგვარი მაჩვენებელია: 2015 წელს 52,2 ახალი და 50,9 ძველი დისკი გაიყიდა.

ჯასტინ ბიბერი Billboard Hot 100-ის სათავეს არ თმობს

კანადელი მომღერალი, ჯასტინ ბიბერი Billboard Hot 100-ის სათავეს არ თმობს. მისი თრექი „Sorry“ კვლავ ცნობილი ჩარტის პირველ პოზიციაზე იმყოფება. რეიტინგის მეორე პოზიციაზე  ადელი იმყოფება ჰიტით „Hello“, სამეულს კი კვლავ ბიბერი ხურავს ჰიტით „Love Yourself“.

ათეულში ასევე იმყოფებიან: დრეიკი „Hotline Bling“, მეგან ტრეინორი „Like I’m Gonna Lose You“, სელენა გომესი „Same Old Love“ და ა.შ.

ჯგუფი Coldplay „ღვთაებრივ გენიოსად“ დასახელდა

17 თებერვალს პრემია NME Awards გაიმართება, თუმცა მისი ერთ-ერთი გამარჯვებული უკვე ცნობილია. საკულტო ბრიტანულმა ჟურნალმა გადაწყვიტა ნომინაცია „ღვთაებრივი გენიოსი“ ჯგუფ Coldplay-ს გადასცეს.

„ძალიან კარგია მსგავსი წოდების მიღება NME-გან. ჩვენთვის ეს დიდი პატივია, რადგან ჟურნალმა საკმოად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენს პოპულარობაში. მახსოვს, როგორ გამოჩნდა მასში ჩვენზე სიახლე და როგორ გვიხაროდა ყველას. დიდი მადლობა, NME-ს!“, – განაცხადა კოლექტივის ფრონტმენმა კრის მარტინმა.

ერთი ნაბიჯით ახლოს „ოსკართან“ – დიკაპრიო Critics’ Choice Movie Awards-ის მფლობელი გახდა

ლოს-ანჯელესში  Critics’ Choice Movie Awards 2016-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ცერემონიის ფავორიტი „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“ გახდა, „წლის ფილმად“ კი „ყურადღების ცენტრში“ დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებულების ვინაობა  „ოქროს გლობუსისგან“ მკვეთრად განსხვავდებოდა, ლეონრადო დიკაპრიო აქაც „წლის მსახიობი მამაკაცი“ გახდა, თუმცა საღამოზე დასწრება მან გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ მოახერხა.

awards18012016-1

awards18012016-13

awards18012016-15

awards18012016-16

awards18012016-17

awards18012016-22

საღამოზე განსაკუთრებული გაოცება კრისტიან ბეილისა და ადამ მაკკეის საქციელმა გამოიქვია. ნომინაციაში „საუკეთესო კომედიური მსახიობი“ გამარჯვების შემდეგ, რეჟისორმა მას მოულოდნელად ტუჩებში აკოცა.

9ed6ecb8_CB1.xxxlarge

731a7a6c_CB3.xxxlarge

გამარჯვებულთა სრული სია ასე გამოიყურება:

საუკეთესო ფილმი – „ყურადღების ცენტრში“

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ლეონარდო დიკაპრიო

საუკეთესო მსახიობი ქალი – ბრი ლარსონი

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი – სილვესტერ სტალონე

awards18012016-20

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი – ალისია ვიკანდერი

საუკეთესო რეჟისორი – ჯორჯ მილერი („შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“)

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები – „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“

საუკეთესო კოსტიუმები – „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“

საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობები – „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“

საუკეთესო უცხოური ფილმი – „საულის შვილი“

საუკეთესო ანიმაციური ფილმი – „თავსატეხი“

საუკეთესო ექშენ-პროექტი – „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი კომედიურ ჟანრში – კრისტიან ბეილი

awards18012016-18

საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ ჟანრში – ემი შუმერი

საუკეთესო სიმღერა – See You Again („ფორსაჟი 7“)

საუკეთესო მუსიკა – ენიო მორიკონე („საძულველი რვა“)

საუკეთესო რეალითი-შოუ – „ახალი ხმა“

 

რიანა „სუპერ-ბოულისა“ და „გრემის“ სარეკლამო რგოლში გამოჩნდა (ვიდეო)

ბარბადოსელი ლამაზმანი, რიანა, „სუპერ-ბოულისა“ და „გრემის“ სარეკლამო რგოლში გამოჩნდა. 40 წამიან ვიდეოში ის სტივენ კოლბერტთან და სპორტულ კომენტატორებთან, ჯიმ ნანცთან, ჯეიმს ბრაუნთან და ფილ სიმონსთან ერთად ჩნდება, რომლებიც მონეტის აგდებით გამოავლენენ, რომ პირველად „სუპერ-ბოულის“ თამაშს უნდა დაესწრონ.

რიგით 50-ე „სუპერ-ბოული“ 7 თებერვალს გაიმართება. საღამოს მუსიკალურად ბიონსე და Coldplay გააფორმებენ. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის შემდეგ, 15 თებერვალს კი „გრემის“ დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება.

 

rihanna18012016-1

rihanna18012016-2

rihanna18012016-3

rihanna18012016-4

დევიდ ბოუიმ ადელს პირველობა წაართვა

დევიდ ბოუის ალბომი „Blackstar“ Billboard 200-ის პირველ ადგილზე განთავსდა. საკულტო ბრიტანელმა მუსიკოსმა, ადელი თავისი ახალი დისკით „25“ მეორე ადგილზე გადაინაცვლა, რომელიც ბოლო 7 კვირა პირველობას არავის უთმობდა.

აღსანიშნავია, რომ ბოუისთვის ეს ჩარტის ერთადერთი პოზიცია არ არის, მისი საუკეთესო ჰიტების კრებული „Best Of Bowie“ მეოთხე ადგილზე იმყოფება.

საუკეთესო ათეულში ასევე იმყოფებიან: ადელი – „25“, The Weeknd – “Beauty Behind the Madness”, ჯასტინ ბიბერი – „Purpose“ და ა.შ.

ტაინი ტემპამ ახალი კლიპი წარმოადგინა (ვიდეო)

ბრიტანელმა რეპერმა, ტაინი ტემპამ სიმღერაზე „Look at Me“ ახალი კლიპი წარმოადგინა. შავ-თეთრი ვიდეო კრიტიკოსებმა ფსიქოლოგიურ თრილერად უფრო შეაფასეს, ვიდრე მუსიკალურ კლიპად.

სიმღერა „Look at Me“, რეპერის  მეოთხე ალბომში „Junk Food“ შევა, რომელიც გასული წლის დეკემბერში გამოვიდა.

Macklemore & Ryan Lewis-მა მეორე ალბომის დეტალები გაამხილეს

Macklemore & Ryan Lewis-მა მეორე ალბომის დეტალები გაამხილეს. დისკის სახელწოდება „This Unruly Mess I’ve Made“ იქნება და გაყიდვაში ის 26 თებერვალს გამოვა.  ალბომის მხარდასაჭერად  უკვე გამოსულია სიმღერა „Downtown“, რომელიც ამერიკული ჩარტის მე-12, ხოლო ბრიტანულიჩარტი მე-11 ადგილამდე ავიდა.

ამ დროისთვის ქსელში ახალი ფირფიტის თრეილერი და გარეკანია წარმოდგენილი.

 

0_c3a7a_453ea99a_orig

BRIT Awards 2016 – ადელი, One Direction და სხვა ნომინანტები

ცოტა ხნის წინ ბრიტანული მუსიკალური პრემიის, BRIT Awards 2016-ის ნომინანტები გამოვლინდნენ. არავის გაკვირვებია, როდესაც ნომინაციების მხრივ ლიდერი ადელი გახდა – მომღერალი ოთხ კატეგორიაზეა წარდგენილი. ნომინანტებს შორის ასევე არიან – კელვინ ჰარისი, ჯასტინ ბიბერი, ელი გოლდინგი, One Direction, ედ შირანი, სემ სმიტი, ჯეიმს ბეი, ემი უაინჰაუსი და სხვები.

შეგახსენებთ, რომ BRIT Awards – პრემია „გრემის“ ბრიტანული ანალოგია, ის ყოველწლიურად ლონდონში ტარდება და პოპ-მუსიკის საუკეთესო წარმომადგენლებს ავლენს. პრემია ფონოგრამების ბრიტანულმა მწარმოებელმა ორგანიზაციამ 1977 წელს დააარსა.

ნომინანტების სრული სია კი ასე გამოიყურება:

 

ბრიტანელი მომღერალი მამაკაცი

Aphex Twin

კელვინ ჰარისი

ჯეიმს ბეი

მარკ რონსონი

Jamie XX

 

ბრიტანელი მომღერალი ქალი

ადელი

ემი უაინჰაუსი

ჯეს გლინი

ლაურა მარლინგი

Florence + the Machine

brit15012016-6

ბრიტანული ჯგუფი

Blur

Coldplay

Foals

One Direction

Years & Years

brit15012016-5

ბრიტანული სინგლი

ადელი – Hello

კელვინ ჰარისი, Disciples – How Deep Is Your Love

ედ შირანი & Rudimental – Bloodstream

ელი გოლდინგი – Love Me Like You Do

ჯეიმს ბეი – Hold Back The River

ჯეს გლინი – Hold My Hand

Little Mix – Black Magic

Olly Murs ft. დემი ლოვატო – Up

ფილიპ ჯორჯი – Wish You Were Mine

Years & Years – King

 

ბრიტანული ალბომი

ადელი – 25

Coldplay – A Head Full of Dreams

Florence + the Machine – How Big, How Blue, How Beautiful

ჯეიმს ბეი – Chaos and the Calm

Jamie XX – In Colour

11821090_429270890608218_360453064_n-1021x580

წლის ბრიტანული ვიდეო

ადელი – Hello

კელვინ ჰარისი & Disciples – How Deep Is Your Love

ედ შირანი – Photograph

ელი გოლდინგი – Love Me Like You Do

ჯესი ჯეი – Flashlight

Little Mix – Black Magic

Naughty Boy ft. ბიონსე & Arrow Benjamin – Runnin’ (Lose It All)

One Direction – Drag Me Down

სემ სმიტი – Writing’s On The Wall

Years & Years – King

 

საერთაშორისო მომღერალი მამაკაცი

დრეიკი

Father John Misty

ჯასტინ ბიბერი

კენდრიკ ლამარი

The Weeknd

SCOTTSDALE, AZ - JANUARY 31: Drake performs at W Scottsdale on January 31, 2015 in Scottsdale, Arizona. (Photo by Noel Vasquez/Getty Images for Hennessy)

საერთაშორისო მომღერალი ქალი

არიანა გრანდე

ბიორკი

კორტნი ბარნეტი

ლანა დელ რეი

მეგან ტრეინორი

 

საერთაშორისო ჯგუფი

Alabama Shakes

Eagles of Death Metal

Major Lazer

Tame Impala

U2

brit15012016-1

ელი გოლდინგმა შავ-თეთრი ავტობიოგრაფიული კლიპი წარმოადგინა (ვიდეო)

პოპულარულმა ბრიტანელმა პოპ-მომღერალმა, ელი გოლდინგმა სიმღერაზე „Army“ კლიპი გამოუშვა.  შავ-თეთრი ვიდეო მომღერლის საშინაო ჩანაწერებისა და საკონცერტი გამოსვლების ნაზავია და ის ერთგვარად ავტობიოგრაფიულ კლიპს წარმოადგენს.

სიმღერა „Army“ რიგით მეორე სინგლია ალბომში „Delirium“, რომელიც გასული წლის 6 ნოემბერს გამოვიდა.

არაიანა გრანდე Viva Glam-ის სარეკლამო რგოლში გამოჩნდა (ვიდეო)

არიანა გრანდე კოსმეტიკური ხაზის – „Viva Glam“ სარეკლამო რგოლში გამოჩნდა. ახალგზარდა მომღერალი უკვე რამდენიმე თვეა აღნიშნული ბრენდის სახეა. 30 წამიანმა ვიდეომ, რომელიც YouTube-ზე გამოქვეყნდა, რამდენიმე საათში 13 ათასზე მეტი ნახვა და 1200-ზე მეტი მოწონება დაიმსახურა.

 

რაც შეეხება არიანას კარიერას, ის გაჩერებას არც აქ აპირებს: გასული წლის ბოლოს მომღერალმა საკმაოდ წარმატებული სინგლი „Focus“ და მასზე გადაღებული კლიპი  გამოუშვა. გრანდეს ახალი ალბომის პრეზენტაცია კი, სადაც ზემოთხსენებული სიმღერა ლიდ-სინგლი იქნება, მიმდინარე წელს იგეგმება.

Wyclef Jean მხარს ზაზა ფაჩულიას უჭერს (ვიდეო)

რამდენიმე საათის წინ, ბერამ თავის ფეისბუქ-გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მისი მეგობარი, მუსიკოსი Wyclef Jean, მხარს ზაზა ფაჩულიას უჭერს, რომელსაც All Star-ში მოხვედრის შანსი აქვს.

ვიდეოს უმოკლეს დროში ზაზას გულშემატკივრების საკმაოდ დიდი მოწონება და კომენტარი მოჰყვა.

 

 

“ოსკარი 2016“ – ნომინანტების სრული სია

რამდენიმე საათის წინ, სემიუელ გოულდუინის თეატრში „ოსკარის“ ნომინანტთა სრული სია გამოქვეყნდა. ეს საპატიო მისია წილად მსახიობ ჯონ კრასინსკისა და რეჟისორებს – გილერმო დელ ტოროსა და ენგ ლის ხვდათ წილად, რომლებიც თეატრის სცენაზე ტრადიციულად ამერიკის კინოხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის პრეზიდენტთან, შერილ ბუნ აიზეკსთან ერთად გამოვიდნენ.

 

„საუკეთესო ფილმის“ წოდებისთვის იბრძოლებენ:

„ყურადღების ცენტრში“ (Spotlight)

„დიდი შემცირება“ (The Big Short)

„გადარჩენილი“ (The Revenant)

„შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“ (Mad Max: Fury Road)

„მარსიანელი“ (The Martian)

„ჯაშუშების ხიდი“ (The Bridge of Spies)

„ოთახი“(The Room)

„ბრუკლინი“ (Brooklyn)

nominant14012016-2

საუკეთესო რეჟისორი

ტომ მაკარტი – (Spotlight)

ადამ მაკკეი – (The Big Short)

ჯორჯ მილერი – (Mad Max: Fury Road)

ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ – (The Revenant)

ლეონარს აბრაჰანსონი – (Room)

 

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი

ბრაიან კრენსტონი – „თრამბო“

ლეონარდო დიკაპრიო – „გადარჩენილი“

მეტ დეიმონი – „მარსიანელი“

მაიკლ ფასბენდერი – „სტიბ ჯობსი“

ედი რეიდმეინი – „ გოგონა დანიიდან“

nominant14012016-3

საუკეთესო მსახიობი ქალი

კეიტ ბლანშეტი – „კეროლი“

ბრი ლარსონი – „ოთახი“

ჯენიფერ ლოურენსი – „ჯოი“

შარლოტა რემპლინგი – „45 წელი“

სირშა რონანი – „ბრუკლინი“

nominant14012016-13

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი

კრისტიან ბეილი – „დიდი შემცირება“

ტომ ჰარდი – „გადარჩენილი“

მარკ რუფალო – „ყურადღების ცენტრში“

მარკ რაილენსი – „ჯაშუშების ხიდი“

სილვესტერ სტალონე -„როკი: მემკვიდრეობა“

nominant14012016-4

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი

ჯენიფერ ჯეი ლი – „საძულველი რვა“

რუნი მარა – „კეროლი“

რეიჩელ მაკადამსი – „ყურადღების ცენტრში“

ალისია ვიკანდერი – „გოგონა დანიიდან“

კეიტ უინსლეტი – „სტივ ჯობსი“

nominant14012016-5

საუკეთესო მუსიკა

კარტერი ბერუელი – „კეროლი“

ენიო მორიკონე – „საძულველი რვა“

ჯონ უილიამსი – „ვარსკვლავური ომები: ძალების გამოღვიძება“

ტომას ნიუმენი – „ჯაშუშების ხიდი“

იოჰან იოჰანსონი – „მკვლელი“

 

საუკეთესო ანიმაციური ფილმი

„ანომალიზა“

„თავსატეხი“

„ცხვარი „შონი“

„ბიჭუნა და სამყარო“

„მოგონებები მარნის შესახებ“

nominant14012016-15

საუკეთესო სიმღერა

Earned It – „გრეის ორმოცდაათი ელფერი“, The Weeknd

Simple Song #3 – „ახალგაზრდობა“, დევიდ ლენგი

Til It Happens To You –  The Hunting Ground, ლედი გაგა

Writing’s on the Wall – “007: სპექტრი”, სემ სმიტი

Manta Ray – “რბოლა გადარჩენაზე”, J. Raiph & Anthony

 

საუკეთესო უცხოური ფილმი

„მუსტანგი“, საფრანგეთი

„სიამაყე“, იორდანია

„საულის შვილი“, უნგრეთი

„ომი“, დანია

Embrace of The Serpent, კოლუმბია

nominant14012016-26

„ოსკარის“ 88-ე ცერემონია 28 თებერვალს Dolby Theatre-ში გაიმართება. საღამოს წამყვანი კომიკოსი კრის როკი იქნება.

oscars314012016-1

ტილდა სუიტონი დევიდ ბოუის განასახიერებს

დასავლური ტაბლოიდების ცნობით, დევიდ ბოუის ცხოვრების შესახებ გადაღებულ ფილმში მთავარ როლს მსახიობი ტილდა სუიტონი შეასრულებს. გადაღებების დაწყების თარიღი უცნობია.

ამ დროისთვის თავად მსახიობის კომენტარი ამ ყველაფრის თაობაზე უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ სუიტონის შთაგონების წყარო ყოველთვის სწორედ ბოუი იყო.

12 წლის შემდეგ „მეგობრები“ ეკრანებს უბრუნდებიან

სერიალ „მეგობრების“ მრავალმილიონიან თაყვანისმცემლებს სასიხარულო ამბავი ელით: სულ მალე მსახიობები ძველი შემადგენლობით გადასაღებ მოედანზე შეიკრიბებიან. რეიჩელი (ჯენიფერ ენისტონი), როსი (დევიდ შვიმერი), მონიკა (კორტნი კოქსი), ჩედლერი (მეთიუ პერი), ჯოუი (მეთ ლებლანი) და ფიბი (ლიზა კუდროუ) სპეციალური ეპიზოდის გადაღებებში მიიღებენ მონაწილეობას, რომელსაც ტელეარხი NBC 21 თებერვალს უჩვენებს.

2 საათიანი სერია რეჟისორ ჯეიმს ბეროუზს მიეძღვნება, როემლმაც ჯამში 15 ეპიზოდი გადაიღო.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული სერიალი 1994 წლიდან 2004 წლამდე, NBC-ს ეთერში გადიოდა. პირველი ეპიზოდი 22-მა მილიონმა ადამინმა ნახა, ხოლო უკანასკნელი, მარტო აშშ-ში – 50 მილიონზე მეტმა. სერიალმა 6 პრემია „ემი“ დაიმსახურა, ჯენიფერ ენისტონმა კი რეიჩელის როლისთვის – „ოქროს გლობუსი“.

moments06022015-18

 

One Direction დაშლას კატეგორიულად უარყოფს

ბოლო დღეებში One Direction-ის გარშემო ჭორები არ ცხრება. ჯგუფთან დაახლოებული წყაროს ცნობით, კოლექტივმა არა დროებით შესვენება, არამედ სრულად დაშლა გადაწყვიტა. თუმცა, მოგვიანებით ეს ინფორმაცია ბოი-ბენდის წარმომადგენლებმა კატეგორიულად  უარყვეს.

ამ დროისთვის მისი წევრების სოლო-გეგმებზე ცოტა რამ არის ცნობილი: ლიამ პეინი სულ მალე პირველ სინგლს გამოუშვებს, ასევე სოლო-ალბომზე მუშაობს ჰარი სტაილზიც, ამ დღეებში მის სახელზე რვა ახალი კომპოზიცია დარეგისტრირდა.

ვიქტორია ბექჰემი შესაძლოა Spice Girls-ში დაბრუნდეს

ვიქტორია ბექჰემი Spice Girls-ში დაბრუნების ვარიანტს განიხილავს. 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტზე შესაძლოა ექს-სპაისელი, რომელიც ამ საკითხს ყოველთვის გაურბოდა, გამოვიდეს.  თუმცა, მისი თქმით, სურს, ოჯახს უფრო მეტი დრო დაუთმოს, ამიტომ მხოლოდ მათი ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმავს გამოსვლებს ჯგუფთან ერთად.

„ვიქტორიამ ძალიან ბევრი იფიქრა ამ საკითხზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში კი მას ოჯახი დაეხმარა“, – აცხადებს ინსაიდერი.

კრისტინა აგილერა ახალ ალბომზე მუშაობს

ცოტა ხნის წინ, მომღერალმა კრისტინა აგილერამ „ინსტაგრამზე“  ხმისჩამწერ სტუდიაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. მისმა თაყვანისმცემლებმა კი ეს ყველაფერი ახალ ალბომზე მუშაობად შეაფასეს.

უკანასკნელად, დისკის შესახებ აგილერამ 2014 წელს ისაუბრა, მაშინ მისი სურვილი იყო, მასალა ფარელ უილიამსთან ერთად ჩაეწერა. ცოტა ხნის მერე კი ინტერვიუში მომღერალმა კელი კლარკსონთან თანამშრომლობაც არ გამორიცხა.

შეგახსენებთ, რომ კრისტინა აგილერას უკანასკნელი ფირფიტა 2012 წელს გამოვიდა.

„გრეის ორმოცდაათი ელფერი“ – „ოქროს ჟოლოს“ მთავარი პრეტენდენტი

„ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო ფილმების გამოვლენის შემდეგ, ამერიკელებმა წლის ყველაზე ცუდი ნამუშევრის დასახელება გადაწყვიტეს.

ცნობილი გახდა „ოქროს ჟოლოს“ ნომინანტები, რომელთა შორის ერიკა ლეონარდ ჯეიმსის რომანის, „გრეის ორმოცდაათი ელფერის“ ეკრანიზაცია ლიდერობს. მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები – დაკოტა ჯონსონი და ჯეიმი დორნანი კი „ყველაზე ცუდი მსახიობი ქალისა და მამაკაცის“ კატეგორიებზე არიან წარდგენილნი, ხოლო ფილმის რეჟისორმა, სემ-ტეილორ ჯონსონმა, შესაძლოა, „ყველაზე ცუდი რეჟისორის“ წოდება მოიპოვოს.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ჟოლოს“ გამარჯვებულები 27 თებერვალს გამოვლინდებიან – მთავარი კინოცერემონიის – „ოსკარის“ გამართვამდე ერთი დღით ადრე.

სელენა გომესი და ჩარლი პუტი თაყვანისმცემლებს სიურპრიზს უმზადებენ

სელენა გომესი და ჩარლი პუტი თაყვანისმცემლებს ახალ დუეტს უმზადებენ – სიმღერა სახელწოდებით „We Don’t Talk Anymore“ ოფიციალურად იანვრის ბოლოს გამოვა. მანამდე ვარსკვლავებმა ნაწყვეტი „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნეს.

სიმღერა ჩარლის სადებიუტო ალბომში „Nine Track Mind“ შევა, რომლის რელიზის თარიღად 29 იანვარი სახელდება.

The Game მუსიკალურ ინდუსტრიას სიახლით დაუბრუნდა (აუდიო)

ამერიკელი რეპერი, The Game მუსიკალურ ინდუსტრიას დაუბრუნდა. ამის დასადასტურებლად კი მან ახალი ნამუშევარი „Do It to You“ გამოაქვეყნა.  ამას გარდა, მუსიკოსმა ძველი ალბომის „The Documentary 2“ ახალი ვერსია – „The Documentary 2 + 2.5“ გამოუშვა, რომელშიც ზემოთხსენებული სიმღერაც შედის. დისკის რელიზი 22 იანვარს შედგება და მასში დამატებით 4 ბონუს-კომპოზიცია შევა.

შეგახსენებთ, რომ ორიგინალი, „The Documentary 2“ გასული წლის ოქტომბერში გამოვიდა და Billboard 200-ის მეორე ადგილამდე ასვლაც მოახერხა.  აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის გამოსასვლელად ემზადება რეპერის მეშვიდე ალბომი სახელწოდებით „1992“.

 

Travis-მა უჩვეულო კლიპი წარმოადგინა (ვიდეო)

Travis-მა სიმღერაზე „3 Miles High“ კლიპი გამოაქვეყნა, რომელიც კოლექტივის ახალ ალბომში „Everything At Once“ შედის.

ვიდეოში, რომელიც საკმაოდ უჩვეულო გამოვიდა, ოთხივე წევრი ჩანს. თავად სიმღერამ დადებითი შეფასებები გამოიწვია – თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, რომ Travis თავის ფესვებს დაუბრუნდა.

რაც შეეხება ახალ დისკს, მისი რელიზი 29 აპრილს არის დაგეგმილი.

 

კრის ბრაუნის მორიგი სიმღერა ქსელში კვლავ გაურკვევლი გზით მოხვდა

ქსელში ამა თუ იმ მომღერლების ნამუშევრების გაჟონვა სულ უფრო მეტად გახშირდა. გამონაკლისი არც კრის ბრაუნია, რომლის მომდევნო სიმღერა  „Other Side“ კვლავ უცნობი გზით მოხვდა ინტერნეტში.

არსებობს ვარაუდი, რომ მომღერალი თავად აქვეყნებს მუსიკას, რათა მისი პერსონის მიმართ ინტერესი არ დაიკარგოს.

შეგახსენებთ, რომ რეპერის მეშვიდე სოლო ალბომი – „Royalty“ გასული წლის დეკემბერში გამოვიდა.  დისკმა Billboard 200-ის მესამე პოზიციამდე ასვლა შეძლო, თუმცა კრისი ამ შედეგით კმაყოფილი არ აღმოჩნდა და თაყვანისმცემლებს მიმართა, უფრო აქტიურად დაუჭირონ მხარი.

ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა კიდევ ერთი ბავშვი იშვილეს

ვარსკვლავურმა წყვილმა მეშვიდე ბავშვი კამბოჯადან იშვილა. ეს არის ერთი წლის ბიჭი, სახელად ალოი კამბოჯადან, გაჭირვებული ოჯახიდან. ჯოლიმ პატარა თავისი ახალი ფილმის გადაღებებზე ყოფნის დროს გაიცნო. მას 12 დედმამიშვილი ჰყავს, მამამისი სერიოზულად არის ავად და მისი მკურნალობის საშუალება ოჯახს არ აქვს.

როგორც გაირკვა, ოპერაცია საიდუმლოდ წარიმართა, ისე, რომ ბრედმა ბოლო მომენტამდე არ იცოდა ახალი ამბის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ წყვილი უკვე ზრდის ვაჟიშვილს, მედოქსს, რომელიც 2002 წელს იშვილეს, ქალიშვილს – ზაჰარას, რომელიც 2005 წელს იშვილეს ეთიოპიიდან, ვაჟიშვილს – პაქსს, რომელიც 2007 წელს აიყვანეს ვიეტნამიდან, ქალიშვილს, შაილოს და ტყუპებს – ვივიენსა და ნოქსს, რომლებიც მათი ბიოლოგიური შვილები არიან.

თაყვანისმცემლები ჯორჯ ლუკასს „ვარსკვლავური ომების“ მომდევნო ეპიზოდის გადაღებას სთხოვენ

„ვარსკვლავური ომების“ თაყვანისმცემლები იმედს არ კარგავენ, რომ ახალი ტრილოგიის საფინალო ეპიზოდს კვლავ ჯორჯ ლუკასი გადაიღებს. როგორც აღმოჩნდა, ფილმის გულშემატკივრები ოცნებობენ, რომ რეჟისორის სავარძელი კვლავ ლუკასმა დაიკავოს.

სწორედ ამ მიზნით, ბრაზილილემა მაყურებლებმა დაწერეს პეტიცია, სადაც რეჟისორს სთხოვენ, დასკვნითი ნაწილის გადაღებებზე იფიქროს. ამ მომენტისთვის პეტიციას 20 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

თავად ლუკასისგან ამ ფაქტს კომენტარი ჯერ არ მოჰყოლია. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ კინოსაგის მერვე ეპიზოდი 2017 წელს გამოვა და მას რაიან ჯონსონი გადაიღებს.

ლედი გაგა ახალ ალბომზე მუშაობს

The Guardian-ის ცნობით, ლედი გაგა ახალ ალბომზე იწყებს მუშაობას. „გრაფინიას როლმა გამახსენა, რომ მუსიკაში პერსონაჟს ვთამაშობ“, – აღნიშნა ლედი გაგამ. აღსანიშნავია, რომ გრაფინიას როლმა მომღერალს რამდენიმე დღის წინ პრემია „ოქროს გლობუსი“ მოუტანა.

ლედი გაგას განცხადებით, როლმა მას მეტი თავდაჯერება შემატა და ახალი მუსიკის შექმნის შთაგონებაც მისცა.

როდის გამოვა დისკი, მას არ დაუდასტურებია. მომღერლის უკანასკნელი ალბომი 2014 წელს გამოვიდა. ეს იყო მისი და ტონი ბენეტის ერთობლივი ნამუშევარი „Cheek to Cheek“.

კეტი პერი ყველაზე პოპულარული ვარსკვლავია „ტვიტერზე“

21-ე საუკუნეში, ვარსკვლავები ერთმანეთს არამარტო გაყიდული ალბომების, არამედ სოციალურ ქსელებში გამომწერების რაოდენობითაც ეჯიბრებიან. ამჯერად, „ტვიტერში“ ამ მხრივ თავის კონკურენტებს კეტი პერიმ გაუსწრო – ის ოფიციალურად დასახელდა ყველაზე პოპულარულ ცნობილ სახედ „ტვიტერში“ და პირველ ვარსკვლავად, რომელმაც 80 მილიონი გამომწერის „მოგროვება“ შეძლო.

რეიტინგის მეორე ადგილზე ჯასტინ ბიბერი იმყოფება 72,9 მილიონი ადამიანით. სამეულს კი ტეილორ სვიფტი ხურავს.

კრეიგ დევიდმა ჯასტინ ბიბერის ჰიტის ქავერი წარმოადგინა (ვიდეო)

გასული წლის ნოემბერში ჯასტინ ბიბერმა ახალი სიმღერა „Love Yourself“ გამოუშვა. სიახლე არამარტო კანადელი მომღერლის თაყვანისმცემლებს, არამედ მის კოლეგებსაც მოეწონათ. ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა მომღერალმა, კრეიგ დევიდმა ბიბერის ამ სიმღერაზე თავისი ქავერი წარმოადგინა.

სიმღერის თავისეული ვერსია დევიდმა ბრიტანული რადიოსადგურის, BBCRadio1-ის პირდაპირ ეთერში შეასრულა, მოგვიანებით ვიდეო youtube-ზე გავრცელდა და თაყვანისმცემლების დადებითი შეფასებებიც მოჰყვა.

 

 

დევიდ ბოუის სახელი „ტვიტერის“ მსოფლიო ტრენდებს შორის მოხვდა

ბრიტანელი მომღერლის, დევიდ ბოუის სახელი „ტვიტერის“ მსოფლიო ტრენდებს შორის მოხვდა. მომხმარებლები მწუხარებას გამოთქვამენ მუსიკოსის გარდაცვალების გამო და მის ვიდეოებსა და სიმღერებს აზიარებენ. ტრენდებში მოხვდა ასევე ფილმი „ლაბირინთი“, სადაც ბოუი მონაწიელობს.

ამ მომენტისთვის, „ტვიტერის“ ტრენდებს შორის აქტუალურია თეგი #GoldenGlobes, რადგან ცერემონია სულ რამდენიმე საათის წინ დასრულდა. პოპულარულ თემებს შორის არის ასევე ჯენიფერ ლოურენსიც.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული მუსიკოსი გასულ ღამეს 69 წლის ასაკში, 18 თვიანი ავადმყოფობის შემდეგ, სიმსივნით გარდაიცვალა.

ბრიტანული ჩარტის პირველ სამ ადგილზე ჯასტინ ბიბერი იმყოფება

ჯასტინ ბიბერი ბრიტანული ჩარტის პირველ სამ ადგილს იკავებს. კანადელმა მომღერალმა პრესტიჟული რეიტინგი სიმღერებით „Love Yourself“, „Sorry“ და „What Do You Mean“ დაიპყრო. აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანი მის ახალ ალბომში – „Purpose“ შედის.

ჩარტის მეოთხე ადგილზე კიდევ ერთი კანადელი, შონ მენდესი იმყოფება ჰიტით „Stitches“, საუკეთესო ხუთეულს ადელი ხურავს სიმღერით „Hello“.

ათეულში ასევე მოხვდნენ: One Direction — “History”, Coldplay — “Adventure Of A Lifetime” და სხვა ცნობილი შემსრულებლები.

პიტბულმა ახალი სიმღერა გამოუშვა

პიტბულის YouTube-ის ოფიციალურ არხზე მუსიკოსის ახალი სიმღერა „Freedom“ გამოქვეყნდა. რეპერის თაყვანისმცემლები გაამხიარულა იმ ფაქტმა, რომ მან ახალ ნამუშევარს უწინდელი ჟღერადობა დაუბრუნა.

სიახლე პიტბულის ახალ სტუდიურ ალბომში „Climate Change“ შედის და ის მეორე  ოფიციალური სინგლია რეპერისგან. დისკის რელიზი მიმდინარე წლის განმავლობაში იგეგმება.

 

2015 წლის საუკეთესო ალბომი ცნობილია

პორტალმა Mediatraffic 2015 წლის საუკეთესო ალბომი გამოავლინა. როგორც მოსალოდნელი იყო, რეიტინგის სათავეში ადელის მესამე სტუდიური ალბომი „25“ მოხვდა – დისკის საერთო ტირაჟმა 14 მილიონ 970 ათასი ასლი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ დისკის პრემიერა 2015 წლის 20 ნოემბერს შედგა.

მეორე ადგილზე ტეილორ სვიფტი იმყოფება ალბომით „1989“, რომელიც ერთი წლის განმავლობაში 4 მილიონ 383 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა.

სამეულს კი ედ შირანი ხურავს ალბომით „X“, რომლის წლიური ტირაჟი 4 მილიონ 248 ათასი ასლი გახდა.

დანარჩენი ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: 4. სემ სმიტი – „In The Lonely Hour“,  5. ჯასტინ ბიბერი – „Purpose“, 6. „გრეის ორმოცდაათი ელფერის“ საუნდტრეკების კრებული, 7. მეგან ტრეინორი – „Title“,  8. Coldplay – „A Head Full Of Dreams“, 9. One Direction – „Made In The A.M.“,  10. The Weeknd – Beauty Behind The Madness

„ოქროს გლობუსი 2016“ – გამარჯვებულთა სრული სია

რამდენიმე სათის წინ ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოვების ცერემონია დასრულდა.

საპატიო ჯილდო – „საუკეთესო დრამატული მსახიობი ქალი“ წილად ბრი ლანსონს ხვდა, ხოლო „საუკეთესო დრამატული მსახიობი მამაკაცი“ ლეონარდო დიკაპრიო გახდა.

globe11012016-3

კომედიურ ჟანრში საუკეთესოდ ჯენიფერ ლოურენსი და მეტ დეიმონი ცნეს ფილმებით „ჯოი“ და „:მარსიანელი“

„ოქროს გლობუსი 2016“-ის გამარჯვებულთა სრული სია ასე გამოიყურება:

საუკეთესო დრამატული ფილმი – „გადარჩენილი“

საუკეთესო დრამატული მსახიობი მამაკაცი – ლეონარდო დიკაპრიო

საუკეთესო დრამატული მსახიობი ქალი – ბრი ლარსონი

საუკეთესო კომედიური ფილმი – „მარსიანელი“

globe11012016-1

საუკეთესო კომედიური მსახიობი მამაკაცი – მეტ დეიმონი

საუკეთესო კომედიური მსახიობი ქალი – ჯენიფერ ლოურენსი

globe11012016-5

საუკეთესო რეჟისორი – ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ („გადარჩენილი)

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი – სილვესტერ სტალონე („როკის მემკვიდრეობა“)

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი – კეიტ უინსლეტი („სტივ ჯობსი“)

globe11012016-2

საუკეთესო სცენარი – „სტივ ჯობსი“

საუკეთესო ანიმაციური ფილმი -„თავსატეხი“

საუკეთესო უცხოური ფილმი – Son of Saul (უნგრეთი)

საუკეთესო სიმღერა – Writing’s On The Wall (სემ სმიტი, „007:სპექტრი“)

ფილმის საუკეთესო მუსიკა – „საძულველი რვა“

საუკეთესო სატელევიზიო სერიალი – „მოცარტი ჯუნგლებში“

სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი (კომედია/მიუზიკლი) – რეჩელ ბლუმი, „შეშლილი ყოფილი“

სერიალის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი (კომედია/მიუზიკლი)- გაელ გარსია ბერნალი, „მოცარტი ჯუნგლებში“

საუკეთესო სატელევიზიო სერიალი(დრამა) – „მისტერ რობოტი“

საუკეთესო მინი-სერიალი ან სატელევიზიო ფილმი – „მგლების დარბაზი“

მინი-სერიალის ან სატელევიზიო ფილმის საუკეთესო მსახიობი ქალი – ლედი გაგა, „ამერიკული საშინელებათა ისტორია“

globe11012016-4

მინი-სერიალის ან სატელევიზიო ფილმის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ოსკარ აიზეკი, „მაჩვენეთ გმირი“

ბიონსე სუპერ-ბოულზე იმღერებს

ბიონსე სუპერ-ბოულს უბრუნდება. სუპერვარსკვლავი Coldplay-ს გამოსვლას სპეციალური სტუმრის სტატუსით შეუერთდება. ისინი ახალ სიმღერას „Hymn for the Weekend” შეასრულებენ, რომელიც ბრიტანული ბოი-ბენდის ახალ ალბომში შედის.

beyonce-martin

ცნობილი ხდება ასევე ისიც, რომ  Coldplay-თან ერთად ღონისძიებაზე ბრუნო მარსიც გამოვა. „ეს ჩვენი ჯგუფის არსებობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. გავცემთ ყველაფერს, რაც გაგვაჩნია“, -განაცხადა მარტინმა.

 

„ვარსკვლავურმა ომებმა“ „ავატარი“ უკან ჩამოიტოვა

„ვარსკვლავური ომების“ ბოლო, მეშვიდე ეპიზოდმა უკან ჩამოიტოვა ჯეიმს კემერონის „ავატარი“, რომელიც ამ დრომდე აშშ-ის ყველაზე შემოსავლიან ნამუშევრად ითვლებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ რეკორდი ცნობილმა კინოსაგამ პრემიერიდან 20 დღის შემდეგ დაამყარა.

ამ დროისთვის, მსოფლიო მასშტაბით პირველობა კვლავ „ავატარს“ ეკუთვნის, რომლის მოგებამაც 2,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება „ვარსკვლავურ ომებს“, ამ დროისთვის მისი მოგება 1,6 მილიარდს შეადგენს.

People’s Choice Awards 2016: გამარჯვებულები და ცერემონიის ყველაზე მკვეთრი მომენტები

რამდენიმე საათის წინ, ლოს-ანჯელესში People’s Choice Awards-ის ცერემონია დასრულდა. Microsoft Theater-ის საკონცერტო დარბაზს მსოფლიო ვარსკვლავები სტუმრობდნენ, რომელთა შორის იყვნენ: ჯონი დეპი, სანდრა ბალოკი, ვინ დიზელი, კეიტ ჰადსონი, კრის ჰემსვორტი, დაკოტა ჯონსონი, კეილი კუოკო, მელისა მაკარტი და სხვები.

People’s Choice უკვე 30 წელზე მეტია ყოველწლიურად ტარდება და მასში შოუ-ბიზნესის ყველაზე პოპულარულ წარმომადგენლებს ხმის მიცემით აჯილდოვებენ.

ცერემონიის ერთ-ერთი რეკორდმენი მსახიობი ვინ დიზელი გახდა. მისი ფილმი „ფორსაჟი 7“ საპატიო ჯილდოს – „წლის ფილმის“ მფლობელი გახდა, ასევე ის დასახელდა საუკეთესო ფილმად ექშენის ჟანრში. გამარჯვება ვინმა თავის გარდაცვლილ მეგობარსა და კოლეგას – პოლ უოკერს მიუძღვნა.

peoples7012015_6

ტეილორ კინიმ მიიღო ჯილდო კატეგორიაში „სერიალის საუკეთესო დრამატული მსახიობი“, საღამოზე კი ის არა საცოლესთან – ლედი გაგასთან, არამედ დედასთან ერთად გამოცხადდა.

peoples7012015_1

 

peoples7012015_13

დანარჩენი კატეგორიები შემდეგნაირად გადანაწილდა:

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ჩენინგ ტატუმი

საუკეთესო მსოხიობი ქალი – სანდრა ბალოკი

საუკეთესო დრამა – „მარსიანელი“

საუკეთესო კომედია – „იდეალური ხმა 2“

საუკეთესო სატელევიზიო პროექტი – „ახალი ხმა“

საუკეთესო ტელეწამყვანი – ელენ დეჯენერისი

საუკეთესო მომღერალი მამაკაცი- ედ შირანი

საუკეთესო მომღერალი ქალი – ტეილორ სვიფტი

საუკეთესო ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი – ნიკი მინაჟი

საუკეთესო სიმღერა – „What Do You Mean?“, ჯასტინ ბიბერი

საუკეტესო ალბომი – „Title“, მეგან ტრეინორი

 

GettyImages-503723950

 

GettyImages-503724072

 

peoples7012015_2

 

peoples7012015_5

 

peoples7012015_7

 

peoples7012015_8

 

peoples7012015_9

 

peoples7012015_11

 

peoples7012015_13

 

peoples7012015_15

 

peoples7012015_18

 

კრისტენ სტიუარტი ჰოლივუდისგან დაისვენებს

კრისტენ სტიუარტმა დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ ბლოკბასტერებში მონაწილეობა აღარ სურს, თუმცა, მხოლოდ ახლა გადაწყვიტა ეს ყველაფერი სისრულეში მოიყვანოს. E! News-თვის მიცემულ ინტერვიუში, „ბინდის“ ვარსკვლავმა განაცხადა, რომ გარკვეული დროის განმავლობაშ ფილმებში მონაწილეობისგან თავს შეიკავებს.

„მთელი წელი ბევრ პროექტზე ვმუშაობდი. ახლა დასვენება მინდა“, – განაცხადა კრისტენმა. ცნობილია ისიც, რომ არდადეგებს მსახიობი არა რომელიმე ეგზოტიკურ კუნძულზე, არამედ სახლში გაატარებს.

საყვარელ მამაკაცთან ყოფნისთვის მაილი საირუსმა დაგეგმილი გამოსვლა გადადო

მაილი საირუსი და მისი ყოფილი ბოიფრენდი, ლიამ ჰემსვორტი საახალწლო არდადეგებს ავსტრალიაში ატარებენ. ამ დღეებში ცნობილი გახდა ისიც, რომ ლიამთან მეტი დროის გატარების გამო, მაილიმ დაგეგმილი გამოსვლა გადადო. სკანდალურ მომღერალს Hands of Love ლოს-ანჯელესის ერთ-ეტრთ საღამოზე უნდა შეესრულებინა, თუმცა ბოლო მომენტში გაირკვა, რომ ის ავსტრალიიდან არ გამომგზავრებულა.

შეგახსენებთ, რომ თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში ლიამმა განაცხადა, რომ მას ყოველთვის ექნება გრძნობა მაილის მიმართ, რადგან ეს ნამდვილი სიყვარულია და არა წამიერი გატაცება.

კელი რორბაჰი პამელა ანდერსონს შეცვლის

სერიალ „მალიბუს მაშველების“ კინოადაპტაციას, რომელიც ამ დროისთვის მსახიობთა შერჩევით არის დაკავებული, კიდევ ერთი ლამაზმანი შეემატა. ცოტა ხნის წინ ანონსირებულ ალექსანდრა დადარიოს ამჯერად ლეონარდო დიკაპრიოს ყოფილი მეგობარი გოგონა, კელი რორბაჰი შეემატა. ცნობილი ხდება, რომ ის შეასრულებს როლს, რომელსაც სერიალში პამელა ანდერსონი ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ფილმის რეჟისორი სეტ გორდონი იქნება, მთავარ როლებს კი მასში დუეინ ჯონსონი და ზაკ ეფრონი შეასრულებენ.

„ოქროს გლობუსის“ წამყვანების ვინაობა ცნობილია

10 იანვარს, ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება. ცნობილი ხდება, რომ რიკი ჯერვეისს, რომელიც საღამოს მთავარი წამყვანი იქნება, ოლივია უაილდი და მელ გიბსონი დაეხმარებიან.

ცნობილია, რომ ცერემონიაზე მსახიობებს ასევე ემბერ ჰერდი, ემი ადამსი, ედი რეიდმეინი და ჩენინგ ტატუმი დააჯილდოვებენ.

სცენაზე ასევე გამოვლენ: ჯულიანა მური, პატრიცია არკეტი, ჯეი ქეი სიმონსი და ჯეიმი ფოქსი.

ელი გოულდინგმა ახალი სიმღერა წარმოადგინა (აუდიო)

ელი გოულდინგის SoundCloud-ის ოფიციალურ არხზე მომღერლის ახალი თრექის, „Just in Case“ პრემიერა შედგა. სიმღერა კანადელი პროდიუსერის, ჯორდან ევანსის მონაწილეობით ჩაიწერა და ის წარმოადგენს Jaheim-ის ამავე სახელწოდების ნამუშევრის ქავერ-ვერსიას.

სიმღერის ორიგინალი მომღერლის სადებიუტო ალბომის „Ghetto Love“ მეორე სინგლი გახდა და მისი მიღწევა Billboard Hot 100-ის 52-ე პოზიცია გახდა.

 

ფესტივალ Coachella-ზე გამომსვლელთა ვინაობა ცნობილია

ცნობილი ფესტივალის, Coachella-ს ორგანიზატორებმა ღონისძიებაზე გამომსვლელთა სია გამოაქვეყნეს. როგორც ცნობილი ხდება, 15-17, ასევე 22-24 აპრილს სცენაზე Ice Cube-ს, Rae Sremmurd-ს, A$AP Rocky-ს, Run the Jewels-ს და სხვა ცნობილ მუსიკოსებს ვიხილავთ.

ფესტივალის მთავარი ჰედლაინერები იქნებიან ჯგუფები: Guns N’ Roses, LCD Soundsystem და The Last Shadow Puppets.

ელზას ფორმაში გამოწყობილმა ჩენინგ ტატუმმა „Let it go“ შეასრულა (ვიდეო)

ჩენინგ ტატუმმა ანიმაციური ფილმის – „გაყინული“საუნდტრეკი „Let it go“ შეასრულა. მსახიობი Lip Sync Battle-ის შოუს სტუმრობდა, როდესაც მულტფილმის მთავარი გმირის – ელზას ფორმაში გამოცხადდა და გარშემომყოფები გაამხიარულა.

შეგახსენებთ, რომ სიმღერამ საოცრად დიდი წარმატება მოიპოვა ამერიკელი მომღერლისა და მსახიობის, ედინა მენზელის შესრულებით.

„შერლოკის“ საშობაო სერია 9 მილიონმა ადამიანმა ნახა

„შერლოკის“ შემქმნელებმა თაყვანისმცემლებს საახალწლო საჩუქარი გაუკეთეს – 1 იანვარს გამოვიდა სერიალის სპეციალური სერია, რომელიც, BBC1-ის ცნობით 9 მილიონმა ადამიანმა ნახა.

სპეციალურ ეპიზოდს მაყურებლისა და კრიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა: ნაწილი თვლის, რომ სერია ზედმეტად არეულია, სხვების აზრით კი ის „შერლოკის“ საუკეთესო ეპიზოდი იყო.

რაც შეეხება სრულ მეოთხე სეზონს, გადაღებები 2016 წელს დაიწყება, პრემიერა კი 2017 წელს შედგება.

„ბრიჯიტ ჯონსის ბავშვს“ ერთდროულად სამი დასასრული ექნება

„ბრჯიტ ჯონსის ბავშვის“ სცენარისტებმა და რეჟისორმა გადაწყვიტეს ფილმს რამდენიმე დასასრული შეუქმნან. მათი სურვილია, თავად მსახიობებმაც კი, რომლებით მთავარ როლს ასრულებენ, არ იცოდნენ, როგორ დასრულდება ფილმი.

„გენიალური გადაწყვეტილებაა. არავინ იცის, ვინ არის ბავშვის მამა ან ვისთან დარჩება ბოლოს მთავარი გმირი. პროდიუსერების გეგმაა – შეინახონ საიდუმლო პრემიერამდე“, – განაცხადა რენე ზელვეგერმა.

ფილმის გადაღებები 2015 წლის ზაფხულში დაიწყო. პრემიერა კი 2016 წლის მეორე ნახევარში შედგება.

კეტი პერიმ და ჯონ მაიერმა ურთიერთობა მეოთხედ განაახლეს

კეტი პერი და მუსიკოსი ჯონ მაიერი იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებიც გამუდმებით შორდებიან და შემდეგ კვლავ რიგდებიან. წყვილმა, რომელიც ერთმანეთს სამჯერ უკვე დაშორდა, ურთიერთობის განახლება მეოთხედ გადაწყვიტა.

უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება მათი რომანი ამჯერად, მაგრამ პერიმ და მაიერმა ახალი წლის ღამე ერთად გაატარეს. შეყვარებულები ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ღამის კლუბში შენიშნეს.

მათი ურთიერთობა 2012 წლიდან დაიწყო და 2015 წლამდე სამჯერ დაშორება და შერიგება და ერთხელ ნიშნობაც კი მოასწრეს.

ლეონარდო დიკაპრიო და კელი რორბაჰი ერთმანეთს დაშორდნენ

9 თვიანი რომანის შემდეგ, ლეონარდო დიკაპრიო და მოდელი კელი რორბაჰი ერთმანეთს დაშორდნენ. როგორც ჩანს, „ოსკარის“ წითელ ხალიჩაზე მსახიობს მარტოს მოუწევს გავლა.

მიზეზად გადატვირთული გრაფიკი სახელდება, რომლის შედეგადაც წყვილმა ერთად ყოფნა ვეღარ შეძლო. ბოლოს ლეონარდო და კელი ერთად 2015 წლის ნოემბერში გამოჩნდნენ. გამოცემა People ამტკიცებს, რომ ისინი რამდენიმე თვის დაშორებულები არიან.

შეგახსენებთ, რომ რორბაჰამდე დიკაპრიოს მეგობარი გოგონები იყვნენ: ჟიზელ ბუნდჰენი, ბარ რაფაელი, ტონი გარნი, ემა მილერი და სხვები.

„საიდუმლო მასალების“ 3 წუთიანი ვიდეო ქსელში გავრცელდა

ახალი წლის ღამეს ქსელში „საიდუმლო მასალების“ 20 წუთიანი პრევიუ გავრცელდა – ვიდეოში სერიალის შემქმნელებისა და მსახიობების ინტერვიუ შედის. მოგვიანებით კი ახალი სეზონიდან 3 წუთიანი ნაწყვეტი გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ პირველი სერიის ჩვენება 24 იანვარს მოხდება.

„სამეფო კარის თამაშების“ ავტორმა სერიალის თაყვანისმცემლები გაანაწყენა

მწერალმა ჯორჯ მარტინმა, რომლის წიგნზეც დაფუძნებულია მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სერიალი „სამეფო კარის თამაშები“, განაცხადა, რომ ვერ შეძლებს საგის დასრულებას სერიალის მეექვსე სეზონის დასრულებამდე.

„ყველა იმედგაცრუებულია: რედაქტორები, გამომცემელები, ტელეარხი HBO, ჩემი აგენტები, უცხოელი გამომცემლები, თარჯიმნები, მაგრამ ყველაზე მეტად თავად ვარ იმედგაცრუებული“, – დაწერა მარტინმა სოციალურ ქსელში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „სამეფო კარის თამაშები“ უჩვეულოდ გაგრძელდება და თაყვანისმცემლები წიგნიდან მოვლენების განვითარებას ვერ გაიგებენ.

ბიონსე ფორმიან ქალზე ფილმს გადაიღებს

ბიონსე ახალ კინემატოგრაფიულ პროექტზე მუშაობას გეგმავს, რომელმაც სრულებით შესაძლებელია „ოსკარისთვის“ იბრძოლოს. მომღერალი გადაიღებს ფილმს ქალზე „მომრგვალებული ფორმებით“ და ის რეალურ ფაქტებზე იქნება დაფუძნებული.

საუბარია საარტი ბარტმანზე – ქალზე, რომელიც სამხრეთ აფრიკიდან ევროპაში მე-19 საუკუნეში ჩავიდა. დიდი ხნის განმავლობაში ის ერთგვარი ექსპონატი იყო: ევროპელებს მისი სხეულის უცნაური აგებულება იზიდავდა, კერძოდ კი მისი თეძოების უჩვეულო ფორმა.

Portfolio_Image-1

ცნობილია, რომ ბიონსეს არამარტო ფილმის პროდიუსერობა, არამედ მთავარი როლის შესრულებაც უნდა, მას არასტანდარტული ფორმების პრობლემისადმი ყურადღების მიპყრობა სურს. მომღერალმა უკვე დაიქირავა ავტორების ჯგუფი, რომლებიც მომავალი ფილმის სცენარს დაწერენ.

ჯასტინ ბიბერმა პირველობა დაიბრუნა

კანადელმა მომღერალმა, ჯასტინ ბიბერმა ბრიტანულ ჩარტში მოწინავე პოზიციები დაიბრუნა: 1 და 2 ადგილები, ისევე, როგორც ორი კვირის წინ, მისმა ჰიტებმა – „Love Yourself“ და „Sorry“ დაიკავეს. საუკეთესო სამეულის მესამე პოზიცია ადელმა დაიკავა ჰიტით „Hello“.

ათეულში ასევე მოხვდნენ: R City და ადამ ლევინი „Locked Away“,  One Direction – “Drag Me Down, არიანა გრანდე „Focus“ და ა.შ.

ლონდონის ფერადი და მუსიკალური ახალი წლის ღამე (ვიდეო)

ახალი წლის ღამეს ლონდონის ცენტრში ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იყო. ქალაქის ხელისუფლების მიერ მოწყობილი ფოიერვერკის ფონზე საუკეთესო ბრიტანული ჯგუფების 12 წუთიანი მუსიკალური მიქსი ჟღერდა, რომელშიც შედიოდნენ: დევიდ ბოუი, Bastille, The Weeknd, INXS, One Direction და სხვები. ღონისძიების ტრანსლაცია BBC-ზე მიმდინარეობდა. სანახაობა მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა.

როგორ შეხვდნენ ახალ 2016 წელს ცნობილი ვარსკვლავები (ფოტოები)

2016 წელი უკვე დადგა. მაიმუნის წელს ყველა თავისებურად შეხვდა, მათ შორის ცნობილი ადამიანებიც: ზოგმა მათგანმა თოვლიან ადგილებს, ზოგმაც პირიქით – მცხუნვარე მზიან სანაპიროს მიაშურა.

გთავაზობთ ვარსკვლავებს, რომლებმაც ახალი წლის ამსახველი ფოტოები „ინსტაგრამზე“ გააზიარეს.

 

elka01012015-13

 

elka01012015-16

 

elka01012015-38

 

elka01012015-49

 

elka01012015-53

 

elka01012015-56

 

elka01012015-66

 

elka01012015-68

 

elka01012015-70

 

elka01012015-72

 

elka01012015-74

 

elka01012015-77

 

elka01012015-79

 

elka01012015-81

 

elka01012015-83

 

elka01012015-84

 

nadal01012016-1

 

elka01012015-59

 

elka01012015-28

საზეიმო მიღებაზე „ფორტუნას“ 18 წლის, ხოლო „ავტორადიოს“ 9 წლის იუბილე აღინიშნა!..

დღეს 31 დეკემბერს რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, ახალ წელთან ერთად, მნიშვნელოვან თარიღებს აღნიშნავს. რადიო „ფორტუნა“ 18 წლის, ხოლო „ავტორადიო“ 9 წლის გახდა!. ყოველ 31 დეკემბერს ჰოლდინგი ამ თარიღს განსაკუთრებულად ზეიმობს და არც წელს ყოფილა გამონაკლისი. 2015 წლის მიწურულს, ცნობილ სახეებთან ერთად, გასული წელიწადის მნიშვნელოვანი მიღწევები შეჯამდა – „ფორტუნას“ ჰოლდინგი კვლავ ლიდერია, ოთხივე რადიო: „ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, „არ დაიდარდო“ და „ავტორადიო“ მსმენელებს შორის, ხოლო ტელეარხი „მიუზიკბოქსი“, მაყურებელს შორის, განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს, ბიზნესპარტნიორებს გამორჩეულ ნდობას იმსახურებს და მათი კარი ყოველთვის ღიაა ახალ-ახალი სიმღერებისა თუ საინტერესო პროექტებისთვის.

რადიოჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა, თამარ ჩიგოგიძემ თავის გუნდს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ 2015 წელი იმითაც იყო  მნიშვნელოვანი, რომ ჰოლდინგი ახალი ინტერნეტსაიტებით გაძლიერდა, თითოეული მათგანი უკვე სარგებლობს პოპულარობით მკითხველთა შორის და მათ საინტერესო და ექსკლუზიური მასალებითა და ფოტოსესიებით ანებივრებს. 2016 წელი „ფორტუნას“ საიტების განვითარებასაც დაეთმობა.

„ფორტუნასა“ და „ავტორადიოს“ დაბადების დღე პოპულარულმა სახეებმაც მოგვილოცეს.

გიორგი სუხიტაშვილი:

ამ პატიოსანმა დაწესებულებამ, რომელსაც „ფორტუნა“ ჰქვია, დამპატიჟა საკუთარ დაბადების დღეზე. ყველა საქმე გადავდე, რომ აქ მოვსულიყავი. მინდა, მოგილოცოთ, მინდა, მაგრად იყოთ. ო-ჰო-ჰოოო, თოვლის ბაბუასავითაც მოგილოცავთ (იღიმის).

რაც შეეხება ახალ წელს, ათ წელზე მეტია, ვერ ვხვდები ახალ წელს ოჯახთან ერთად, გოზინაყს ვერ ვურევ და დილით ცივ საჭმელებს გეახლებით, მაგრამ ტყუილად კი არ გამოვდივარ სახლიდან, რომ ქუჩაში ვიდგე, მსმენელის წინაშე გამოვდივარ და ვულოცავ ხოლმე დღესასწაულს (იღიმის).

ლაშა კერვალიძე, „თეატრალურის კვარტეტი“:

გილოცავთ! მინდა აღვნიშნო, რომ უკვე 12 წელია, ჩვენი კვარტეტი არსებობს და ამ წლების განმავლობაში მუდამ ვგრძნობთ ამ საუკეთესო ხალხის გვერდით დგომას. მათი მეშვეობით ვაცნობთ ჩვენს შემოქმედებას ხალხს და ძალიან ბედნიერები ვართ. დიდი მადლობა, თქვენ, „ფორტუნას“, მრავალს დაესწარით და ბედნიერები იყავით. ჩვენ კი ახალ წელს ზუგდიდში შევხვდებით, კონცერტზე. ახალ წელს ოჯახებთან ერთად ვერ ვხვდებით, წელს გამონაკლისი იყო ის, რომ ოჯახთან ერთად გოზინაყი გავაკეთე და გახარებული მივდივარ ზუგდიდში.

სოფო ბედია:

ვულოცავ „ფორტუნას“ და „ავტორადიოს“ დაბადების დღეს. ვუსურვებ წარმატებებს, წინასვლას და რა თქმა უნდა, სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალ წელს. ბედნიერების, სიკეთის, ერთინოაბის და თავისუფლების წელი ყოფილიყოს.

ახალ წელს ოჯახთან ერთად შევხვდები, მერე კი რამდენიმე კონცერტი მაქვს. მეუღლემ მომილოცა და მეც გავუკეთე საჩუქარი, მგონი, ძალიან მოეწონა, „აიფონ 6“ ვაჩუქე, მანაც ბევრი საჩუქარი მომიძღვნა, ერთ-ერთი, „ბულგარის“ ბეჭედი ორი კვირის წინ მივიღე მისგან, მაგრამ ეს არ ითვლება საახალწლოდ და კიდევ ველოდები მისგან საჩუქარს.

დათო არჩვაძე:

იცი, როგორ მიყვარს ორივე რადიო? ძალიან დიდი მნიშვნელობის რადიოებია!.. ვულოცავ „ფორტუნას“ და „ავტორადიოს“ და უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ.

ახალ წელს კი პირველი შემთხვევა იქნება, როცა საღამოს 11 საათზე სახლში ვიქნები. მთელი ოჯახი შევიკრიბებით, პირველი წელია, ამერიკაში არ ვართ ამ დროს. 2016 წლისგან კი მატებას, გამრავლებას ველოდები, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია (იღიმის). რაც შეეხება საქმეს, უამრავი ახალი სიმღერა იქნება და ასევე საინტერესო პროექტები.

ბახვა ბრეგვაძე:

გილოცავთ!.. ეს არის ნამდვილად უკონკურენტო და ჩემთვის საყვარელი რადიოჰოლდინგი. 31 დეკემბერს გადატვირთული დღე მაქვს, მაგრამ ყოველთვის მოვდივარ მოსალოცად. ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოთ, არ ვიცი, მაგრამ იქნებ, შესაძლებელია? ჰოდა, ამას გისურვებთ. მინდა, თქვენთვის და ყველა თანამშრომლისთვის იყოს ბედნიერი და საინტერესო წელიწადი.  

ახალ წელს შინ შევხვდები, შემდეგ გავალ მეგობრებთან ერთად. წინა წელს „რუსთავის 2“-ის კონცერტზე ვიყავი და ვერ მივასწარი სახლში, წელს კი ოჯახის წევრებთან ერთად შევხვდები.

მარკუს მეტრეველი:

„ფორტუნასა“ და „ავტორადიოს“ ვუსურვებ, ბევრ წელს დარჩეს ასეთი აქტუალური, როგორიც დღეს არის. ხშირად ვარ თქვენი სტუმარი. სრულიად საქართველოს ვუსურვებ სიყვარულს, რაც ძალიან გვაკლია დღეს, ერთიანობასა და მშვიდობას. მრავალს დავესწროთ!..

გიო ხუციშვილი:

გილოცავთ!. „ფორტუნა“ ჩემთვის ძალიან ახლობელია, ეს არის ჩემი წლები და განვლილი ცხოვრება. ბედნიერი ვარ, რომ ამ წელსაც მოვედი ახალი სიმღერის პრემიერით თქვენთან. წარმატებებს გისურვებთ!..

თეონა ჯორბენაძე:

ჩვენს ქვეყანაში, სადაც არ არსებობს შოუბიზნესი, ანუ ამ მხრივ ბიზნესი არ კეთდება, სადაც ძალიან გვინდა, კლასიკას ჰქონდეს თავისი ადგილი, ჩემთვის და ჩვენი შემოქმედებითი გუნდისთვის, მნიშვნელოვანია რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მხარდაჭერა, რომელსაც ძალიან დიდი რესურსი აქვს. ეს მნიშვნელოვანი მოტივაციაა, რომ ვიმოქმედოთ და ვიმუშაოთ. წელს ჩვენ სოლიდური ერთობლივი პროექტები გამოგვივიდა: „კინომუსიკის შედევრები“, ანიტა რაჭველიშვილის კონცერტი „რუმსში“, ნინო ქათამაძის კონცერტი, საზღვარგარეთ ჩვენი ღონისძიებები, გია ყანჩელის 80 წლის იუბილე – „ფორტუნა“ სულ ჩვენ გვერდით იყო და ის მართლაც საიმედო და ძვირფასი პარტნიორია.

ღონისძიების წამყვანმა, თათა სადრაძემ „ფორტუნას“ მიერ დაწესებული პრიზები სტუმრებს შორის გაათამაშა, მომღერალმა თაკო ოქროპირიძემ კი საახალწლო სიმღერები შეასრულა, ორი რადიოს იუბილე „ქართული ხმებისა“ და „თეატრალურის კვარტეტის“ „მრავალჟამიერით“ დასრულდა.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ შობა-ახალ წელს ახალი სიმღერით გილოცავთ!..

ყველაზე წარმატებული და ნომერი პირველი რადიოჰოლდინგი საქართველოში, „ფორტუნა“, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. დღეს „ფორტუნასა“ და „ავტორადიოს“ დაბადების დღეა. ჰოლდინგი ამ დღეს სპეციალური მიღებით აღნიშნავს, რომელიც დღის ორ საათზე „ფორტუნას“ შენობაში იწყება…

ჩვენ კი გთავაზობთ რადიოჰოლდინგის ოთხი რადიოს: „ფორტუნას“, „არ დაიდარდოს“, „ავტორადიოსა“ და „ფორტუნა პლუსის“ მუსიკალური წამყვანების მიერ ჩაწერილ საახალწლო მილოცვას.

ახალი წლის ღამეს ტეილორ სვიფტი ახალ კლიპს გამოუშვებს

ტეილორ სვიფტმა „ინსტაგრამზე“ ახალი კლიპიდან კადრი გამოაქვეყნა. უკვე ცნობილია, რომ მომღერლის ვიდეო სიმღერაზე „Out of the Woods“ იქნება და მისი პრემიერა ახალი წლის ღამეს შედგება.

“Out of the Woods“ – სვიფტის ალბომიდან „1989“ მეხუთე სინგლია, რომელზეც მან კლიპი გადაიღო.

ჟერარ დეპარდიე სტალინს განასახიერებს

ფილმი „სტალინის სავარძელი“ ფანი არდანის მეოთხე რეჟისორული ნამუშევარი გახდება.  ის ახალგაზრდა საბჭოთა კავშირის მხატვარზე იქნება, რომელსაც სტალინის ძეგლზე სახელწოდებით „ერის მამა“ უწევს მუშაობა, ფილმში დიქტატორის ცხოვრების უკანასკნელი დღეები იქნება აღწერილი.

მიხაელ შუმახერის ძვირადღირებულ მკურნალობას შედეგი არ მოაქვს

2 წლის წინ, 2013 წლის 29 დეკემბერს, „ფორმულა 1“-ის შვიდგზის ჩემპიონი, მიხაელ შუმახერი ალპებში თხილამურებით სრიალის დროს სერიოზულად დაშავდა. მას შემდეგ სპორტსმენი კომაში იყო, 6 თვის შემდეგ კი ნელ-ნელა გამოჯანმრთელება დაიწყო.  უკანასკნელი ინფორმაციით, მიუხედავად ძვირადღირებული მკურნალობისა, შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება. ცნობილია, რომ ოჯახი ყოველთვიურად 500 ათას ევროს ხარჯავს.

თავისი სპორტული კარიერის მანძილზე მიხაელმა 715 მილიონი ევროს მოგროვება შეძლო, ჯერ-ჯერობით სწორედ ამ თანხიდან მიმდინარეობს მისი მკურნალობა. თუმცა, ოჯახმა უკვე გაიტამა გასაყიდად ავტომობილი Ferrari FXX Evoluzione, რომელიც 11,2 მილიონი ევრო ღირს.

რობერტ პატინსონმა და FKA Twigs-მა კრისტენ სტიუარტის გამო იჩხუბეს

რობერტ პატინსონისა და მომღერალ ტალია ბერნეტის რომანი დიდი ხანია დასრულების პირას არის. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ წყვილმა კვლავ იჩხუბა. მიზეზი კი პატინსონის ყოფილი შეყვარებულის, კრისტენ სტიუარტის ზარი გახდა. ინაიდერის თქმით, ტალიამ რობერტს ტელეფონში კრისტენის ნომერი აღმოუჩინა და იჩხუბა. თავის მხრივ პატინსონმა მას განუმარტა, რომ ექს-შეყვარებულმა მას უბრალოდ წარმატებები უსურვა „ოსკარზე“.

„ის, რომ კრისტენმა დარეკა, ტალიას აზრით იმას ნიშნავს, რომ მათ შორის ყველაფერი დასრულებული არ არის, მითუმეტეს მან იცის, როგორ გაუჭირდა რობერტს შეყვარებულთან დაშორება და ახალი ცხოვრების დაწყება“, – აცხადებს ინსაიდერი.

შეგახსენებთ, რომ პატინსონი და სტიუარტი ერთმანეთს კრისტენის რეჟისორ რუპერტ სანდერსთან ღალატის გამო დაშორდნენ. ამის შემდეგ წყვილი შეეცადა ურთიერთობის აღდგენას, მაგრამ საბოლოოდ მაინც ცალ-ცალკე ყოფნა არჩიეს.

რიტა ორას მიმზიდველი ფორმები პაპარაცების ობიექტივში (ფოტოები)

საშობაო არდადეგებს რიტა ორა მაიამის სანაპიროზე ატარებს. მომღერალი აქტიურად იღებს მზის აბაზანებს და პაპარაცების წინაშე სიამოვნებით პოზირებს. ფოტოგრაფებმაც საფუძვლიანად დააფიქსირეს მისი მიმზიდველი ფორმები, შესაბამისი ფოტოები კი მალევე გავრცელდა ინტერნეტში.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს რიტა ორას კარიერაში სიახლეა: მომღერალი გეგმავს, სასამართლოს გზით შეწყვიტოს თანამშრომლობა ლეიბლთან  Jay-Z Roc Nation და მუშაობა ახალ პროდიუსერთან ერთად გააგრძელოს.

 

rita29122015-3

 

2f3b8dba8a80b54a276b23269b8ecbe8

4bf2aad819719b9a7120c9256e8e8113

 

98420cfb5521a891a9a7f538c76e9744

 

c6b0bdecc37b38d6170e27d6a8fc9057

 

e586a23b1b0f4432044f587254758ba1

 

 

კრისტოფერ ნოლანი მეორე მსოფლიო ომზე ფილმს გადაიღებს

კრისტოფერ ნოლანი ახალ ფილმზე მუშაობს. პროექტში მოქმედება 1940 წლის საფრანგეთში განვითარდება და ის იმ მოვლენაზე იქნება, რომელიც მსოლფიოში „ოპერაცია „დინამოს“ სახელით არის ცნობილი და რომლის დროსაც 24 მაისიდან 4 ივნისამდე ჯარისკაცების მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობდა, საერთო ჯამში კი 300 ათასი მათგანის გადარჩენა მოხერხდა.

ცნობილია, რომ თავად ნოლანი უკვე იმყოფებოდა ქალაქ დიუნკერკში, სადაც გადაღებებისთვის ადგილიც შეარჩია.

შეგახსენებთ, რომ რეჟისორის ბოლო ნამუშევარია ფილმი „ინტერსტელარი“. მსოფლიო კინოგაქირავებაში პროექტმა 675 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

სიახლე თიმბალენდისგან

თიმბალენდმა ახალი მიქსტეიპი სახელწოდებით „King Stays King“ წარმოადგინა. კრებულში 17 სიმღერა შედის, მათ შორის სხვადასხვა რეპერებთან თანამშრომლობის შედეგებიც.

მიქსტეიპი ცნობილი პროდიუსერის ახალი ალბომის ხმარდასაჭერად გამოვიდა, რომლის რელიზიც 2016 წელს იგეგმება. თავად მუსიკოსის თქმით, ის საკმაოდ დიდხანს მუშაობდა ამ ყველაფერზე, გამოშვება კი საახალწლოდ გადაწყვიტა.

უიზ ხალიფამ ახალი კლიპი წარმოადგინა (ვიდეო)

ამერიკელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის YouTube-ის ოფიციალურ არხზე მისი ახალი ვიდეოს „King of Everything“ პრემიერა შედგა. კლიპი რეპერმა ტრადიციულად ძვირადღირებული ავტომობილების, ქუჩის პეიზაჟებისა და ლამაზი გოგონების ფონზე გადაიღო.

შეგახსენებთ, რომ მომავალში მუსიკოსი ერთდროულად ორ დისკს გამოუშვებს, ერთ-ერთ მათგანზე ის სნუპ დოგთან ერთად იმუშავებს.

კანიე უესტმა კიმ კარდაშიანს საშობაოდ 150 საჩუქარი გადასცა

კათოლიკური შობა უკვე დასრულდა, თუმცა, დღესასწაულის დეტალები ამ დრომდე არ გაჟღერებულა. მაგალითად, მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, იმის შესახებ, როგორ მიულოცა კანიე უესტმა შობა კიმ კარდაშიანს. რეპერმა საყვარელ მეუღლეს არა 1, არამედ 150 საჩუქარი მიართვა.

საჩუქრებს  თან ახლლდა წარწერა „კიმს. სიყვარულით, კანიესგან“. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მათგანია ბეწვის ქურქი. რაც შეეხება თავად კიმს, მან მეუღლეს 15 000 დოლარად ღირებული მოტოციკლი აჩუქა.

 

kardashian28122015-9

 

kardashian28122015-10

რიანამ ალბომის პრომო-რგოლი გამოუშვა (ვიდეო)

ინტერნეტში რიანას მერვე სტუდიური ალბომის – „ANTi“ მხარდასაჭერი პრომო-ვიდეო გამოქვეყნდა. რგოლის სახელწოდებაა „ოთახი N7. ოფისი“ და ის სიურეალიზმის ჟანრშია გადაღებული. ვიდეოში ასევე Samsung-ის სმარტფონის რეკლამას დაინახავთ, რომელთანაც მომღერალს 25 მილიონიანი კონტრაქტი აქვს დადებული.

შეგახსენებთ, რომ ალბომის გამოსვლის თარიღი ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.

 

„ვარსკვლავური ომების“ მოგებამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

ფილმმა „ვარსკვლავური ომები: ძალების გამოღვიძება“ უჩვეულო რეზულტატი აჩვენა. ცნობილი საგის მეშვიდე სეზონის შემოსავალმა მილიარდ დოლარს მიაღწია. კინოგაქირავებაში არსებობის მეცხრე დღეს მოგებამ 1,090 მილიარდი დოლარი შეადგინა, მათ შორის 544 აშშ-ში და 546 მილიონი საზღვარგარეთ.

შედეგებმა აჩვენეს, რომ რისკმა, რომელიც ფილმში ჰარისონ ფორდის დაბრუნებას უკავშირდებოდა და რომლის ჰონორარიც 35 მილიონი დოლარი იყო, ნამდვილად გაამართლა.

Radiohead-მა “ბონდიანას” თემა წარმოადგინა (აუდიო)

საკულტო ბრიტანულმა როკ-კოლექტივმა, Radiohead ახალი სიმღერა სახელწოდებით „Spectre“ გამოუშვა, რომლის პრემიერაც SoundCloud-ზე შედგა.

როგორც ცნობილია, სიახლე ბონდიანას უკანასკნელი ნაწილისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სემ სმიტის „Writing’s on the Wall“-ზე შეჩერდა.

Spice Girls შესაძლოა 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაერთიანდეს

2016 წელს ჯგუფ Spice Girls-ის დაარსებიდან 20 წელი შესრულდება. კოლექტივის ყოფილმა სოლისტმა,  მელანი ბრაუნმა ამ თარიღთან დაკავშირებით კოლექტივის შესაძლო გაერთიანების შესახებ გააკეთა განცხადება. მომღერალი ალენ კარას სპეციალურ შოუს სტუმრობდა.

„სიმართლე რომ ვთქვა, ოცი წლისთავი რომ არ აღვნიშნოთ, ჩვენი მხრიდან ცუდი საქციელი იქნება. იმედი მაქვს, რომ რაღაც მოხდება და ეს რაღაც მალე იქნება. ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვამბობ“-განაცხადა ბრაუნმა,

არსებობს ასევე ვარაუდი, რომ Spice Girls 90-იანი წლების კიდევ ერთ პოპულარულ ჯგუფთან, Backstreet Boys-თან ერთად ერთობლივი მსოფლიო ტურნეს გამართვას გეგმავს.

Green Day-ს სიურპრიზი თაყვანისმცემლებს

Green Day-მ საახალწლო სიმღერა „Xmas Time of the Year“ გამოუშვა. სიახლე ნამდვილი სიურპრიზი გახდა თაყვანისმცემლებისთვის, რადგან კოლექტივს სამი წელია სიახლე აღარ გამოუშვია.

სიმღერის ტექსტი ჯგუფის ფრონტმენს, ბილი ჯო არმსტრონგს ეკუთვნის, მუსიკაზე კი კოლექტივის წევრებმა ერთად იმუშავეს.

 

ვარსკვლავური შობა

ცნობილი ადამიანების ყოველი ნაბიჯი მათი თაყვანისმცემლების გასარჩევი ხდება ხოლმე. გამონაკლისი არც წლევანდელი 25 დეკემბერი გახდა, რომელსაც კათოლიკური სამყარო ყოველთვის გრანდიოზულად აღნიშნავს.

მიუხედავად იმისა, რომ შობა სულ რამდენიმე საათის წინ დადგა, ბევრმა მათგანმა უკვე მოასწრო და ფოტოების სოციალური ქსელების საშუალებით გააზიარა.

 

rs_600x600-131220113759-600.jessica-alba.cm.122013

rs_600x600-131220113843-600.taylor-swift.cm.122013

rs_600x600-131220113932-600.selena-gomez.cm.122013

rs_600x600-131220160529-600.Taylor-Swift-Hailee-Steinfeld-Christmas-Instagram.ms.122013

rs_634x1024-131219160544-634.Shane-Thomas-Mley-Cyrus-Jingle-Ball.ms.121913

rs_1024x759-131220163840-1024.Joanna-Krupa-Romain-Zago-Christmas-Portrait-Dogs.ms.122013

1044754_10153410258195369_737143540117681252_n

მაილი საირუსმა საშობაო სიმღერა წარმოადგინა

ქსელში მაილი საირუსის ახალი თრექის „My Sad Christmas Song“ პრემიერა გაიმართა. სიმღერა ალტერნატიულ ჯგუფთან The Flaming Lips ერთად ჩაიწერა და ის შობის დღესასწაულს მიეძღვნა.

შეგახსენებთ, რომ მაილის მეხუთე სტუდიური ალბომი „Miley Cyrus & Her Dead Petz“ 30 აგვისტოს გამოვიდა და მისი სიმღერების უმეტესობის პროდიუსერი სწორედ ზემოთხსენებული კოლექტივია.

რობერტ დაუნი-უმცროსი აშშ-ის სასამართლომ ოფიციალურად შეიწყალა

მსახიობი რობერტ დაუნი-უმცროსი აშშ-ის სასამართლომ ოფიციალურად შეიწყალა 90-იან წლებში ნარკოტიკების შენახვის გამო. კალიფორნიის გუბერნატორმა, ჯერი ბრაუნმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ დაუნი სუფთაა კანონის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ 1996 წელს ნარკოტიკისა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის გამო ციხეში იჯდა.

განცხადებაში ასევე ნთქვამია, რომ მსახიობმა პირნათლად შეასრულა საზოგადოებრივი სამუშაოები, რომლებიც მასზე იყო დაკისრებული გათავისუფლების შემდეგ.

ერთ-ერთ ინტრევიუშ, 2010 წელს მსახიობმა აღიარა, რომ იმ მომენტიდან, როდესაც ის ნარკოტიკებს იღებდა, თითქოს მთელი ცხოვრება გავიდა.

ადელის ალბომი 2015 წლის ყველაზე გაყიდვადი ნამუშევარია

ადელის ახალი ალბომი „25“ ზედიზედ ოთხი კვირაა მსოფლიო ალბომების ჩარტის სათავეში იმყოფება. გასული კვირის მონაცემებით ალბომის ტირაჟმა 1 მლნ. 892 ათასი ასლი შეადგინა, რაც 10 ათასით მეტია წინა კვირის მონაცემებთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ტოპში 4 კვირიანი არსებობის მანძილზე ადელმა 11 მლნ. 727 ათასი ასლი გაყიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დისკი 2015 წლის ყველაზე გაყიდვადი ნამუშევარია.

მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ Coldplay ალბომით „A Head Full Of Dreams“ და ჯასტინ ბიბერი „Purpose“. გასული კვირის 10 ყველაზე გაყიდვად ალბომს შორის ასევე მოხვდნენ: One Direction — „Made In The A.M“, მაიკლ ბუბლე — „Christmas“ და ა.შ.

კვენტინ ტარანტინომ 2015 წლის ფავორიტი ფილმი დაასახელა

კვენტინ ტარანტინომ 2015 წლის საუკეთესო ფილმი დაასახელა. უპირობო ფავორიტი გახდა ჯორჯ მილერის „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“, სადაც მთავარ როლებს შარლიზ ტერონი და ტომ ჰარდი ასრულებენ.

„მთელი უქმეები ეკრანთან გავატარე. ეს ფილმი სამჯერ ვნახე და ძალიან კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა ტარანტინომ, რომელმაც ისიც აღიარა, რომ თავდაპირველად ამ პროექტისადმი სკეპტიკურად იყო განწყობილი, რადგან მიიჩნევდა, რომ მელ გიბსონის გარეშე, რომელიც პირველ ორ ნაწილში მთავარ როლს ასრულებდა, ფილმი ხარისხიანი ვერ გამოვიდოდა.

შეგახსენებთ, რომ ტარანტინოს გასული წლების ფავორიტი პროექტი მულტფილმი „სათამაშოების ისტორია 3“ და „შუაღამე პარიზში“ იყო.

ლუის ჰემილტონი მომღერლის კარიერაზე ოცნებობს

მიუხედავად ნიკოლ შერზინგერთან დაშორებისა, ცნობილ მრბოლელს, ლუის ჰემილტონს წარმატების მოპოვება მუსიკალურ სამყაროშიც სურს. ადრე დადიოდა ხმები, რომ ნიკოლი აქტიურად ეხმარებოდა თავის ბოიფრენდს თავი შოუ-ბიზნესშიც დაემკვიდრებინა, თუმცა მათი დაშორების შემდეგ ეს საკითხი შეჩერდა.

„მუსიკაზე ბავშვობიდან ვოცნებობ. სწორედ მისით შემიძლია ვაჩვენო რაც ვარ მართლა და რასაც ხალხი როგორც წესი, ვერ ხედავს. მუსიკა არის ჩემი ჰობი და განტვირთვის საუკეთესო საშუალება“, -აღიარა ჰემილტონმა ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში.

აშშ-ში ქალი მომღერლების მთავარი ბესტსელერები დასახელდა

ცნობილი გახდა აშშ-ის ბაზარზე ქალი მომღერლების მთავარი ბესტსელერები. პირველ პოზიციას ადელი იკავებს დისკით „25“, მეორე ადგილზე ტეილორ სვიფტი იმყოფება დისკით „1989“, საუკეთესო სამეულს კი მეგან ტრეინორი ხურავს ალბომით „Tittle“, რომელიც სულ მალე პლატინის სტატუსსაც მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ათეულში ადელის წინა დისკი „21“ მოხვდა.  საუკეთესოთა შორის ასევე არიან: კერი ანდერვუდი – „Storyteller“, ნიკი მინაჟი – „The Pinkprint“, სია – „1000 Forms of Fear“, მადონა – „Rebel Heart“ და ა.შ.

ქლოე კარდაშიანის „შიშველი“ ფოტოსესია აუზთან (ფოტოები)

ქლოე კარდაშიანი თამამი ფოტოების გამოქვეყნებას განაგრძობს. ფოტოსესიის ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი მარკ როზენტალია, რომლის ობიექტივშიც კარდაშიანმა აუზთან შიშველმა იპოზიორა.

„ამ ფოტოების ნახვისას მახსენდება აგვისტო, როდესაც ოჯახთან ერთად არაჩვეულებრივად დავისვენე“, – განაცხადა ვარსკვლავმა.

_500_600_80_6TQ1IV

abf44a3415f056ff1144cfb5bb49230b

1c7478327ecb637f589f950c09ca3187

ტეილორ სვიფტი და ჰარი სტაილზი ერთმანეთის ნახვას გაურბიან

ტეილორ სვიფტი დიდი ხანია, რაც თავის ბოიფრენდს, ჰარი სტაილზს დაშორდა, თუმცა მიუხედავად ახალი რომანისა, ის მაინც გაურბის სტაილზთან შეხვედრას. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ამ ყველაფერს ის სმარტფონის საშუალებით ახერხებს. გაჯეტში ტეილორს ჩატვირთული აქვს პროგრამა, რომლის საშუალებითაც ის ხედავს, მისი რომელი ნაცნობი იმყოფება შორიახლოს. თავის მხრივ ჰარიც იმავე პროგრამას იყენებს, რომელიც როგორც აღმოჩნდა, კელვნთან შეხვედრას გაურბის.

შეგახსენებთ, რომ ინსაიდერები არაერთხელ წერდნენ იმის შესახებ, რომ შოტლანდიელი დიჯეი კვლავ ეჭვიანობს ჰარიზე, რადგან მიიჩნევს, რომ ტეილორს ყოფილ ბოიფრენდთან კვლავ გრძნობა აკავშირებს.

 

კინოექსპერტებმა „ფორსაჟი 7“-ში ყველაზე მეტი შეცდომა აღმოაჩინეს

თანამედროვე ბლოკბასტერები ცნობილია არამარტო სპეცეფექტებით და მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავებით, არამედ საკამოდ ბევრი შეცდომებითაც. საიტმა MovieMistakes.com 2015 წლის ფილმებს გაუკეთა ანალიზი და საკუთარი რეიტინგი  შეადგინა. რეიტინგის პირველ ადგილზე „ფორსაჟი 7“ აღმოჩნდა – მასში კინოექსპერტებმა 40-ზე მეტი შეცდომა აღმოაჩინეს.

მაგალითად, ერთ-ერთი ეპიზოდის დროს, დუეინ ჯონსონის პერსონაჟი შენობიდან ვარდება, რომლის შემდეგაც ის ხელზე თაბაშირით ჩნდება. კინოექსპერტების მტკიცებით, ასეთი ტრავმის შემდეგ ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანს სხეულის ათობით დაზიანება უნდა ჰქონდეს.

ყველაზე მეტი შეცდომების მქონე ფილმების ათეული ასე გამოიყურება: 2. „იურული პერიოდის სამყარო“ – 33 შეცდომა, „მარსიანელი“ – 19 შეცდომა, „007: სპექტრი“ – 16 შეცდომა, „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“ – 15, ადამიანი-ჭიანჭველა – 12, „ტერმინატორი: გენეზისი“ – 10, „გრეის ორმოცდაათი ელფერი“ – 8, „არდადეგები“ – 7, „მინიონები“ – 7.

ჯონი დეპი ყველაზე გადაფასებული ვარსკვლავია

ჟურნალ Forbes-ის გამოკითხვით, „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ვარსკვლავი, ჯონი დეპი ჰოლივუდის ყველაზე გადაფასებული ვარსკვლავია.

რეიტინგში ისეთი სახელები მოხვდა, რომლებსაც გადაღებებში საკმაოდ დიდ ჰონორარს უხდიან, მაგრამ ფილმის საერთო მოგებისთვის მათ დიდი წვლილი ვერ შეაქვთ.

ზედიზედ ორი წლის განმავლობაში რეიტინგის სათავეში ადამ სენდლერი იმყოფებოდა, დეპი კი 2014 წელს მეორე ადგილზე იმყოფებოდა. 2015-ში დეპის მონაწილეობით ფილმმა „მორდეკაი“ ერთ დოლარზე 1,2 დოლარი მოიტანა. საერთო ჯამში პროექტის შემოსავალმა მხოლოდ 47 მილიონი შეადგინა.

რეიტინგის მეორე ადგილზე დენზელ ვაშინგტონი განთავსდა – ყოველ დახარჯულ  დოლარზე 6,5 დოლარით, მესამე ადგილზე კი უილ ფერელი მოხვდა 6,8 დოლარით. ათეულში ასევე განთავსდნენ: ლიამ ნისონი, უილ სმიტი, კრისტიან ბეილი, ჩენინგ ტატუმი, ბრედ პიტი, ბენ აფლეკი და ტომ კრუზი.

 

მეორე ადგილი – დენზევ ვაშინგტონი

depp23122015-4

მესამე ადგილი – უილ ფერელი

depp23122015-8

მეოთხე ადგილი – ლიამ ნისონი

depp23122015-3

მეხუთე ადგილი – უილ სმიტი

depp23122015-5

მეექვსე ადგილი – ჩენინგ ტატუმი

depp13122015-6

მეშვიდე ადგილი – კრისტიან ბეილი

depp23122015-1

მერვე ადგილი – ბრედ პიტი

depp13122015-2

მეცხრე ადგილი – ბენ აფლეკი

depp23122015-6

მეათე ადგილი – ტომ კრუზი

depp23122015-7

ჯასტინ ბიბერის ახალმა ალბომმა პლატინის სტატუსი მოიპოვა

ჯასტინ ბიბერის უკანასკნელი ალბომი „Purpose“ მესამე დისკი გახდა 2015 წლის განმავლობაში, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე 1 მილიონზე მეტი ერთეულის ტირაჟით გაიყიდა. კანადელ მომღერალს სულ ხუთი კვირა დასჭირდა ამ შთამბეჭდავი რეზულტატის მისაღწევად.

აქამდე პლატინის სტატუსები ადელის „25“-მა და დრეიკის დისკმა „If You’re Reading This It’s Too Late“ დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ ბიბერი ხუთი პლატინის ალბომის მფლობელია – „Believe“, „Under the Mistletoe“, „My World 2.0“ და „My World“.

 

ადელმა ბიონსესთან თანამშრომლობა უარყო

მომღერალმა ადელმა უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ბიონსესთან ერთად ახალ სიმღერაზე მუშაობს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიონსესან ერთად ჩაწერილი დუეტი ადელის ახალ ალბომში „25“ შევიდოდა, დისკის გამოსვლამდე გაჩნდა. “ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა, ალბათ უნდოდა, კარგად გამეცინა. ყველამ კარგად იცის ჩემი ბიონსეს მიმართ დამოკიდებულების შესახებ, ჩემი შვილის შემდეგ ის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია და მასთან დუეტი ჩემთვის მართლაც ყველაზე დიდი სურვილია, მაგრამ ამ ეტაპზე ამის შესახებ საუბარიც არ არის”, – აღიარა ადელმა.

შეგახსენებთ, რომ მომღერლის ალბომი „25“ ნოემბერში გამოვიდა, სამ დღეში მარტო აშშ-ში ალბომის 2,433 მილიონი ასლი გაიყიდა.

მაილი საირუსი სცენაზე პამელა ანდერსონთან ერთად გამოვიდა

ამ დღეებში მაილი საირუსმა ლოს-ანჯელესში ტური Dead Petz დაასრულა. შოუზე მომღერალმა პამელა ანდერსონი მოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ანდერსონი აქტიურად არის დაკავებული ცხოველთა დაცვის საქმით, სიმღერის „We Can’t Stop“ შესრულების დროს ის სცენაზე ავიდა, ხელში კი პოსტერი ეჭირა მოწოდებით: „გადაარჩინეთ ვეშაპები“.

კვენტინ ტარანტინოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს (ფოტოები)

21 დეკემბერს, ჰოლივუდის დიდების ხეივანში კვენტინ ტარანტინოს სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ოსკაროსან რეჟისორთან ამ დღეს სემიეულ ელ ჯექსონი, ზოუი ბელი, ტიმ როტი, ჯენიფერ ჯეისონ ლი და სხვა მსახიობები იყვნენ და ფოტოგრაფების წინ სიამოვნებით პოზირებდნენ.

ცერემონიის მსვლელობაში ტარანტინომ სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა და ავტოგრაფები დაარიგა, ასევე არ დავიწყებია სემიუელ ელ ჯექსონისთვის დაბადების დღე მიელოცა, რომელიც 67 წლის გახდა – რეჟისორმა მას პირადად უმღერა მსახიობს სიმღერა „Happy Birthday to You“.

0dac8714ac8670bf3c38cad6d13e6f38

0fe44cb261235a55d453f76fb0ad700e

7fbe678b5d06cfdd6ba9de532ce14282

10a13ab5c9f13606d208bba75c1fa913

615a73aaa92bb5486a2a11ce4b56b323

2703fb50db817d6abe8a234f006238ca

6456e748035c6d9e2efda231cc054532

c61d6f4618534a73119df1322f6fdfbc

d155336dd4dd315ca8f24ce54c005b10 e62989d38a236b4e618be165bcae9006

„ვარსკვლავურმა ომებმა“ „იურული პერიოდის სამყაროს“ რეკორდი მოხსნა

„ვარსკვლავურმა ომებმა“ საპრემიერო უქმეებზე აბსოლუტური რეკორდი დაამყარა. კომპანია Walt Disney-ს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ფილმმა 528 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ამ გზით კი წინა რეკორდმენმა – „იურული პერიოდის სამყარომ“  524,9 მილიონი დოლარით მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ ორ ფილმს შორის სხვაობა კიდევ უფრო მკვეთრად გაიზრდება, რაც „ვარსკვლავური ომების“ ჩვენება სხვა ადგილებშიც მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ფილმში მთავარ როლებს კერი ფიშერი, ჰარისონ ფორდი, ოსკარ აიზეკი და სხვა მსახიობები ასრულებენ. ცნობილია ისიც, რომ უმეტესობა მათგანი მერვე ეპიზოდის შექმნაშიც მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ეკრანებზე 2017 წლის მაისში გამოვა.

ადელის ჰიტი მე-8 კვირაა „ბილბორდის“ ცხელი ასეულის სათავეში იმყოფება

ადელის ჰიტი „Hello“ Billboard Hot 100-ის სათავეში ყოფნას განაგრძობს. თრექი უკვე მერვე კვირაა ჩარტის სათავეში იმყოფება. ლიდერების სამეული კვლავაც უცვლელია – ჯასტინ ბიბერი და დრეიკი მერე და მესამე ადგილებს ინაწილებენ.

ტოპ-10-ეულში ასევე არიან: სელენა გომესი „Same Old Love“, The Weeknd “The Hills”, მეგან ტრეინორი, ჯონ ლეჯენდი “Like I’m Gonna Lose You” და ა.შ.

Billboard-მა 2015 წლის საუკეთესო სიმღერები გამოავლინა

Billboard-მა 2015 წლის საუკეთესო სიმღერები გამოავლინა. პირველი ადგილი დაიკავა The Weeknd-მა ჰიტით „Can’t Feel My Face“. მეორე ადგილზე დრეიკი იმყოფება ჰიტით „Hotline Bling“, სამეულს კი Major Lazer ხურავს „Lean On“.

ათეულში ასევე მოხვდნენ: ადელი „Hello“, Skrillex, Diplo & ჯასტინ ბიბერი „Where Are U Now“, Fetty Wap “Trap Queen”, კენდრიკ ლამარი „Alright“, ჯასტინ ბიბერი „Sorry“, The Weeknd “The Hills” და ა.შ.

სელენა გომესმა თამამი კლიპი წარმოადგინა (ვიდეო)

სელენა გომესმა ახალი კლიპი „Hands to Myself“ წარმოადგინა. სიმღერა რიგით მესამეა მისი დისკიდან „Revival“, რომლის რელიზიც 9 ოქტომბერს შედგა.

ვიდეო სელენასთვის საკმაოდ  უჩვეულო გამოვიდა – ის საკმაოდ თამამ კადრებს შეიცავს, თუმცა, თაყვანისმცემლებმა მას დადებითი შეფასებები მისცეს.

მიზეზი, რის გამოც ადელმა მოწევას თავი დაანება

ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში ადელმა განაცხადა, რომ საბოლოდ უარი თქვა მოწევაზე. „გრემის“ 10-გზის ლაურეატის თქმით, წლების განმავლობაში ის  დღეში ერთ კოლოფზე მეტს ეწეოდა. სიგარეტისთვის თავის დანებება მან 2012 წელს, ორსულობის, ასევე ხმის იოგებზე პრობლემების გამო  გადაწყვიტა. ბრიტანელი მომღერლის თქმით, ყველაზე დიდი როლი კი ამ საქმეში მისმა ოჯახმა იქონია.

„მოწევა – ძალიან კარგი პროცესია, მაგრამ ფილტვების სიმსივნით რომ ვკვდებოდე, ჩემი შვილიც ამით მოკვდებოდა და დამნაშავე მხოლოდ მე ვიქნებოდი“, – განაცხადა მომღერალმა.

 

არიანა გრანდემ საშობაო ალბომი გამოუშვა

არიანა გრანდემ საშობაო ალბომი გამოუშვა. მომღერალმა მინი-ალბომი სახელწოდებით „Christmas & Chill“ წარმოადგინა. დისკი ხუთ სიმღერას შეიცავს: 1. Intro 2. Wit It This Christmas 3. December 4. Not Just On Christmas 5. True Love 6. Winter Things.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო წელს გრანდე კარიერაში რიგით მესამე ალბომს „Moonlight“ გამოსცემს.

10 საუკეთესო სიმღერა Rolling Stone-ის ვერსიით

Rolling Stone-ის მკითხველმა 10 საუკეთესო სიმღერა გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ პირველ ორ ადგილზე სიმღერები სახელწოდებით „Ghosttown“ განთავსდა, მადონას და ადამ ლამბერტის შესრულებით. სამეულს ადელის „Hello“ ხურავს.

ათეულში ასევე იმყოფებიან: დრეიკი „Hotline Bling“, Alabama Shakes “Don’t Wanna Fight”, Tame Impala “Let It Happen” და ა.შ.

„მის სამყარო 2015“ ფილიპინების წარმომადგენელი გახდა

ლას-ვეგასში კონკურსი „მის სამყარო 2015“ დასრულდა, რომლის გამარჯვებულიც 26 წლის ფილიპინელი პია ალონსო ვურტცბახი გახდა.

თავდაპირველად, შეცდომის გამო წამყვანმა გამარჯვებულად კოლუმბიის წარმომადგენელი დაასახელა, თუმცა, მალევე გამოასწორა.

რაც შეეხება რეალურ გამარჯვებულს, მას ფილიპინების პრეზიდენტთან სასიყვარულო ურთიერთობებს მიაწერენ.

მომდევნო კონკურსი 2016 წლის ბოლოს ბუდაპეშტში გაიმართება.

 

12390917_10153890027134047_5394422559153956102_n

ალ პაჩინოსა და ენტონი ჰოპკინსის ერობლივი ფილმის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

ქსელში ენტონი ჰოპკინსისა და ალ პაჩინოს მონაწილეობით ფილმის „ტყუილზე უარესი“ თრეილერი გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ ეს პაჩინოსა და ჰოპკინსის პირველი ერთობლივი ნამუშევარია – ფილმი კორუმპირებული ფარმაცევტული კომპანიის შესახებ მათი პირველი საერთო პროექტი გახდება.

ფილმის პრემიერა 2016 წლის თებერვალში შედგება.

დევიდ ბექჰემი ყველაზე მაღალანაზაღაურებადი ყოფილი სპორტსმენია

დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ, დევიდ ბექჰემი კვლავაც განაგრძობს მილიონების გამომუშავებას. 2015 წელს ის დაახლოებით 50 მილიონით გამდიდრდა, რაც 2014 -თან შედარებით დაახლოებით 15 მილიონით მეტია. შესაბამისად, დევიდი გახდა ყველაზე მაღალანაზრაურებადი ყოფილი სპორტსმენი.

ექს-ფეხბურთელს შემოსავალი სარეკლამო კამპანიებიდან, სხვადასხვა მსოფლიო ბრენდებთან თანამშრომლობიდან, ასევე საკუთარი კომპანიიდან აქვს, რომელიც სპორტული სასმელის წარმოებით არის დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დევიდ ბექჰემი ჟურნალ People-ის ვერსიით ყველაზე სექსუალურ მამაკაცადაც დასახელდა.

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი კამბოჯას ესტუმრნენ

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი კამბოჯას ესტუმრნენ. ჰოლივუდელი წყვილის მიზანი ახალ ფილმზე – „ჯერ მათ მამაჩემი მოკლეს: კამბოჯას ქალიშვილის მოგონებები“ მუშაობაა. ამჯერად, ჯოლი ფილმის ერთადერთი რეჟისორი და პროდიუსერი არ იქნება: გადაღებებში მას ცნობილი კამბოჯელი რეჟისორი რიტჰი პანი დაეხმარება. ასევე ანჯელინასთან ერთად ფილმზე მისი შვილი, მედოქსი იმუშავებს, რომელიც წარმოშობით სწორედ კამბოჯადან არის.

„როდესაც მომავალი ფილმის სცენარი წავიკითხე, ძალიან განვიცადე, როგორ ცხოვრობენ ბავშვები ომის შედეგად. ყველაფერი ეს დამეხმარა კამბოჯას უფრო დავახლოვებოდი, რომელიც ჩემი შვილის სამშობლოც არის“, – აღიარა ჯოლიმ.

690x482_0xd42ee42a_21091660951450360922

 

690x609_0xd42ee42a_10860875191450360922

მაილი საირუსი მორიგი გამოცემისთვის გაშიშვლდა (ფოტოები)

ბოლო დროს მაილი საირუსი სულ უფრო ხშირად ხვდება პრიალა ჟურნალებში. გამონაკლისი არც Plastik-ის გარეკანი ყოფილა. ქსელში გამოჩნდა პირველი კადრები, რომლებზეც საირუსი ტანსაცმლის გარეშე პოზირებს.

ტკბილეულეის, ცელოფნისა და ბრჭყვიალების წყალობით საირუსს სხეულის შიშველი ნაწილი დაფარული აქვს. ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე ფოტოა გამოსული, სრულად კი მათი ნახვა გამოცემის დეკემბრის ნოემრში იქნება შესაძლებველი.

14eb1f06804a0e48848d90f504baf784

c7c040329068074aff5f3601bd931310

2015 წლის საუკეთესო ფილმები და სერიალები

ამერიკის კინოს ინსტიტუტმა 2015 წლის ათი საუკეთესო ფილმი და სერიალი გამოავლინა. რეიტინგი არავისთვის ყოფილა გასაკვირი: საუკეთესოთა სიაში „ვარსკვლვური ომები“, „სამეფო კარის თამაშები“, „შეშლილი მაქსი“ და სხვა ცნობილი პროექტები ფიგურირებს.

საუკეთესო ფილმებსა და სერიალებს სპეციალურ ცერემონიაზე დააჯილდოვებენ, რომელიც 2016 წლის 8 იანვარს გაიმართება:

საუკეთესო ფილმების ტოპ-10-ეულში მოხვდნენ: „კეროლი“, „თავსატეხი“, „ვარსკვლავური ომები“, „მარსიანელი“, „ოთახი“, „ყურადღების ცენტრში“, „ქუჩების ხმა“ და ა.შ.

რაც შეეხება სერიალებს, საუკეთესოდ შენდეგები ცნეს: „ამერიკელები“, „იმპერია“, „ფარგო“, „სამშობლო“, მისტერ რობოტი“, „სამეფო კარის თამაშები“, მისტერ რობოტი“, „არარეალური“ და ა.შ.

 

30 წლამდე ასაკის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსები

ჟურნალმა Forbes 30 წლამდე ასაკის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსები გამოავლინა.  რეიტინგის სათავეში One Direction მოხვდა. 2015 წლის განმავლობაში კოლექტივის წევრებმა 130 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს და ამ მაჩვენებლით ტეილორ სვიფტი მეორე ადგილზე გადაანაცვლეს.

აღსანიშნავია,რომ სიაში მოხვდა ერთადერთი მსახიობი – ჯენიფერ ლოურენსი, 52 მილიონი დოლარით.

Forbes-ის რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. One Direction – $130 მლნ.
  2. ტეილორ სვიფტი – 80 მლნ.
  3. ლედი გაგა – 59 მლნ.
  4. ედ შირანი – 57 მლნ.
  5. ჯენიფერ ლოურენსი – 52 მლნ.
  6. დრეიკი – 39,5 მლნ.
  7. Florida Georgia Line – 36.5 მლნ.
  8. რიანა – 26 მლნ.
  9. Skrillex – 24 მლნ.
  10. უიზ ხალიფა – 21,5 მლნ.

„დიდი გამყინვარება 5“: ახალი თრეილერი (ვიდეო)

ქსელში ანომაციური ფილმის „დიდი გამყინვარება“ მე-5 ნაწილის თრეილერი გამოქვეყნდა. უკანასკნელი ეპიზოდის სახელწოდებაა – „შეჯახება გარდაუვალია“.

პროექტის რეჟისორები არიან მაიკ ტერმაიერი და გალენ ჩუ. მისი პრემიერა 2016 წლის დასაწყისშია დადგეგმილი. მულტფილმის ინგლისურენოვან ვერსიას ჯენიფერ ლოპესი, კუინ ლატიფა, საიმონ პეგი და სხვა ვარსკვლავები ახმოვანებენ.

 

მაიკლ ჯექსონის „Thriller“-მა ახალი რეკორდი დაამყარა

ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალების შემდეგაც, მისი შემოქმედება თაყვანისმცემლებს კვლავ ახარებს, ხოლო სიმღერები ახალ მსოფლიო რეკორდებს ამყარებს. ასე, მაგალითად მაიკლ ჯექსონის ალბომი „Thriller“ პირველი დისკია ისტორიაში, რომელიც მარტო აშშ-ის მასშტაბით 30 მილიონიანი ეგზემპლარის ოდენობით გაიყიდა. ასეთი მონაცემები ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციამ გამოაქვეყნა.

„Thriller“, რომელიც 1982 წელს გამოვიდა, კრიტიკოსებმა ერთხმად აღიარეს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პოპ-ალბომად. უკვე 1984 წელს, ალბომის გაყიდვებმა, რომელიც ისეთ ჰიტებს შეიცავდა, როგორებიც იყი „Billie Jean“, „Beat It“ და „Thriller“ 20 მილიონიან მაჩვენებელს გადააჭარბა.

 

სიამ ახალი სიმღერა წარმოადგინა (აუდიო)

სიამ ახალი სიმღერა სახელწოდებით „Cheap Thrills“ წარმოადგინა. სიახლე ალბომში „This Is Acting“ შევა, რომელიც გაყიდვაში 29 იანვარს გამოვა. აღსანიშნავია, რომ სინგლი რიანასთვის იყო განკუთვნილი, თუმცა, როგორც თავად მუსიკოსი აცხადებს, ბარბადოესლი მომღერლისთვის ის ზედმეტად „ბრიტ-პოპი“ იყო.

აღსანიშნავია, რომ ალბომში „This Is Acting“ შესულია თრექები, რომლებიც ავსტრალიელმა მუსიკოსმა თავდაპირველად სხვებისთვის დაწერა.

 

ელი გოულდინგმა საშობაო სიმღერა წარმოადგინა (ვიდეო)

ელი გოულდინგმა საშობაო თრექი „O Holy Night“ წარმოადგინა. სიახლე ფრანგი კომპოზიტორის,  ადოლფ ადანის პოპულარული სიმღერის ქავერ-ვერსიას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს გაყიდვაში გამოვიდა მუსიკოსის მესამე სტუდიური ალბომი „Delirium“. დისკმა კრიტიკოსების უარყოფითი შეფასება და ბრიტანულ ჩარტში საკმაოდ ცუდი პოზიციები აჩვენა.

 

კრის ბრაუნმა მორიგი კლიპი წარმოადგინა (ვიდეო)

კრის ბრაუნმა კვლავ გაახარა თაყვანისმცემლები და ახალი კლიპი გამოაქვეყნა. ამჯერად მომღერალმა კლიპი სიმღერაზე „Anyway“ გადაიღო. სიმღერა არტისტის მეშვიდე ალბომში „Royalty“ შედის, რომლის ოფიციალური რელიზი 18 დეკემბერს შედგება.

შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში ბრაუნმა რამდენიმე სიმღერის ვიდეო წარმოადგინა, რომლებიც ასევე მის ახალ ფირფიტაში შედის.

 

კრის ბრაუნმა საცეკვაო კლიპი წარმოადგინა (ვიდეო)

კრის ბრაუნმა სიმღერაზე „Wrist“ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც Solo Lucci-თან ერთად ჩაწერა. საცეკვაო რგოლი გადაღებულია თრექზე, რომელიც არ არის სინგლი. სიმღერა სახელწოდებით „Wrist“ ბრაუნის ახალ ალბომში „Royalty“ შედის, რომლის რელიზიც 18 დეკემბერს იგეგმება.

 

ბარაკ ობამამ დრეიკის „Hotline Bling“ „შეასრულა“ (ვიდეო)

ქსელში სულ უფრო პოპულარული ხდება ვიდეო ბარაკ ობამას მონაწილეობით, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი დრეიკის ჰიტს „Hotline Bling“ „ასრულებს“. მორიგი სახალისო რგოლი არხმა BaracksDubs გამოაქვეყნა, რომელსაც თაყვანისმცემლებმა კითხვით მიმართეს: განაგრძობს თუ არა ბლოგერი მსგავსი ვიდეოების კეთებას მაშინ, როდესაც ობამა აღარ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი, რაზეც მან თანხმობა განაცხადა.

ამ გზით, YouTube-ზე შესაძლებელია მალე ჰილარი კლინტონის ან დონალდ ტრამპის ვიდეოები ვიხილოთ.

 

 

Seal-მა საშობაო კლიპი „This Christmas“ გამოუშვა (ვიდეო)

Seal-მა საშობაო კლიპი „This Christmas“ გამოუშვა, რომლის პრეზენტაციაც ბრიტანელი მომღერლის YouTube-ის ოფიციალურ არხზე შედგა. აღსანიშნავია, რომ სიახლე დამოუკიდებელი ნამუშვარია და ის მომღერლის არცერთ სტუდიურ ალბომში არ შედის.

 

ჯეისონ დერულომ ახალი კლიპი წარმოადგინა (ვიდეო)

ჯეისონ დერულოს YouTube-ის ოფიციალურ არხზე მუსიკოსის ახალი კლიპის „Get Ugly“ პრემიერა გამართა. თაყვანისმცემლებმა სიახლე პოტენციურ ჰიტად შეაფასეს.

სიახლე მეოთხე სინგლია ახალი ალბომის „Everything Is 4“ მხარდასაჭერად, რომლის რელიზიც 2015 წლის 2 ივნისს შედგა.

 

2015 წლის ყველაზე სექსუალური ლამაზმანები (ფოტოები)

მათზე 2015 წელს ყველაზე მეტი დაიწერა. თითოეული ეს ლამაზმანი გასული წლის ნამდვილი სექს-სიმბოლოს წოდებას ნამდვილად იმსახურებს.

 

 

 

 

 

ირინა შეიკი

690x1035_0xd42ee42a_11537517971450182208

ირინა შეიკმა 2015 წლის განმავლობაში მსოფლიო არაერთხელ აალაპარაკა. კრიშტიან რონალდუსთან სკანდალური დაშორება, „ოსკარის“ ცერემონიაზე „ვერსაჩეს“ „შიშველ“ კაბაში გამოჩენა, ახალი რომანი ბრედლი კუპერთან, L’Oreal-ის ახალი სახე და ა.შ. რუსი წარმოშობის ლამაზმანის გარშემო სასაუბრო თემა მუდმივად არის, პაპარაცებისთვის კი ის ერთგვარი სამიზნეა.

 

ჯენიფერ ლოპესი

690x900_0xd42ee42a_11028257861450177672

რატომ გამოიყურება 46 წლის ვარსკვლავი უკეთ, ვიდრე 26 წლის გოგო? ასეთ ფორმაში მომღერალი არასოდეს ყოფილა. მის სახეზე არ არის არც ნაოჭის და არც პლასტიკური ქირურგიის ჩარევის კვალი. ყველაფერს ლოპესის ახალგაზრდა ბოიფრენდს „აბრალებენ“, რომელმაც მიმდინარე წლის განმავლობაში რჩეულს ცოლობა რამდენჯერმე სთხოვა. სწორედ მასთან ერთად გამოიყურება ჯეი ლო ნამდვილად ბედნიერად.

 

კენდის სვეინპოლი

690x904_0xd42ee42a_17997033501450177996 (1)

Victoria’s Secret-ის მთავარი ქერათმიანი და შეუცვლელი „ანეგლოზი“ 2015-ში ბევრჯერ გაშიშვლდა, თუმცა ის იმდენად ლამაზია, რომ არ არსებობს წარუმატებელი რაკურსი. ის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ფოტოსესიების მთავარი გმირია.

 

მარგო რობი

margot-robbie-in-manhattan-magazine-january-february-2014-issue_4

ის ცნობილი გახდა ფილმიდან „უოლ-სტრიტის მგელი“. ტრიუმფალური გასროლა კი უილ სმიტთან ერთად განახორციელა „ფოკუსში“, თუმცა, ამ დიდებას კინაღამ სმიტის 20 წლიანი ოჯახი შეეწირა.

ორივე ფილმში ქერათმიანი ლამაზმანი ჭკუას აკარგვინებს მამაკაცებს სექსუალური ტემპერამენტის წყალობით, სწორედ ამიტომ ის თანამედროვეობის ერთ-ერთ მთავარ სექს-სიმბოლოდ მიიჩნევა.

 

შარლიზ ტერონი

690x829_1_8167de855695bdd0efa50c965c453780@700x842_0xd42ee42a_12764715791450180151

ჰოლივუდის მთავარი ლამაზმანი და Dior-ის სახე წელსაც J’Adore-ის სახედ რჩება. მისი და შონ პენის რომანი ტაბლოიდების ფურცლებიდან დიდხანს არ ჩამოსულა. „ურჩხული და მზეთუნახავი“ – სწორედ ასე შეარქვეს წყვილს ბულვარულმა ჟურნალისტებმა. ამჟამად ისინ დაშორებულები არიან, თუმცა პენს არაერთხელ უცდია ყოფილ სიყვარულთან დაბრუნება, რაც ნამდვილად გასამართლებელია – შარლიზზე ლამაზი ქალის პოვნა ჰოლივუდშიც კი ძალიან რთულია.

სერენა უილიამსი „წლის სპორტსმენი“ გახდა (ფოტო)

ამერიკელი ჩოგბურთელი, რომელიც წელს უკვე მეექვსედ გახდა „უიმბლდონის“ გამარჯვებული, გამოცემამ Sports Illustrated „წლის სპორტსმენად“ დაასახელა. იმისათვის, რომ მკითხველს უსიტყვოდ გაეგო, სერენა სამეფო ტახტზე დასვეს.

„2015 წელი განსაკუთრებული იყო ჩემთვის. მადლობას ვუხდი Sports Illustrated-ს იმისთვის, რომ ჩემი მცდელობები დააფასეს. ეს ყველაფერი მაძლევს იმედს, რომ მომავალი მხოლოდ უკეთესობისკენ შეიცვლება. უნდა ვთქვა, რომ ეს წარმატება არამარტო ჩემი, არამედ მთლიანი გუნდის დამსახურებაა. მიყვარხართ, ბავშვებო!“ – განაცხადა სერენამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ სპორტსმენის კარიერა ამჟამად პიკში იმყოფება.

 

20151214-sere2

კრის ბრაუნმა სექსუალური კლიპი წარმოადგინა (ვიდეო)

კრის ბრაუნის Youtube-ის ოფიციალურ არხზე სიმღერაზე „Back to Sleep“ გადაღებული კლიპის პრეზენტაცია შედგა. ნამუშევარი არტისტის მეშვიდე სტუდიურ ალბომში „Royalty“ შევა, რომლის რელიზიც 18 დეკემბერს იგეგმება.

კლიპს თაყვანისმცემლებმა ერთხმად უწოდეს სექსუალური.

აღსანიშნავია, რომ ბრაუნის ახალი დისკის მხარდასაჭერად  ოთხი სინგლი – „Zero“, „Back to Sleep“ „Fine by Me“ და „Liquor“ გამოვიდა.

 

Twitter-მა 2015 წელი შეაჯამა

მიკრობლოგების სერვისმა Twitter 2015 წლის მონაცემები შეაჯამა.  როგორც გაირკვა, მიმდინარე წელს ყველაზე მეტი გამომწერი ტეილორ სვიფტს ჰყავდა (20 მლნ.), მეორე ადგილზე იმყოფება კეტი პერი (18 მლნ.), მესამეზე კი ჯასტინ ბიბერი გავიდა (14 მლნ.). საუკეთესო ათეულში ასევე მოხვდნენ არიანა გრანდე, რიანა, ლედი გაგა, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ბრიტნი სპირსი, შაკირა, სელენა გომესი.

წლის ყველაზე განხილვადი რელიზი აღმოჩნდა: 1. Hello- ადელი, 2. Sorry-ჯასტინ ბიბერი, 3. Love Yourself – ჯასტინ ბიბერი, 5. Hey Everybody! – 5 Seconds of Summer. ყველაზე განხილვადი ალბომი კი  One Direction-ის „Made in the AM“ გახდა, ჯასტინ ბიბერი – „Purpose“, 5 Seconds of Summer – „Sounds Good Feels Good“, სელენა გომესი – „Revival“, ადელი – „25“, კენდრიკ ლამარი – „To Pimp a Butterfly“ და ა.შ.

დევიდ გეტა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის ჰიმნს დაწერს

პოპულარული ფრანგი დიჯეი დევიდ გეტა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის ჰიმნს დაწერს, რომელიც მომდევნო წელს საფრანგეთში ჩატარდება. უკვე ცნობილია, რომ სიმღერას „This One’s For You“ ერქმევა.

აღსანიშნავია, რომ თრექის ჩაწერაში ნებისმიერ მსურველს შეეძლება მონაწილეობის მიღება საიტზე ThisOnesForYou.com. ყველაფერი, რაც საჭიროა – იმღერო წარმოდგენილი ფრაგმენტი მიკროფონში. ყველა გადაგზავნილი ჩანაწერი სიმღერაში ბექ-ვოკალად გამოიყენება, ასევე თქვენ მიიღებთ ჰიმნის საკუთარ გარეკანს.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ფრაგმენტის ჩაწერის ინიციატივა რამდენიმე ასეულმა ათასმა ადამიანმა გამოთქვა.

“This One’s For You” ციფრულ ფორმატში 2016 წლის 15 აპრილს გამოვა.

 

0_c28e7_96a9e3ed_orig

BBC Music Awards-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დიდ ბრიტანეთში პრესტიჟული პრემია BBC Music Awards-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 2015 წლის ტრიუმფატორი ადელი გახდა, რომელმაც ნომინაციებში „წლის ბრიტანელი არტისტი“ და „საუკეთესო ბრიტანული გამოსვლა“. საერთაშორისო მომღერლებიდან ტეილორ სვიფტი გამოარჩიეს, საუკეთესო სიმღერად კი Hozier-ის „Take Me To Church“ დაასახელეს.

ახალ კლიპში მაილი საირუსი ძნელად აღსაზრდელ ბავშვს ასახიერებს (ვიდეო)

მაილი საირუსმა სიმღერაზე „BB Talk“ კლიპი გამოუშვა. სიახლე სკანდალური მომღერლის ალბომში „Miley Cyrus and her Dead Petz“ შედის, რომელიც მან 30 აგვისტოს უფასოდ გამოუშვა. რგოლში მომღერალი ძნელად აღსაზრდელ ბავშვს ასახიერებს – მაილი ცეკვავს პამპერსში და სიმღერას ვარდისფერ ოთახში ასრულებს.

ვიდეოს მაილის თაყვანისმცემლებში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

 

ადელმა Coldplay-ს პირველობა არ დაუთმო

მესამე კვირაა ადელის ალბომი „25“ ბრიტანულ ჩარტს ლიდერობს. გამოსვლის დღეს მომღერალმა დისკის 354 ათასი ასლი გაყიდა, ამ მაჩვენებლით კი მან უკან მოიტოვა Coldplay-ს ფირფიტა „A Head Full Of Dreams“, რომლის 236 ათასი ერთეული გაიყიდა.

საუკეთესო ათეულში ასევე მოხვდნენ: ჯასტიბ ბიბერი „Purpose“, One Direction “Made In The A.M”, Little Mix “Get Weird” და ა.შ.

ქალებს ყველაზე მეტად ჯონი დეპის კოცნა სურთ

მიუხედავად იმისა, რომ წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დევიდ ბექჰემი დასახელდა, ხოლო ტომ ჰარდი ყველაზე პოპულარულ მსახიობი გახდა, როგორც აღმოჩნდა, ქალებს ყველაზე მეტად ჯონი დეპის კოცნა სურთ.

სწორედ ასეთი რეზულტატი გამოვლინდა სხვადასხვა ასაკის 2000 ქალის გამოკითხვის შედეგად, რომელიც კომპანიამ CB12 First Class Breath ჩაატარა. რეიტინგის მეორე ადგილს ჩენინგ ტატუმი იკავებს, მესამეზე კი დენიელ კრეიგი იმყოფება, მეოთხეზე – ტომ ჰარდი, მეხუთეზე კი – ბრედლი კუპერი.

ოცეულში ასევე დევიდ ბექჰემი, ბრედ პიტი, ჯორჯ კლუნი, ჯერარდ ბატლერი, რაიან გოსლინგი, ორლანდო ბლუმი და ქალების სხვა ცნობილი გულთამპყრობელები მოხვდნენ.

depp13122015-6

depp13122015-4

depp13122015-3

depp13122015-5

depp13122015-1

depp13122015-2

depp13122015-7

 

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავმა ახალი სიმღერა გამოუშვა

პოპულარულმა ბრიტანელმა მსახიობმა და მუსიკოსმა, ჯეიკობ ანდერსონმა, რომელიც როლი რიჩის სახელით არის ცნობილი, სინგლი სახელწოდებით „You’re a Man Now, Boy“ გამოუშვა.

სიახლე მუსიკოსის სადებიუტო, ამავე სახელწოდების დისკში შევა, რომლის რელიზის თარიღიც 26 თებერვალი იქნება. სულ ალბომი 18 სიმღერისგან იქნება შემდგარი, მათ შორის ადრე გამოშვებული „Bloodsport ’15“, „Birthday Girl“, „Stronger Than Ever“ და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ ანდერსონი პოპულარულ სერიალში “სამეფო კარის თამაშები” მონაწილეობს, სადაც ის გრეი ვორმს ასახიერებს.

„ოქროს გლობუსის“ ნომინანტები ცნობილია

ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ 73-ე ყოველწლიური პრემიის ნომინანტები გამოვლინდნენ. შეგახსენებთ, რომ ცერემონია 2016 წლის 10 იანვარს გაიმართება.

ღონისძიების უპირობო ფავორიტი „The Big Short” გახდა, რომელმაც ნომინაცია ორ კატეგორიაში მოიპოვა, რაც გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რადგან მასში მონაწილეობენ: ბრედ პიტი, კრისტიან ბეილი, რაიან გოსლინგი, მარისა ტომეი, სტივ კარელი და სხვა ვარსკვლავები. ფავორიტების რიცხვშია ასევე „კეროლი“ კეიტ ბლანშეტისა და რუნი მარას მონაწილეობით, რაც შეეხება ლეონარდო დიკაპრიოს, ის წარდგენილია ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი დრამაში“, ფილმით „გადარჩენილი“. იმ შემთხვევაში თუ ეს უკანასკნელი „ოქროს გლობუსს“ აიღებს, დანამდვილებით შეიძლება იმისი თქმა, რომ დიკაპრიო ნანატრ „ოსკარსაც“ მოიპოვებს.

რაც შეეხება დანარჩენ კატეგორიებს:

საუკეთესო ფილმი

“გადარჩენილი”
“ოთახი”
“კეროლი”
“შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა”
“ყურადღების ცენტრში”

საუკეთესო მსახიობი ქალი

კეიტ ბლანშეტი
ბრი ლარსონი
რუნი მარა
სირშა რონანი
ალისია ვიკანდერი

 საუკეთესო მსახიობი მამაკაცი

ბრაიან კენსტონი
ლეონარდო დიკაპრიო
მაიკლ ფასბენდერი
ედი რეიდმანი
უილ სმიტი

საუკეთესო რეჟისორი

 ტოდ ჰეინსი, „კეროლი“
ალეხანდრო გონსალეზ ინიარიტუ, „გადარჩენილი“
ტომ მაკარტი, „ყურადღების ცენტრში“
ჯორჯ მილერი, „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“
რიდლი სკოტი, „მარსიანელი“

საუკეთესო ტელესერიალი: დრამა

„იმპერია“
„სამეფო კარის თამაშები“
„მისტერ რობოტი“
„ნარკო“
„უცხოელი“

საუკეთესო ორიგინალური სიმღერა

«Love Me Like You Do» („გრეის ორმოცდაათი ელფერი“)
«See You Again» („ფორსაჟი 7“)
«Simple Song #3» („ახალგაზრდობა“)
«Writing’s on the Wall» („007:სპექტრი“)
«One kind of love» („სიყვარული და მოწყალება“)

 

პორტალმა VEVO 2015 წლის ყველაზე ნახვადი კლიპების რეიტინგი გამოაქევყნა

პორტალმა VEVO 2015 წლის ყველაზე ნახვადი კლიპების რეიტინგი გამოაქევყნა. პირველი ადგილი დაიკავეს მარკ რონსონმა და ბრუნო მარსმა ჰიტით „Uptown Funk“, რომელმაც 1 მილიარდ 135 მილიონი ნახვა მოაგროვა. მეორე ადგილზე იმყოფება ტეილორ სვიფტი ჰიტით „Blank Space“, სამეულს კი Maroon 5 ხურავს კლიპით „Sugar“.

რეიტინგის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ადელი გახდა, რომლის კლიპმა „Hello“ 2 თვეში 590 მილიონ ნახვას გადააჭარბა. ათეულში ასევე მოხვდნენ:  ელი გოულდინგი – „Love Me Like You Do“; ტეილორ სვიფტი – „Shake It Off“, სია – „Chandelier“, ენრიკე იგლესიასი – „Bailando“ და ა.შ.

 

 

 

 

 

ჟურნალმა The FADER 2015 წელი შეაჯამა

ჟურნალმა The FADER 2015 წელი შეაჯამა და საუკეთესო სიმღერა გამოავლინა. პირველ ადგილზე ჯასტინ ბიბერის „Where Are Ü Now“ განთავსდა, მეორეზე რიანას, პოლ მაკარტნისა და კანიე უესტის „FourFiveSeconds“, სამეულს კი ჯეიმი хх ხურავს სინგლით „I Know There’s Gonna Be (Good Times)“.

საუკეთესო ათეულში ასევე მოხვდნენ: დრეიკი – „Hotline Bling“; Future – “March Madness”; Tame Impala – “Let It Happen” და ა.შ.

MTV-მ 2015 წლის ფილმი დაასახელა

მუსიკალურმა გასართობმა არხმა MTV 2015 წლის საუკეთესო ფილმების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის რჩეული „ფორსაჟი 7“ გახდა.

 

 

 

 

 

მთლიანად ათეული ასე გამოიყურება:

10. „მკვლელი“ (ემილი ბლანტი)

9. „იურული პერიოდის პარკი“ (კრის პრეტი)

8. “მანდარინი”

7. „ემი“ (ბაიოპიკი ემი უაინჰაუსის შესახებ)

6. „თავსატეხი“

5. „როკი“ (სილვესტერ სტალონე)

4. „შეშლილი მაქსი“

3. „ნარკოტიკი“

2. „ქუჩების ხმა“

1. “ფორსაჟი 7“

ადელი ახალი ჰიტით მეექვსე კვირაა მსოფლიო ჩარტს ლიდერობს

სიმღერების მსოფლიო ჩარტს მეექვსე კვირაა ადელი ლიდერობს ჰიტით „Hello“. პრემიერიდან თვენახევრის შემდეგ, სინგლი 60-ზე მეტი ქვეყნის iTunes-ის სათავეშია. გამონაკლისი არც ამერიკული Billboard Hot 100 გახდა, რომლის პირველ პოზიციაზე ასევე ბრიტანელი მომღერალი იმყოფება.

მეორე, მესამე და მეოთხე პოზიციებზე ჯასტინ ბიბერი განთავსდა თრექებით „Sorry“, „Love Yourself“ და „What Do You Mean?“, რომლებიც კანადელი მომღერლის უკანასკნელ სტუდიურ ალბომში – „Purpose“ შედის.

ათეულის დებიუტანტი ჯგუფი Coldplay გახდა სიმღერით „Adventure Of A Lifetime“, რომელიც მეცხრე პოზიციაზე განთავსდა.

რეიტინგში ასევე მოხვდნენ: დრეიკი – „Hotline Bling“, The Weeknd – „The Hills“ და ა.შ.

Billboard-მა ტეილორ სვიფტი „წლის მუსიკოსად“ დაასახელა

გამოცემა Billboard-მა ტეილორ სვიფტი „წლის მუსიკოსად“ დაასახელა. უკანასკნელად ტეილორმა ეს წოდება 2009 წელს მიიღო, ამ მაჩვენებლით კი ის ადელს დაეწია, რომლებიც პირველ ადგილზე 2011 და 2012 წლებში იმყოფებოდა.

Billboard -ის ყოველწლიური რეიტინგები მუსიკალური ჩარტების საფუძველზე დგება. დანარჩენი კატეგორიები შემდეგნაირად გადანაწილდა: „საუკეთესო ალბომი“ – ტეილორ სვიფტის „1989“, „საუკეთესო სიმღერა“ – „Uptown Funk!“ – მარკ რონსონი და ბრუნო მარსი, „საუკეთესო დუეტი – ჯგუფი“ – One Direction, „საუკეთესო მომღერალი ქალი – ტეილორ სვიფტი, „საუკეთესო მომღერალი მამაკაცი“ – ედ შირანი.

რიანა დიზაინერის ამპლუაში და ჩვენება საქველმოქმედო მიზნებისთვის (ფოტოები)

2014 წელს რიანა ბრენდ Puma-ს ქალის სპორტული ხაზის კრეატიული დირექტორი გახდა. ამჟამად ცნობილი ხდება, რომ მომღერალი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე პირველად წარმოადგენს თავის კოლექციას.

აღსანიშნავია, რომ ჩვენებიდან შემოსული თანხა მთლიანად რიანას საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება, რომელიც ჯანდაცვისა და განათლების პრობლემებს მოხმარდება.

PUMA by Rihanna-ს შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება 2016 წლის 12 თებერვალს გაიმართება.

rihanna09122015-1

rihanna09122015-3

rihanna09122015-12

 

ნოელ გალაჰერი ადელის შესახებ: ვფიქრობ, რომ ეს არის მხიარული მუსიკა… მოხუცებისთვის

სანამ ადელის ახალი ალბომი რეკორდების მოხსნას განაგრძობს, მისი კოლეგა, ნოელ გალაჰერი მას არც ისე კორექტულად მოიხსენიებს. როგორც აღმოჩნდა, ის არასოდეს ყოფილა ადელის შემოქმედების თაყვანისმცემელი, მეტიც, მას არ ესმის, რატომ არის ამხელა აჟიოტაჟი მისი დისკის, „25“-ის გარშემო.

„მე არ მიყვარს მისი შემოქმედება, ვფიქრობ, რომ ეს არის მხიარული მუსიკა… მოხუცებისთვის. თუ ვინმეს ვაწყენინე, ბოდიშს ვიხდი, უბრალოდ ვპასუხობ კითხვას.. ჩემთვის არასოდეს უკითხავთ, რას ვფიქრობ U2-ს ან Coldplay-ს შემოქმედების შესახებ, სამაგიეროდ უკვე მერამდენედ მეკითხებიან ადელის შეასხებ“ – განაცხადა გალაჰერმა.

 

Victoria’s Secret-ის “ანგელოზები” საშობაო რგოლში (ვიდეო)

დიდხნიანი ლოდინის შემდეგ CBS-ზე Victoria’s Secret Fashion Show 2015-ის ჩვენება გაიმართა. ამჟამად კი, ბრენდმა საშობაო რეკლამა წარმოადგინა, რომელშიც მონაწილეობა მარკის „ანგელოზებმა“ მიიღეს: მარტა ჰანტმა, ადრიანა ლიმამ, ბეჰატი პრინსლუმ, ლილი ოლრიჯმა და ა.შ.

ლამაზმანები კოლიზეუმის წინ ტეილორ სვიფტის სიმღერის ფონზე ეროტიულად პოზირებენ.

The Weeknd-მა ახალი კლიპი წარმოადგინა (ვიდეო)

The Weeknd-მა გამოაქვეყნა კლიპი თრექზე „In The Night“. სიმღერა გახდა მორიგი სინგლი ალბომის „Beauty Behind The Madness“ მხარდასაჭერად, რომელიც მიმდინარე ზაფხულის ბოლოს გამოვიდა.

მსმენელმა ახალი ნამუშევარი მაიკლ ჯექსონის ხმას მიამსგავსა. „ვიდეო იდეალურად ერწყმის თრექს, ის გოგონასთან ერთად შესანმიშნავ წყვილს ქმნის. აბელ, შენ კვლავ მოლოდინს გადააჭარბე“ – წერენ YouTube-ზე.

 

კეიტ მიდლტონმა პრინცესა დიანას ცნობილი დიადემა პირველად გაიკეთა

კემბრიჯის ჰერცოგინია, კეიტ მიდლტონი პირველად გამოჩნდა პრინცესა დიანას ცნობილი დიადემით. პრინც უილიამის მეუღლე ამ აქსესუარით ბუკინგემის სასახლეში გამართულ დიპლომატიურ მიღებაზე გამოცხადდა. ღონისძიებაში ასევე დედოფალი ელიზაბეტ II და ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დიადემა 1913 წელს შეიქმნა და ის ელიზაბეტ II-ს ბებიისგან, დედოფალ მარიასგან მემკვიდრეობით ერგო. 1981 წელს მან აქსესუარი პრინცესა დიანასა და პრინც ჩარლზს ქორწილში აჩუქა. ლედი დის პირველად ის 1981 წლის ნოემბერში, პარლამენტის გახსნაზე ეკეთა. მას შემდეგ დიადემას პრინცესა ბუკინგემის სასახლეში, სხვადასხვა ღონისძიებებზე იკეთებდა.

1996 წელს, ჩარლზთან დაშორების შემდეგ, დიანამ დიადემა დედოფალს დაუბრუნა.

კეტი პერი Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღურებადი მომღერლების რეიტინგის სათავეში მოხვდა

2015 წლის განმავლობაში კეტი პერიმ 135 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რამაც ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი რეიტინგის პირველი პოზიცია მოუტანა. მეორე ადგილზე ბოი-ბენდი One Direction იმყოფება, რომლის შემოსავალმა 130 მილიონი შეადგინა. ლიდერების სამეუილს კი ქანთრი-მომღერალი გარი ბრუკსი ხურავს 90 მილიონი დოლარით.

2015 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. ტეილორ სვიფტი – 80 მლნ.;
  2. The Eagles – 73,5 მლნ.;
  3. კელვინ ჰარისი – 66 მლნ.;
  4. ჯასტინ ტიმბერლეიკი – 63,5 მლნ.;
  5. პაფ დედი – 60 მლნ.;
  6. Fleetwood Mac – 59,5 მლნ.;
  7. ლედი გაგა – 59 მლნ.

 

2015 წლის საუკეთესო სიმღერა NME-ს ვერსიით

ჟურნალმა NME 2015 წლის საუკეთესო სიმღერები გამოავლინა. პირველი ადგილი რეპერმა Skepta დაიკავა სიმღერით „Shutdown“, მეორე ადგილზე The Weeknd გავიდა ჰიტით „Can”t Feel My Face“, მესამე ადგილზე კი ჯასტინ ბიბერი გავიდა ჰიტით „What Do You Mean?“, რამაც მკითხველში ყველაზე დიდი გაკვირვება გამოიწვია.

საუკეთესო ათეულში ასევე მოხვდნენ: Foals — “What Went Down”; Jamie xx — “I Know There’s Gonna Be (Good Times)”; დრეიკი — “Hotline Bling”; კენდრიკ ლამარი — “King Kunta” და ა.შ.

Billboard-მა ლედი გაგა „2015 წლის ქალად“ დაასახელა (ფოტოები)

ლედი გაგა Billboard-ის დეკემბრის ნომრის გარეკანზე მოხვდა, რომელმაც მუსკალურ სფეროში მომღერალი 2015 წლის „წლის ქალად“ დაასახელა. აქამდე ეს ტიტული პინკმა, ტეილორ სვიფტმა, ბიონსემ და კეტი პერიმ მოიპოვეს.

გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ლედი გაგამ განაცხადა, რომ სურს მისაბაძი ადამიანი იყოს მათთვის, ვისაც წარმატების მიღწევა სჭირდება და ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს.

„ქალები მუსიკალურ ინდუსტრიაში თავს ისე გრძნობენ, თითქოს მათ ყველაფრის გაყიდვა სჭირდებათ, რათა ვარსკვლავები გახდნენ. ეს ნამდვილად სამწუხაროა“ – განაცხადა ვარსკვლავმა.

 

7ca9d4b6cf9b29488b68c1f10add16b3

8c28d0683a92f6388e2cfdd381656f4f

16e86989c73555a113d6452d9d9e01d6

76a0cae694b14a9d91198991be192588

138b5baf1ab2887c9d69d2ab26019e4f

Time-მა 2015 წლის 10 საუკეთესო კლიპი გამოავლინა

ჟურნალმა Time 2015 წლის 10 საუკეთესო კლიპი გამოავლინა. აღსანიშნავია, რომ თითქმის სრულად რეიტინგი მშვენიერი სქესის წარმომადგენლებისგან შედგება. პირველი ადგილი დაიკავა ტეილორ სვიფტმა ჰიტით „Bad Blood“, რომელშიც ბევრი პოპულარული მსახიობი, მომღერალი და მოდელი მონაწილეობს. მეორე ადგილს რიანა იკავებს სკანდალური რგოლით „Bitch Better Have My Money“, სამეულს კი დრეიკის ვირუსული კლიპი „Hotline Bling“.

დანარჩენი ადგილები ასე გადანაწილდა:  4. მისი ელიოტი – “WTF (Where They From)” 5. Charli XCX – “Famous” 6. Grimes – “Flesh Without Blood / Life in the Vivid Dream” 7. M.I.A. – “Borders” 8. მადონა – “Bitch I’m Madonna” 9. Tinashe – “All Hands On Deck” 10. ლანა დელ რეი – “High by the Beach”.

 

 

 

 

სელენა გომესმა ახალი კლიპის თიზერი გამოაქვეყნა (ვიდეო)

სელენა გომესმა ახალი კლიპის თიზერი გამოაქვეყნა, რომლის სრული ვერსიის ჩვენება უახლოეს მომავალში შედგება. ვიდეოში გომესი უნაკლო სხეულს აჩენს და მას თაყვანისმცემლებმა „მხურვალე“ უწოდეს.

აღსანიშნავია, რომ ეს სიმღერა სელენამ Victoria’s Secret შოუზე შეასრულა. რამდენიმე დღის წინ მომღერალმა ამავე ნამუშევრის ალტერნატიული ვერსია წარმოადგინა, სადაც თეთრეულის ბრენდის „ანგელოზები“ მონაწილეობენ.

 

 

Time-მა 2015 წლის 10 საუკეთესო ალბომი გამოავლინა

ჟურნალმა Time 2015 წელი შეაჯამა და 10 საუკეთესო ალბომი გამოავლინა. გამოცემის არჩევანი მკვეთრად განსხვავდება სხვა ჟურნალების ანალობიური რეიტინგებისგან.

პირველი ადგილი დაიკავა მიგელმა დისკით „Wildheart“, მეორე პოზიცია ეკუთვნის ამერიკულ როკ-ჯგუფს Sleater-Kinney და მათ მერვე ალბომს „No Cities To Love“. სამეულს კი კენდრიკ ლამარის „To Pimp A Butterfly“ ხურავს, რომელიც კრიტიკოსების აშკარა ფავორიტია მიმდინარე წლის განმავლობაში. დისკი თითქმის ყველა გამოცემის მიერ შედგენილ რეიტინგში მოხვდა, მათ შორის პირველ პოზიციებზე.

2015 წლის 10 საუკეთესო ალბომი Time-ის ვერსიით არის:

  1. Miguel – Wildheart
  2. Sleater-Kinney – No Cities To Love
  3. Kendrick Lamar – To Pimp A Butterfly
  4. Carly Rae Jepsen – E•MO•TION
  5. Girl Band – Holding Hands with Jamie
  6. Kacey Musgraves – Pageant Material
  7. Courtney Barnett – Sometimes I Sit and Think, and Sometimes I Just Sit
  8. Vijay Iyer Trio – Break Stuff
  9. Jamie xx – In Colour
  10. Ashley Monroe – The Blade

HBO-მ „სამეფო კარის თამაშების“ ახალი კადრები გამოაქვეყნა (ვიდეო)

ტელეარხმა HBO სერიალ „სამეფო კარის თამაშებიდან“ ახალი კადრები გამოაქვეყნა. ვიდეორგოლი, რომელიც მეექვსე სეზონის კადრებს შეიცავს, „ტვიტერში“ გააზიარეს. რგოლში ჩანან სერსეი ლანისტერი, დრაკონების დედა დაიენერისი და რამსი ბოლტონი ცხენზე.

შეგახსენებთ, რომ „სამეფო კარის თამაშების“ მომდევნო სეზონი 2016 წლის აპრილში გამოვა.

 

კრის ბრაუნმა ახალი სიმღერა გამოუშვა

ინტერნეტში კრის ბრაუნის ახალი სიმღერა „U Did It“ გამოჩნდა, რომელიც მუსიკოსმა რეპერ Future-თან ერთად ჩაწერა. სიმღერა ბრაუნის რიგით მეშვიდე დისკში „Royalty“ შედის.

მომღერლის უკანასკნელი ალბომი „X“ გასული წლის სექტემბერში გამოვიდა და Billboard 200-ის მეორე პოზიციამდე ავიდა. რელიზს თაყვანისმცემლებისა და მუსიკალური კრიტიკოსების  დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა.

„გრემი 2016“-ის ნომინანტები გამოვლინდნენ

რამდენიმე საათის წინ პრემია „გრემი 2016“-ის ნომინანტები გამოვლინდნენ. ნომინაციების მხრივ კენდრიკ ლამარი ლიდერობს – მისი სახელი 11-ჯერ არის ნახსენები. The Weeknd შესაძლოა 7 პრემიის მფლობელი გახდეს, ხოლო დრეიკი – 5-ის.

შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული ლოს-ანჯელესში 2016 წლის 18 თებერვალს გამოვლინდება.

წლის ჩანაწერი:  

“Really Love” — D’Angelo And The Vanguard;

“Uptown Funk” — მარკ რონსონი და ბრუნო მარსი;

“Thinking Out Loud” — ედ შირანი;

“Blank Space” — ტეილორ სვიფტი;

“Can’t Feel My Face” — The Weeknd

წლის ალბომი:

Sound & Color — Alabama Shakes;

To Pimp A Butterfly — კენდრიკ ლამარი;

Traveller — Chris Stapleton;

1989 — ტეილორ სვიფტი;

Beauty Behind The Madness — The Weeknd

საუკეთესო ახალი არტისტი:

კორტნი ბარნეტი

ჯეიმს ბეი

სემ ჰანტი

ტორი კელი

მეგან ტრეინორი

 საუკეთესო დუეტი ან ჯგუფური შესრულება:

“Ship To Wreck” – Florence & The Machine;

“Sugar” – Maroon 5;

“Uptown Funk” – მარკ რონსონი და ბრუნო მარსი;

“Bad Blood”- ტეილორ სვიფტი და კენდრიკ ლამარი;

საუკეთესო პოპ-ვოკალური ალბომი:

“Piece Piece” – კელი კლარკსონი;

“How Big, How Blue, How Beautiful”- Florence + The Machine;

“Uptown Special” – მარკ რონსონი;

“1989” – ტეილორ სვიფტი;

“Before This World” – ჯეიმს ტეილორი;

 

წლის ჩანაწერი:  

“Really Love” — D’Angelo And The Vanguard;

“Uptown Funk” — მარკ რონსონი და ბრუნო მარსი;

“Thinking Out Loud” — ედ შირანი;

“Blank Space” — ტეილორ სვიფტი;

“Can’t Feel My Face” — The Weeknd

წლის ალბომი:

Sound & Color — Alabama Shakes;

To Pimp A Butterfly — კენდრიკ ლამარი;

Traveller — Chris Stapleton;

1989 — ტეილორ სვიფტი;

Beauty Behind The Madness — The Weeknd

საუკეთესო ახალი არტისტი:

კორტნი ბარნეტი

ჯეიმს ბეი

სემ ჰანტი

ტორი კელი

მეგან ტრეინორი

 საუკეთესო დუეტი ან ჯგუფური შესრულება:

“Ship To Wreck” – Florence & The Machine;

“Sugar” – Maroon 5;

“Uptown Funk” – მარკ რონსონი და ბრუნო მარსი;

“Bad Blood”- ტეილორ სვიფტი და კენდრიკ ლამარი;

საუკეთესო პოპ-ვოკალური ალბომი:

“Piece Piece” – კელი კლარკსონი;

“How Big, How Blue, How Beautiful”- Florence + The Machine;

“Uptown Special” – მარკ რონსონი;

“1989” – ტეილორ სვიფტი;

“Before This World” – ჯეიმს ტეილორი;

აღსანიშნავია, რომ „გრემის“ ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა წლევანდელი რეკორდსმენი და ტრიუმფატორი ადელი.

Love Magazine-ის ვიდეოკალენდარი სექსუალური ქალბატონების მონაწილეობით

ბრიტანული გამოცემა Love უკვე მეხუთედ უშვებს თავის ყოველწლიურ დეკემბრის ვიდეოკალენდარს. მამაკაცების უმეტესობა მოუთმენლად ელოდება ამ მოვლენას.

ყველაფერი კი იმიტომ, რომ მასში ნახევრად შიშველი ცნობილი ქალბატონები მონაწილეობენ. წელს ეს ლამაზმანები იქნებიან: ირინა შეიკი, პამელა ანდერსონი და კენდალ ჯენერი.

ამ სამიდან ყველაზე მიმზიდველი შეიკის ფოტოსესია აღმოჩნდა, რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთ სანაპიროზე მიმდინარეობდა და რომელიც ძალიან სექსუალური გამოვიდა.

 

 

Rolling Stone-მა 2015 წლის საუკეთესო სიმღერები გამოავლინა

ყოველთვიურმა საკულტო ჟურნალმა Rolling Stone 2015 წლის საუკეთესო სიმღერები გამოაქვეყნა.

რეიტინგის პირველ პოზიციაზე The Weeknd იმყოფება ჰიტით „Can’t Feel My Face“, მეორეზე Fetty Wap იმყოფება სინგლით „Trap Queen“, სამეულს კი დრეიკი ხურავს ჰიტით „Hotline Bling“. საუკეთესო ათეულში ასევე მოხვდნენ: ადელი „Hello“, კენდრიკ ლამარი „King Kunta“, Future – „Fuck Up Some Commas“, ჯასტინ ბიბერი – „Where Are U Now“ და ა.შ.

ჯასტინ ბიბერი ბრიტანულ ჩარტს ლიდერობს

ჯასტინ ბიბერის „Love Yourself“ ბრიტანული სინგლების ჩარტის სათავეში მოხვდა. ამ გზით კი კანადელი მომღერლის ჰიტმა „Sorry“ მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. მსგავსი რამ საკმაოდ იშვიათია, როდესაც ერთი და იგივე ადამიანის ორი სიმღერა ერთმანეთს პირველ და მეორე ადგილებში ეცილება.

რეიტინგის მესამე ადგილს ადელი იკავებს ჰიტით „Hello“, ხოლო მეოთხეზე კვლავ ბიბერი იმყოფება ნამუშევრით „What Do You Mean“.

ადელი კვლავ ბრიტანული ჩარტის სათავეშია

გასულ კვირას ადელის ალბომმა „25“ ბრიტანულ ჩარტში რეკორდი დაამყარა – დისკი 700 ათასი ერთეულის ოდენობით გაიყიდა. ამ კვირას კი მომღერალმა დისკის 439 ათასი ასლი გაყიდა და კვლავ ჩარტის სათავეში იმყოფება.

ბრიტანული ალბომების ჩარტის ტოპ-10- ეულში ასევე მოხვდნენ: 2. ელვის პრესლი „If I Can Dream“, 3. ჯასტინ ბიბერი  „Purpose“, 4. Little Mix “Get Weird”, 5. Jess Glynne “I Cry When I Laugh, 6. One Direction “Made In the A.M.”, 7. Jeff Lynne “Alone in the Universe”, 8. როდ სტიუარტი – „Another Country“, 9. ენია – „Dark Sky Island“, 10. The Vamps “Wake Up”.

Time-მა 2015 წლის ყველაზე ცუდი სიმღერების რეიტინგი გამოაქვეყნა

ჟურნალმა Time მორიგი რეკორდი წარმოადგინა. ამჯერად ავტორიტეტულმა გამოცემამ 2015 წლის ყველაზე ცუდი სიმღერები გამოავლინა. პირველი ადგილი რეიტინგში სი ლო გრინის „Robin Williams“-ს ხვდა, რომელიც 2014 წელს გარდაცვლილ მსახიობს, რობინ უილიამსს ეძღვნებოდა.

მეორე ადგილზე იმყოფება Charlie Puth-სა და მეგან ტრეინორის „Marvin Gaye“. აღსანიშნავია, რომ სიმღერა დიდი ბრიტანეთის ჩარტის სათავეშიც იმყოფებოდა. სამეულს კი 5 Seconds of Summer ხურავს სიმღერით „Hey Everybody“.

ყველაზე ცუდი სიმღერების ტოპ-10-ეულში მოხვდნენ: Psy – “Daddy” (feat. CL of 2NE1); Macklemore & Ryan Lewis –„Downtown”; არიანა გრანდე –„Focus“; მეგან ტრეინორი – “Better When I’m Dancin’“; ბრიტნი სპირსი & იგი აზალეა – “Pretty Girls”; Nate Ruess – “AhHa”; OMI – “Hula Hoop”.

ჟურნალმა NME 2015 წლის მონაცემები შეაჯამა

საკულტო მუსიკალურმა ჟურნალმა NME 2015 წლის მონაცემები შეაჯამა. რედაქციის აზრით, მიმდინარე წლის საუკეთესო დისკი მომღერალმა Grimes ჩაწერა. სწორედ მისი მეოთხე ალბომი „Art Angels“ მოხვდა რეიტინგის პირველ პოზიციაზე.

მეორე პოზიცია წილად კენდრიკ ლამარს ხვდა ალბომით „To Pimp A Butterfly“. აღსანიშნავია, რომ ფირფიტა კრიტიკოსების ერთ-ერთ ფავორიტადაც დასახელდა. რამდენიმე გამოცემის რეიტინგში ის პირველ პოზიციას იკავებს. სამეულს კი ჯეიმი xx-ის „In Colour“ ხურავს.

ცნობილი ქალბატონები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ (ფოტოები)

ამ დღეებში ქსელში ცნობილი ქალბატონების შოკისმომგვრელი ფოტოები გამოჩნდა. მათზე ლამაზმანები – ანჯელინა ჯოლი, ემა უოტსონი, კენდალ ჯენერი, კიმ კარდაშიანი და სხვები ცემის კვალითა და სილურჯეებით არიან გამოსახულები.

მალევე გაირკვა, რომ ფოტოები სერია, რომელზეც ვარსკვლავებს ცემის ხელოვნური კვალი აქვთ, ილუსტრატორმა ალექსანდრო პალომბომ შექმნა და ამ გზით ის ოჯახური ძალადობის პრობლემისკენ ყურადღების მიპყრობას შეეცადა.

და მიუხედავად იმისა, რომ მხატვარმა ეს იდეა კეთილი მიზნებისთვის განახორციელა, მას კიმ კარდაშიანისა და კენდალ ჯენერის ადვოკატი დაუკავშირდა და გააფრთხილა, რომ თუ ის ცნობილი ქალბატონების ფოტოებს დაუკითხავად მომავალში კვლავ გამოიყენებს, თავის მართლება სასამართლო პროცესზე მოუწევს.

 

13fb827b65f05e960ce7afde37e28153 a74f86e8fd3f10f8b1bb57eceee3f65b

 

 

 

ლედი გაგა „ბრილიანტის“ ჰიტების ავტორია

ლედი გაგა რიგით მესამე შემსრულებელი გახდა, რომლის ორმა სინგლმა „ბრილიანტის“ სტატუსი მოიპოვა. 30 ნოემბერს მისი ჰიტის „Poker Face“ გაყიდვებმა აშშ-ის ტერიტორიაზე 10 მილიონი ასლი შეადგინა, რის გამოც ზემოთხსენებული სტატუსი დაიმსახურა.

მომღერლის პირველი „ბრილიანტის“ სინგლი „Bad Romance“ გახდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი რეკორდი თავის დროზე კეტი პერიმ და ემინემმა დაამყარეს.

2015 წლის საუკეთესო ალბომები

ჟურნალმა Complex 2015 წლის საუკეთესო ალბომები გამოავლინა. რეიტინგის პირველ ადგილზე კენდრიკ ლამარი განთავსდა დისკით „To Pimp A Butterfly“. მეორე პოზიცია Future-ს ხვდა წილად ალბომით „DS2“, სამეულს კი დუეტ Rae Sremmurd-ის სადებიუტო ალბომი „SremmLife“ ხურავს. ადელის „25“ მეოთხე პოზიციაზე განთავსდა.

საუკეთესო ათეულში ასევე მოხვდნენ: ჯასტინ ბიბერი – „Purpose“, ბიგ შონი – „Dark Sky Paradise“, დრეიკი – „If You’re Reading This It’s Too Late“ და ა.შ.

„სამეფო კარის თამაშების“ მე-6 სეზონის თიზერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ მე-6 სეზონის პრემიერამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვე დარჩა, თუმცა არხმა HBO უკვე დაიწყო თაყვანისმცემლების ინტერესის გაღვივება. რამდენიმე კვირის წინ ჯონ სნოუს გამოსახულებით პოსტერი გამოქვეყნდა, რითიც საბოლოოდ გაფანტა ეჭვები კიტ ჰარინგტონის მონაწილეობის თაობაზე. ამჯერად კი პირველი ოფიციალური თიზერი გამოვიდა.

40 წამიანი ვიდეო უმეტესწილად ჯონ სნოუს ეძღვნება, რაც იმის ეჭვს იწვევს, რომ ახალ სეზონში ძირითადი მოქმედება სწორედ მის გარშემო განვითარდება.

 

ადელის ჰიტი 80-ზე მეტი ქვეყნის iTunes Store-ს ლიდერობს

ადელი მეხუთე კვირაა ყველაზე წარმატებული მუსიკალური სინგლების რეიტინგს ლიდერობს. საუბარია ჰიტზე „Hello“ . ამ მომენტისთვის თრექი 80-ზე მეტი ქვეყნის iTunes Store-ს ლიდერობს.

მეორე, მესამე და მეოთხე პოზიციებს ჯასტინ ბიბერი იკავებს ჰიტებით „Sorry“, „Love Yourself“ და „What Do You Mean?“. აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანი ბიბერის უკანასკნელ ალბომში „Purpose“ შედის.

აღსანიშნავია, რომ ადელის ახალი სინგლი „When We Were Young“ რეიტინგის მერვე ადგილზე იმყოფება.

 

პინკი გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა

30 ნოემბერს პინკი ნიუ-იორკის ერთ-ერთ სკოლას ახალი თანამდებობით ესტუმრა. 36 წლის მომღერალი „გაეროს“ ბავშვთა ფონდის ელჩი გახდა. პინკის მოვალეობებში მომავალი თაობის ფიზიკური აქტივობები და სპორტში ჩართულობა შევა. ამას გარდა, გაჭირვებული ოჯახებიდან ბავშვებისთვის პინკი თანხებს მოიძიებს, რათა ისინი სასარგებლო ვიტამინებითა და არაქისის კარაქით უზრუნველყოს. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ასეთი ბავშვების რაოდენობა 160 მილიონს აღემატება.

ახალი ვალდებულების მიღების შემდეგ, პინკმა განაცხადა, რომ მას ძალიან უჭირს იმის გაცნობიერება, რომ მსოფლიოში ამდენს ბავშვს აკლია ნორმალური კვება. მომღერალმა პირობა დადო, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს რიცხვი მკვეთრად შემცირდეს.

ახალი თანამდებობით პინკი სარა ჯესიკა პარკერის, ალისა მილანოს, სელენა გომესის, ორლანდო ბლუმისა და სხვა ცნობილი ადამიანების კოლეგა გახდა.

ჯარედ ლეტო იმედოვნებს, რომ ჯეკ ნიკოლსონსა და ჰიტ ლეჯერს არ შეარცხვენს

„თვითმკვლელთა რაზმში“ ჯარედ ლეტოს ჯოკერის როლზე დამტკიცება, მსახიობისთვის არამარტო დიდი პატივი, არამედ პასუხისმგებლობაც გახდა. Thirty Seconds to Mars-ის ფრონტმენისთვის უცხო არ არის  სხვადასხვა ვიზუალის მორგება, მაგრამ იმ გმირის გათავისება, რომელიც ოდესღაც ჯეკ ნიკოლსონმა და ჰიტ ლეჯერმა ითამაშეს, ორმაგად რთული აღმოჩნდა.

როგორც გაირკვა, ამ ორ გენიოსთან შედარება მას ძალიან აშინებს. ამ დღეებში „ტვიტერზე“ მან თაყვანისმცემლებისთვის დაწერა, რომ იმედი აქვს, წინამორბედებს არ შეარცხვენს.  ლეტომ ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ორივე მათგანია გამოსახული წარწერით: „ნუ ღელავ, ჩვენ ვიამაყებთ ლეტოთი“.

სინამდვილეში კი ჯარედს ნამდვილად მოუწევს მაყურებლის რეაქციის გათვალისწინება. მას შემდეგ, რაც „თვითმკვლელთა რაზმის“ რეჟისორმა, დევიდ ეირმა მისი გამოსახულებით ჯოკერის ერთი პოსტერი გამოაქვეყნა, საზოგადოების აზრი ორ ნაწილად გაიყო – ზოგი თვლის, რომ ლეტო იდეალურად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, სხვები კი მხოლოდ ნიკოლსონისა და ლეჯერის კლასიკურ თამაშს აღიარებენ.

შეგახსენებთ, რომ ფილმის პრემიერა 2016 წლის 4 აგვისტოს შედგება.

CVGlY_VVAAA6YAt

IMDB-მ საუკეთესო მსახიობები გამოავლინა

მსოფლიოში ფილმების უმსხვილესმა ბაზამ,  IMDB 2015 წლის საუკეთესო ქალი და მამაკაცი მსახიობები გამოავლინა. რეიტნგით სრულიად კმაყოფილები დარჩებიან ქალთა უფლებებისთვის მებროძოლები, რადგან ტოპ-10-ეულში მხოლოდ 1 მამაკაცია, „შეშლილი მაქსის“ ვარსკვლავი ტომ ჰარდი.

რეიტინგი სრულად ასე გამოიყურება:

  1. ლილი ჯეიმსი
  2. როზამნუდ პაიკი
  3. ბრაის დალას ჰოვარდი
  4. რებეკა ფერგიუსონი
  5. შეილინ ვუდლი
  6. ალექსანდრა დადარიო
  7. დაკოტა ჯონსონი
  8. მარგო რობი
  9. ემილია კლარკი
  10. ტომ ჰარდი

2 Pac-ის შესახებ ფილმს გადაიღებენ

ცნობილი რეპერის, თუფაქის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს იღებენ, რომლის რეჟისორადაც მუსიკალური ვიდეოებისა და რეკლამების რეჟისორი ბენი ბუმი დაინიშნა.

მან სახელი ნიკი მინაჟის, სიარას და ლილ უეინის კლიპებით გაითქვა. აღსანიშნავია, რომ BET Awards-ზე მან „წლის ვიდეო-რეჟისორის“ ჯილდოც მიიღო.

ჯონ ლეჯენდმა ახალი სიმღერა წარმოადგინა

YouTube-ზე ჯონ ლეჯენდის ახალი სიმღერის „Under the Stars“ პრეზენტაცია გაიმართა. სიახლე მუსიკოსის ახალ ალბომში „Love in the Future“ შედის, რომელიც გაყიდვაში 2013 წლის სექტემბერში გამოვიდა.

დისკი შიცავს სუპერ-ჰიტს „All of me“, რომელიც თავის დროზე Billboard Hot 100-ს ლიდერობდა.

 

 

 

Spotify-მ 2015 წლის ყველაზე პოპულარული მუსიკოსი გამოავლინა

ყველაზე პოპულარულმა სტრიმინგების საიტმა Spotify, რომელსაც 75 მილიონზე მეტი მსმენელი ჰყავს, 2015 წელი შეაჯამა. როგორც გაირკვა, წლის ყველაზე პოპულარული მუსიკოსია დრეიკი, რომელმაც ამ წოდებაში უკან ედ შირანი და The Weeknd ჩამოიტოვა.

ყველაზე მოთხოვნადი მომღერალი რიანა გახდა, ხოლო წლის ჰიტად Major Lazer -ის “Lean On” დასახელდა. რაც შეეხება წლის ალბომს, Spotify-ს ვერსიით ის კანადელი  The Weeknd-ის „Beauty Behind The Madness“ გახდა.

სკარლეტ იოჰანსონმა საქველმოქმედო მიზნებისთვის იმღერა (ვიდეო)

1 დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, მსახიობმა სკარლეტ იოჰანსონმა საქველმოქმედო აქციის – RED, ფარგლებში იმღერა. ჰოლივუდის ვარსკვლავმა დუეტი სახელწოდებით „Join The RED SHOPATHON“ ცნობილ ამერიკელ მომღერალთან, ბარი მანილოუსთან ერთად შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ აქცია RED SHOPATHON ბონოს საქველმოქმედო ფონდის, RED ინიციატივით 2006 წლიდან იმართება. ფონდის საქმიანობა შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაა, მისი დევიზი კი  შემდეგში მდგომარეობს – „შიდსისგან თავისუფალი ახალი თაობის შექმნა“.

 

skarlett01122015-1

skarlett01122015-2

skarlett01122015-6

skarlett01122015-7

skarlett01122015-9

 

კრის მარტინმა და ბიონსემ დუეტი წარმოადგინეს (აუდიო)

ბიონსესა და Coldplay-ს რამდენიმედღიანმა მუშაობამ სტუდიაში შედეგი გამოიღო. მუსიკოსებმა დუეტი „Hymn for the Weekend“ ჩაწერეს, სიახლის პრეზენტაცია ამ დღეებში შედგა.

სიმღერა კოლექტივის ახალ ალბომში „A Head Full of Dreams“ შევა, რომლის რელიზიც 4 დეკემბერს იგეგმება.

კრის მარტინის განცხადებით, სიმღერის იდეა მას მოულოდნელად მოუვიდა, რაც შეეხება ბიონსეს, მასთან მუსიკოსს სულ სურდა თანამშრომლობა. მარტინი იმედოვნებს, რომ სიმღერას მსმენელი შეიყვარებს.

Coldplay-მ ახალი ალბომის მხარდასაჭერი ტურნე დააანონსა

ახალი ალბომის A Head Full Of Dreams მხარდასაჭერად, რომელიც 4 დეკემბერს გამოვა, Coldplay-მ ტურნე დააანონსა. კოლექტივის პირველი შოუ 31 მარტს ცენტრალურ ამერიკაში დაიწყება და ევროპაში გაგრძლდება.

მოსალოდნელია, რომ ტურნეს სხვა თარიღებიც დაემატება. რაც შეეხება უკვე დადასტურებულ დროებს, ისინი ასე გამოიყურება:

 

31 მარტი – Estadio Unico de La Plata, Buenos Aires, AR Sunday,

3 აპრილი – Estadio Nacional, Santiago, CL Tuesday,

5 აპრილი – Estadio Nacional, Lima, PE Thursday,

7 აპრილი – Allianz Parque, Sao Paulo, BR Sunday,

10 აპრილი – Maracana, Rio de Janeiro, BR Wednesday,

13 აპრილი – Estadio El Campin, Bogota, CO Saturday,

16 აპრილი – Foro Sol, Mexico City, MX Tuesday,

24 მაისი – Stade Charles-Ehrmann, Nice, FR Thursday,

26 მაისი – Estadi Olimpic, Barcelona, ES Wednesday,

1 ივნისი – Veltins-Arena, Gelsenkirchen, DE Saturday,

4 ივნისი – Etihad Stadium, Manchester, UK Tuesday,

7 ივნისი – Hampden Park, Glasgow, UK Saturday,

11 ივნისი – Stadion Letzigrund, Zurich CH Thursday,

16 ივნისი – Wembley Stadium, London, UK Saturday,

18 ივნისი – Wembley Stadium, London, UK Thursday,

23 ივნისი – Amsterdam ArenA, Amsterdam, NL Wednesday,

29 ივნისი – Olympiastadion, Berlin, DE Friday,

1 ივლისი – Volksparkstadion, Hamburg, DE Sunday,

3 ივლისი – Friends Arena, Stockholm, SE Tuesday,

5 ივლისი – Telia Parken, Copenhagen, DK

ბონოს საქველმოქმედო კამპანიას ცნობილი ვარსკვლავები შეუერთდნენ

1 დეკემბერს მსოფლიო შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით ცნობილი ადამიანები სხვადასხვა აქციებს მართავენ. მათ შორის არის ჯგუფ U2-ს ლიდერი ბონო, რომელიც თავისი კუთვნილი საქველმოქმედო ორგანიზაციის RED ფარგლებში ახალ კამპანიას გვთავაზობს.

კამპანიის პირობები ასეთია – მინიმუმ 10 დოლარის გადახდის შემთხვევაში ქველმოქმედი ცნობილი ადამიანის რაიმე ნივთს მიიღებს. ბონოს იდეას უკვე შეუერთდნენ შაკილ ო’ნილი, ჯეიმს ფრანკო, მეთიუ მაკკონაჰი, ტომ ბრედი, სნუპ დოგი და The Weeknd.

გვინეტ პელტროუმ და კრის მარტინმა დუეტი ჩაწერეს

მიუხედავად იმისა, რომ გვინეტ პელტროუ და კრის მარტინი 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, ისინი მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ. ამის მაგალითი ახალი სინგლი „Everglow“ გახდა, რომელიც Coldplay-ს ახალ ალბომში „A Head Full of Dreams“ შევა.

აღსანიშნავია, რომ პელტროუს გარდა ალბომის ჩაწერაში მონაწიელობა მათმა ორმა შვილმა, ბიონსემ და მისმა ქალიშვილმა, ბლუ აივიმ, ნოელ გალაჰერმა და მარტინის ახალმა მეგობარმა გოგომ, ანაბელ უოლისმა მიიღეს.

დისკის რელიზი 4 დეკემბერს შედგება.

ჯასტინ ბიბერი სინგლების ჩარტის ოკუპირებას განაგრძობს

ჯასტინ ბიბერი სინგლების ჩარტის 1 და 2 პოზიციებზე იმყოფება ჰიტებით „Sorry“ და „Love Yourself“. პირველად, მსგავსი რეკორდი მადონამ დაამყარა სინგლებით „Into The Groove“ და „Holiday“. ამასობაში ადელი პირველ პოზიციას კარგავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ახალი ალბომი „25“ ყველაზე გაყიდვად დისკად დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ მეოთხე პოზიციაზე კვლავ ბიბერი იმყოფება ჰიტით „What Do You Mean?“, საუკეთესო ხუთეულს კი Fleur East ხურავს თრექით „Sax“.

ტომ ჰენკსი „სათამაშოების ისტორიას“ უბრუნდება

ტომ ჰენკსმა „სათამაშოების ისტორიის“ მეოთხე ნაწილზე დაიწყო მუშაობა. მსახიობი მულტფილმის მეოთხე ნაწილში კვლავ შერიფ ვუდის გაახმოვანებს. „ჩვენ უკვე დავიწყეთ ახალ პროექტზე მუშაობა, რომელსაც 2018 წლისთვის წარვადგენთ“, – განაცხადა ჰენკსმა.

შეგახსენებთ, რომ „სათამაშოების ისტორიის პირველი ნაწილი 1995 წელს გამოვიდა. ის გახდა პირველი მულტფილმი, რომელიც „ოსკარზე“ იყო ნომირირებული „ყველაზე ორიგინალური სცენარისთვის“. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მისმა მოგებამ 362 მილიონი დოლარი შეადგინა.

Forbes-მა 2015 წლის ყველაზე წარუმატებელი ფილმები დაასახელა

ჟურნალმა Forbes მიმდინარე წლის ყველაზე წამგებიანი ფილმები დაასახელა. ანტი-რეიტინგში მოხვდა პროექტები შონ პენის, ჯონი დეპისა და ბილ მიურეის მონაწილეობით.

პირველ პოზიციაზე ბილ მიურეის მონაწილეობით მუსიკალური კომედია „როკი დასავლეთში“ მოხვდა. პროექტი წამგებიანი აღმოჩნდა, რადგან 15 მილიონიანი ბიუჯეტით ფილმმა მხოლოდ 2,9 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო.

შონ პენის მონაწილეობით ფილმმა „განმენი“ 40 მილიონიანი ბიუჯეტით მხოლოდ 10,7 მილიონის მოგება მოიტანა და მეორე პოზიციაზე განთავსდა, სამეულს კი კრის ჰემსვორტის მონაწილეობით ფილმი „კიბერი“ ხურავს, 70 მილიონიანი დანახარჯიდან მან მხოლოდ 19,4-ის ამოღება შეძლო.

რეიტინგის მეათე პოზიციაზე განთავსდა „მორდეკაი“, სადაც ჯონი დეპი მონაწილეობს და რომელიც რამდენიმე ქვეყანაში კინოქაირავებაში ჩაშვებამდე აიკრძალა, რადგან ის აშშ-ის კინოთეატრებში ჩავარდა.

_normal

Colplay-მ ახალი კლიპი წარმოადგინა (ვიდეო)

Colplay-მ ახალი ვიდეო წარმოადგინა სიმღერაზე „Adventures of the Lifetime”. სიახლე კოლექტივის მომდევნო დისკში „A Head Full of Dreams“ შედის, რომლის რელიზიც 4 დეკემბერს იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჯგუფის ვოკალისტმა, კრის მარტინმა განაცხადა, რომ მათ ახალი ნამუშევარი ბოლო იქნება Colplay-ს დისკოგრაფიაში და ისინი მოღვაწეობას დაასრულებენ. არსებობს ვარაუდი, რომ ეს განცხადება პიარის ერთ-ერთი ნაწილია.

 

სიამ ახალი სიმღერა წარმოადგინა

ქსელში სიას ახალი თრექის, „One Million Bullets“ პრემერა შედგა. სიმღერა რიგით მეორე გახდა მომღერლის ალბომის „This Is Acting“ მხარდასაჭერად გამოსული. დისკის რელიზი 29 დეკემბერს იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ფირფიტა რიგით მეშვიდე გახდება მომღერლის დისკოგრაფიაშია და ის აუთთეიკებისგან იქნება შემდგარი, ანუ სიმღერებისგან, რომლებიც თავის დროზე სხვებისთვის დაიწერა. მაგალითად, სინგლი „Alive“ ადელისთვის იყო განკუთვნილი.

 

0_c1f28_d80a885b_orig

ენ ჰეთევეი და ადამ შულმანი მშობლები გახდებიან

ჰოლივუდელი მსახიობი ენ ჰეთევეი და მისი მეუღლე, პროდიუსერი ადამ შულმანი მშობლები გახდებიან. 32 წლის მსახიობისთვის და მისი მეუღლისთვის ეს პირველი, დიდი ხნის ნანატრი შვილი იქნება.

წყვილი 2012 წელს დაქორწინდა და მას შემდეგ მათი უპირველესი სურვილი სწორედ ის იყო, რომ მშობლები გამხდარიყვნენ.

ჯასტინ ბიბერი ბრიტანული ჩარტის სათავეს არ თმობს

კანადელი მომღერალი, ჯასტინ ბიბერი სინგლების ოფიციალურ ჩარტში 1 და 2 ადგილებს იკავებს ჰიტებით „Sorry“ და „Love Yourself“. აღსანიშნავია, რომ პირველად მსგავსი რეკორდი მადონამ დაამყარა 1985 წელს სინგლებით „Into The Groove“ და „Holiday“. ამასობაში ადელი სალიდერო პოზიციას კარგავს, მიუხედავად იმისა, რომ მისმა ახალმა ალბომმა „25“ უჩვეულო რეკორდი დაამაყარა და დიდი ბრიტანეთის ყველაზე გადიდვადი დისკი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ჩარტში მოხვდა ასევე ადელის ახალი სიმღერა „When We Were Young“, რომლის დებიუტიც 29-ე ადგილზე შედგა.

Coldplay-მ ახალი სიმღერა წარმოადგინა

ქსელში Coldplay-ს ახალი სიმღერა „Everglow“ გამოჩნდა. სიახლე რიგით მეორე ოფიციალური სინგლი გახდება ჯგუფის მეშვიდე ალბომისთვის „A Head Full of Dreams“. დისკი 4 დეკემბერს გამოვა.

შეგახსენებთ, რომ კრის მარტინის განცხადებით, დისკი შესაძლოა ბოლო გახდეს მათ კარიერაში.

 

The Killers ტრადიციული საშობაო სიმღერითა და კლიპით დაბრუნდა (ვიდეო)

ინტერნეტში The Killers-ის ახალი კლიპი „Dirt Sledding“ გამოჩნდა. სიახლე ტრადიციულად, საშობაო სინგლი გახდა, რომელსაც კოლექტივი 2006 წლიდან მუდმივად უშვებს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მუსიკოსები მეხუთე სტუდიურ ალბომზე მუშაობენ. უკანასკნელი ალბომი „Battle Born“ 2012 წელს გამოვიდა და დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების ტოპ-3-ეულში მოხვდა.

 

ვარსკვლავები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ (ფოტოები)

25 ნოემბერს მსოფლიოში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. აქციას მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი შეეურთდა, მათ შორის იყვნენ ცნობილი ადამიანებიც, რომლებმაც აქციაში მონაწილეობა სპეციალური გულსაბნევით გამოხატეს, რომლის დიზაინიც სამი წლის წინ სტელა მაკარტნიმ შექმნა.

„ინსტაგრამზე“ საკუთარი ფოტოები დევიდ ბექჰემმა, გვინეტ პელტროუმ, ლივ ტაილერმა, რიტა ორამ, კარლ ლაგერფილდმა, ჯონი დეპიმ, ემბერ ჰერდმა და ა.შ.

 

Untitledbdf

Untitledd

Untitleddf

Untitledgggggg

Untitleddd

Untitleddfgte

Untitledeww

 

Linkin Park ახალ ალბომზე მუშაობს

ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფის, Linkin Park-ის ოფიციალურ საიტზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოლექტივი ახალ ალბომზე მუშაობს. თუმცა, არანაირი სხვა ცნობა ალბომის შესახებ ჯერ არ გაჟღერებულა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის ამ დროისთვის ბოლო, რიგით მეექვსე ალბომი „The Hunting Party“  გაყიდვაში 2014 წლის ივნისში გამოვიდა. მაშინ დისკი Billboard 200-ის მესამე პოზიციამდე ავიდა.

ჯენიფერ ლოურენსი ძალებს რეჟისურაში ცდის

ჯენიფერ ლოურენსი ძალებს ახალ ამპლუაში ცდის. ოსკაროსანი მსახიობი ფილმს „ოპერაცია „დელირიუმი“ გადაიღებს. ფილმს საფუძვლად ამერიკელი ჟურნალისტის, რაფი ჰაჩადურიანის გამოძიება დაედება, რომელიც ამერიკის ჯარის ერთ-ერთი ქვე-დანაყოფის საქმიანობას შეეხება ცივი ომის პერიოდში. მიუხედავად სერიოზული შინაარსისა, ლოურენსის ფილმი კომედიური ჟანრის იქნება.

„16 წლიდან რეჟისორობაზე ვოცნებობ, მაგრამ მტელი ეს წლები არ ვიყავი მზად ამისთვის. ყველაზე ნაკლებად ჩავარდნა მინდოდა. ახლა ვგრძნობ, რომ მომენტი დადგა“, – განაცხადა ლოურენსმა.

D12-მა ახალი კლიპი გამოუშვა (ვიდეო)

ცნობილმა ამერიკელმა რეპ-კოლექტივმა D12 სიმღერაზე „DJ Turn it Up“ კლიპი გამოუშვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის შემადგენლობაში ემინემი, Bizarre, Kuniva, Swifty McVay, Fuzz Scoota და Mr. Porter შედიან, ვიდეომ ინტერბეტში დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ D12-მა წლის დასაწყისში მეხუთე მიქსტეიპი გამოუშვა, რომელმაც სახელწოდება „Devil’s Night: Reloaded“ მიიღო და რომელსაც თაყვანისმცემლების დადებითი შეფასებები მოჰყვა, თუმცა, კრებული გაყიდვების ჰიტი ვერ გახდა.

 

ნიკოლ შერზინგერმა ჯეიმი ფოქსი მიატოვა (ვიდეო)

ჯეიმი ფოქსის YouTube-ის ოფიციალურ არხზე მსახიობისა და მუსიკოსის ახალი კლიპი „In Love by Now“ გამოქვეყნდა. ვიდეოში, რომელიც უფრო მეტად მოკლემეტრაჟიან მელოდრამას ჰგავს, მომღერალი ნიკოლ შერზინგერი მონაწილეობს, რომელიც გაქცეულ პატარძალს ასახიერებს.

სიმღერა რიგით მეოთხეა ჯეიმის ახალი ალბომის „Hollywood: A Story of a Dozen Roses“ მხარდასაჭერად, რომელიც 15 მაისს გამოვიდა. დისკმა კრიტიკოსების უარყოფითი შეფასებები მიიღო, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია Billboard 200-ის მე-10 ადგილამდე ასულიყო.

რაიან გოსლინგი პირველი ასტრონავტი გახდება

რეჟისორი დამიენ ჩეზელი ასტრონავტ ნილ არმსტრონგის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს, „First Man“, იღებს. უკვე ცნობილია, რომ ცნობილი ასტრონავტის როლს რაიან გოსლინგი შეასრულებს.

ფილმი დაფუძნებულია ჯეიმს ჰენსენის ბიოგრაფიულ წიგნზე „First Man: A life Of Neil A Armstrong“.

შეგახსენებთ, რომ ეს გოსლინგისა და ჩეზელის პირველი ერთობლივი ნამუშევარი არ არის. მსახიობი და რეჟისორი ამჟამად ერთად მუშაობენ მუსიკალურ რომანტიკულ ფილმზე „La La Land“, სადაც ასევე ემა სტოუნი მონაწილეობს.

Travis-მა ახალი კლიპი წარმოადგინა (ვიდეო)

ცნობილმა შოტლანდიურმა ბრიტ-პოპ ჯგუფმა Travis-მა სიმღერაზე „Everything at Once“ კლიპი გამოუშვა. ვიდეოს პრემიერა YouTube-ის ოფიციალურ არხზე გაიმართა. თაყვანისმცემლებმა კლიპი დადებითად შეაფასეს.

სიმღერა „Everything at Once“ ჯგუფის მერვე სტუდიური ალბომის ლიდ-სინგლი გახდა, რომლის გამოსვლაც 2016 წლისთვის იგეგმება.

 

Coldplay-მ ახალი ალბომიდან ყველა სიმღერის ნაწყვეტი წარმოადგინა

Coldplay-მ ახალი ალბომიდან „A Head Full of Dreams“ ყველა სიმღერის ნაწყვეტი წარმოადგინა. მუსიკოსებმა „ინსტაგრამი“ გამოიყენეს და ყველა სიმღერის წინა ნაწილი გამოაქვეყნეს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანული ჯგუფის სიმღერების ჩაწერაში მონაწილეობა ბარაკ ობამამ („Amazing Grace“), კრის მარტინის ყოფილმა ცოლმა –  გვინეტ პელტროუმ, ბიონსემ, ნოელ გალაჰერმა და სხვა მუსიკოსებმა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ კოლექტივის განცხადებით, დისკი „A Head Full of Dreams“ ბოლო იქნება მათ დისკოგრაფიაში.

ნიკ კარტერმა და ავრილ ლავინმა ერთობლივი სიმღერა წარმოადგინეს

ნიკ კარტერმა და ავრილ ლავინმა ერთობლივი სიმღერა „Get Over Me“ წარმოადგინეს, რომელიც კარტერის მესამე სოლო ალბომში „All American“ შედის.

შეგახსენებთ, რომ ეს Backstreet Boys-ის წევრისა და კანადელი მომღერლის პირველი დუეტი არ არის. წყვილი კიდევ მუშაობს სიმღერაზე, რომელიც სავარაუდოდ ლავინის ახალ დისკში შევა.

 

ადელის ახალი ალბომი აშშ-ის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი დისკია

ადელის ახალი ალბომი „25“ აშშ-ში ყველა დროის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი დისკი გახდა. ცნობილია, რომ გამოსვლიდან სამ დღეში ფირფიტის 2,433 მილიონი ასლი გაიყიდა.

ამ მოკლე დროში ადელმა NSYNC-ის რეკორდის მოხსნა მოახერხა, რომლის ალბომი „No Strings Attached“ პირველ კვირას 2,416 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა.

მოელიან, რომ აშშ-ს მასშტაბით ადელის ახალი ნამუშევარი 3 მილიონი ერთეულის ოდენობით გაიყიდება, დიდი ბრიტანეთში კი – 1 მილიონის.

რობერტ დაუნი-უმცროსი შესაძლოა „რკინის კაცი 4“-ში დაბრუნდეს

უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში სტუდია Marvel ათზე მეტი ბლოკბასტერის გამოშვებას გეგმავს – მათ შორის სამი ჯერ კიდევ არ დაანონსებულა. ერთ-ერთი ამ პროექტთაგანი იქნება „რკინის კაცი 4“, რომელშიც შესაძლოა, კვლავ რობერტ დაუნი-უმცროსი ვიხილოთ.

სანამ მსახიობი სტუდიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მის ხელმძღვანელობას რობერტსა და მის „შემცვლელს“ შორის არჩევანზე ფიქრობს. ხმების თანხმად, დაუნი-უმცროსს პროექტში ტაი სიმპსონი შეცვლის, რომელმაც ფილმის წინა ეპიზოდში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. შეგახსენებთ, რომ „რკინის კაცი 4“-ის პრემიერად 2020 წელი სახელდება, რა დროისთვისაც რობერტ დაუნი-უმცროსი 55 წლის იქნება.

ამასთან, ჯერ კიდევ უცნობი სიმპსონისგან განსხვავებით, დაუნი-უმცროსი სტუდიისგან პირობების გაუმჯობესებას და კონტრაქტის პირობების გადახედვას ითხოვს. კერძოდ კი, მსახიობს სურს  ფიქსირებული ჰონორარის ნაცვლად მოგებიდან პროცენტი მიიღოს.

ჯასტინ ბიბერმა The Beatles-ის რეკორდი მოხსნა

ბოლო რამდენიმე წლის შემდეგ, მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა ახალი კლიპი გამოუშვა, რელიზისთვის მოამზადა ალბომი და გახდა ჟურნალ Billboard-ის რეკორდსმენი. 21 წლის მომღერალმა შეძლო და გახდა პირველი ისტორიაში, რომლის ერთდროულად 17 სიმღერა იმყოფება Billboard-ის ტოპ-100-ეულში.

ამ გზით ბიბერმა 50 წლიანი რეკორდი მოხსნა, რომელიც აქამდე The Beatles-ს ეკუთვნოდა. ლივეროულელი ოთხეულის 14 სიმღერა იმყოფებოდა აღნიშნულ ჩარტში.

თუმცა, ამით ჯასტინის რეკორდები არ დასრულებულა, ის გახდა მესამე შემსრულებელი ისტორიაში, რომლის სამი სინგლი ტოპ-5-ეულში იმყოფებოდა. ესენია: „Sorry“, „Love Yourself“ და „What Do You Mean“.

ჯასტინ ბიბერმა Nirvana-ს თაყვანისმცემლები გაანაწყენა

ჯასტინ ბიბერმა კურტ კობეინის თაყვანისმცემლების უკმაყოფილება გამოიწვია. American Music Awards-ის წითელ ხალიჩაზე კანადელი მომღერალი ჯგუფ Nirvana-ს წარწერიანი მაისურით გამოჩნდა. კომენტარებში ისინი წერენ, რომ ბიბერს ამისი უფლება არ ჰქონდა.

რაც შეეხება თავად ჯასტინის რეაქციას, დღის ბოლოს მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ კარგად გამოიყურებოდა.

 

2EB5A10500000578-0-image-m-33_1448243409486-620x912

ადელმა ბიონსეს რეკორდი მოხსნა

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მუსიკალურ ინდუსტრიაში ადელის დაბრუნება რამდენიმე ტრიუმფით აღინიშნა. ალბომის „25“ გამოსვლიდან მალევე დისკმა ბიონს ნოულზის რეკორდი მოხსნა – iTunes-ის ისტორიაში ის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ალბომი გახდა, აქამდე ეს რეკორდი ბიონსეს ეკუთვნოდა.

შეგახსენებთ, რომ გამოსვლიდან პირველივე დღეს „25“ 900 000-ზე მეტმა მომხმარებელმა შეიძინა. შედარებისთვის, 2013 წელს ბიონსეს ალბომი პირველ სამ დღეში 617 000-მა ადამიანმა იყიდა.

რიანამ მსოფლიო ტურნე დააანონსა

რიანას რიგით მერვე სტუდიური ალბომი „ANTI“ ჯერ არ გამოსულა, მაგრამ მომღერალმა მისი მხარდასაჭერი ტურნე დააანონსა, რომელიც სტარტს 2016 წლის თებერვლიდან აიღებს და აშშ-ს, გერმანიას, საფრანგეთს, ჰოლანდიას, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებს მოიცავს.

ცნობილია ისიც, რომ რიანასთან ერთად ტურნეში ბიგ შონი და ჯგუფი The Weeknd გაემგზავრებიან. სულ მომღერალი 24 ქალაქში გამოსვლას გეგმავს.

ჯონ სნოუ „სამეფო კარის თამაშების“ თიზერ-პოსტერზე გამოჩნდა

„სამეფო კარის თამაშების“ პრემიერამდე 4 თვეზე მეტი დრო რჩება და ახალი ეპიზოდების გადაღებებიც აქტიურ ფაზაშია შესული. HBO-მ გადაწყვიტა მე-6 სეზონისადმი მაყურებელს ინტერესი კიდევ უფრო გაუზარდოს. სწორედ ამისთვის არხმა თიზერი-პოსტერი გამოაქვეყნა, რომლის სახეც, რა თქმა უნდა, ჯონ სნოუ გახდა. ამ პერსონაჟის ბედი მაყურებელს ყველაზე მეტად ადარდებს.

შეგახსენებთ, რომ სერიალის მორიგი სეზონი ეთერში 2016 წლის აპრილში გამოჩნდება.

 

83f0add6005040403c3289719f0e9f70

American Music Awards 2015: ყველაფერი ცერემონიის შესახებ (ფოტოები)

22 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში წლის ერთ-ერთი უმსხვილესი მუსიკალური დაჯილდოება American Music Awards 2015 გაიმართა. საღამოს წამყვანი ჯენიფერ ლოპესი იყო, რომელმაც ღონისძიების განმავლობაში არაერთი უჩვეულო სიურპრიზი შემოგვთავაზა.

Microsoft Theater-ის წითელ ხალიჩაზე გვენ სტეფანი, სიარა, კაილი და კენდალ ჯენერები, სელენა გომესი, ჯასტინ ბიბერი, ნინა დობრევი ჯგუფი One Direction და სხვა ცნობილი სახეები გამოჩნდნენ.

რაც შეეხებათ გამარჯვებულებს, „წლის არტისტი“ ჯგუფი One Direction გახდა, „წლის ახალი არტისტი“ – სემ ჰანტი, „წლის სიმღერა“ – ტეილორ სვიფტის „Blank Space“, „წლის კოლაბორაცია“ – Skrillex & Diplo და ჯასტინ ბიბერის „Where Are Ü Now“, „საუკეთესო პოპ-როკ შემსრულებელი მამაკაცი“ – ედ შირანი, „საუკეთესო პოპ-როკ შემსრულებელი ქალი“ – არიანა გრანდე, „საუკეთესო პოპ-როკ ჯგუფი“ – One Direction, „საუკეთესო ალბომი“ – ტეილორ სვიფტის „1989“, „საუკეთესო ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი“ – ნიკი მინაჟი და ა.შ.

emi23112015- (1) emi23112015- (2) emi23112015- (3) emi23112015- (4) emi23112015- (10) emi23112015- (11) emi23112015- (12) emi23112015- (14) emi23112015- (18) emi23112015- (19) emi23112015- (20) emi23112015- (21) emi23112015- (22) emi23112015- (23)

emi23112015-_6 emi23112015-_9 emi23112015-_13 emi23112015-_15 emi23112015-_16 emi23112015-_17

30 წლიანი ურთიერთობის შემდეგ გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი დაქორწინებას გეგმავენ

გოლდი ჰოუნი, რომელსაც ცოტა ხნის წინ შეუსრულდა 70 წელი, ოჯახის შექმნას გეგმავს. გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რომ ცნობილმა მსახიობმა გადაწყვიტა ცხოვრება თავის დიდი ხნის სიყვარულს, 64 წლის კურტ რასელს დაუკავშიროს, რომელთან ერთადაც 30 წელია ცხოვრობს.

ქორწილი წყვილის კოლორადოს შტატში მდებარე რანჩოში 2016 წლის იანვარში გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ ცერემონია „კოვბოურ“ სტილში იქნება და მას ჰოუნისა და რასელის ახლობლები და მეგობრები დაესწრებიან.

ბრიტნი სპირსმა ლას-ვეგასში საშობაო სეზონი გახსნა (ფოტოები)

უკვე რამდენიმე თვეა, ბრიტნი სპირსი ლას-ვეგასში კონცერტებს მართავს. გამოსვლებს შორის შუალედში კი მომღერალმა საშობაო სეზონის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. სპირსმა საახალწლო ნაძვის ხეზე განათება აანთო.

ცერემონია სასტუმრო Linq-ში გაიმართა.

 

_500_600_80_DUofhp 118fd25a8bd190e6fee9b7161fac7435 abe9f8aac444ec31ccb263f0aa5f8550 acb7b235b4e292afd3bf86e8b7757d52 b7e5d7a05abdc7563f78f2d13671fc5a da0063e65da9eb514e56ddb5c22d83ad e6a689b9541ad7436e937a16f791a593

მაილი საირუსმა ფერადი კლიპი წარმოადგინა (ვიდეო)

საგასტროლე ტურნეს Milky Milky Milk წარმატებული სტარტის შემდეგ, მაილი საირუსმა თაყვანისმცემლებს სიმღერაზე „Lighter“ მუსიკალური კლიპი წარუდგინა. ვიდეოში, როგორც მოსალოდნელი იყო, მაილი ნახევრად შიშველი პოზირებს.

სიმღერა მომღერლის რიგით მეხუთე ალბომში „Miley Cyrus and Her Dead Petz“ შედის, რომელიც სრულიად უფასოდ გავრცელდა.

უახლოეს მომავალში საირუსი ამერიკის რამდენიმე ქალაქში კონცერტების გამართვას გეგმავს.

 

რიანამ ახალი ალბომის თიზერი გამოუშვა (ვიდეო)

რიანა ახალი ალბომის „ANTI“ გამოსაშვებად ემზადება. მეტი ინტრიგისთვის მან YouTube-ზე 15 წამიანი თიზერი გამოაქვეყნა. ამას გარდა, მომღერალმა სპეციალური გვერდი ANTIdiaRy შექმნა, სადაც დისკის გამოსვლამდე მის შესახებ გარკვეული სიახლეების განტავსება იგეგმება.

ალბომის გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია.

 

ჩარლი შინი ავტობიოგრაფიას დაწერს

სიახლეს აღარავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ჰოლივუდის მსახიობს, ჩარლი შინს შიდსი აქვს. ეს ფაქტი მან თავად რამდენიმე დღის წინ აღიარა. იმისათვის, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გაურკვეველი აღარფერი დარჩეს, შინმა გადაწყვიტა ავტობიოგრაფია დაწეროს.

ჩარლის განცხადებით, მას სურს ბოლო მოუღოს ყველა იმ ჭორს, რომელიც მის გარშემო ბოლო დღეებში გაჩნდა. „უნდა მორჩეს გამოგონილი ამბები და ისტორიები ჩემი ცხოვრების შესახებ. ხალხი არამარტო ჩემს, არამედ ბევრი ადამიანის რეპუტაციასაც ეჭვქვეშ აყენებს“ – განაცხადა მსახიობმა.

არც წიგნის სახელწოდება და არც მისი გამოსვლის თარიღი ამ დროისთვის არ ხმაურდება.

ტეილორ სვიფტმა ნიუ-იორკის სკოლებს 25 ათასი წიგნი აჩუქა

ტეილორ სვიფტი ხშირად უწყობს სიურპრიზებს თავის თაყვანისმცემლებს. როგორც ჩანს, 25 წლის მომღერალს ძალიან აწუხებს მოზარდების განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ნიუ-იორკის რამდენიმე სკოლას სახელმძღვანელოები არ ჰყოფნიდა, მომღერალმა სიხარულით გადაწყვიტა მათ დახმარებოდა.

ტეილორმა ქალაქის სკოლებისთვის 25 000 წიგნი შეიძინა. ამიერიდან, სკოლებს სრულფასოვანი ბიბლიოთეკები ექნება.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სკოლები აშშ-ში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით ფინანსდება, რის გამოც ხშირად არ არის საკმარისი ბიბლიოთეკების უზრუნველსაყოფად.

სემ სმიტი შემოქმედებით პაუზას იღებს

მომღერალი სემ სმიტი, რომლის უკანასკნელი ნამუშევარი „ბონდიანას“ წარმატებული საუნდტრეკია, შემოქმედებით პაუზას იღებს. ამის შესახებ 23 წლის მუსიკოსმა ლონდონში ვიზიტის დროს განაცხადა.

სმიტის თქმით, მას არ ყოფნის შთაგონება, რათა ახალი მუსიკა დაწეროს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესვენების დრო დადგა. მომღერლის განცხადებით, თითოეული სიმღერის დასაწერად მას ცხოვრებისეული გამოცდილება სჭირდება, ამიტომ როდესაც კვლავ შეუყვარდება, ახალ ნამუშევრებსაც მაშინ შემოგვთავაზებს.

„ჩემი მუსიკა ძალიან პირადულია. ამ დროისთვის მჭირდება ჩამოვშორდე საქმეს, შევხვდე ვინმეს, მოვინახულო ოჯახი, ვიპოვო მუზა. ასეთია ჩემი გეგმა“ – განაცხადა სმიტმა.

ბილ მიურეი, ჯორჯ კლუნი და მაილი საირუსი სოფია კოპოლას საშობაო კომედიის თრეილერში (ვიდეო)

რეჟისორმა სოფია კოპოლამ გადაწყვიტა საშობაო ფილმი გადაიღოს, სადაც ჰოლივუდის ბევრ  ვარსკვლავს შევხვდებით. პროექტს „A Very Murray Christmas“ ამ დღეებში ქსელში გამოვიდა ფილმის პირველი თრეილერი გამოქვეყნდა. კომედია სპეციალურად არხისთვის Netflix შეიქმნა.

ბილ მიურეის გარდა მასში მაილი საირუსი, ჯორჯ კლუნი, ემი პოლერი, კრის როკი და სხვა ცნობილი სახეები მონაწილეობენ.

 

სმარტფონი Pepsi-გან

ჩინეთში ჩაუშვეს კამპანია, რომელიც Pepsi-ს სმარტფონების გამოშვებისთვის თანხების მოძიებას გულისხმობს.

უკვე ცნობილია, რომ სმარტფონი 13 მეგაპიქსელიანი ძირითადი და 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერით იქნება აღჭურვილი და ანდროიდის ბაზაზე იმუშავებს. მას 5,5 დიუიმიანი ეკრანი ექნება Full HD მხარდაჭერით.

სმარტფონი 203 დოლარი ეღირება.

564df59d-7d0e-27de-7d0e-27d1e1bcb78c.photo.0

ირინა შეიკი Harper’s Bazaar-ის გარეკანზე (ფოტოები)

ესპანური Harper’s Bazaar-ის დეკემბრის გამოცემის გარეკანის გმირი სუპერმოდელი ირინა შეიკი გახდა.

ცოტა ხნის წინ ირინა ბრენდ L’Oreal Paris-ის სახე გახდა. მოდელმა კომპანიონობა ისეთ ვარსკვლავებს გაუწია, როგორებიც არიან ჯულიანა მური, ბლეიკ ლაივილი და ჯენიფერ ლოპესი. 2015 წელი შეიკისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, L’Oreal Paris-თან კონტრაქტის გარდა, ის ცნობილი ბრენდების Givenchy, Marc Jacobs და Diane von Furstenberg ჩვენებებში მონაწილეობდა.

სწორედ ამიტომ, Harper’s Bazaar-ის რედაქციამ 2015 წლის შემაჯამებელი ნომრის გარეკანზე ირინა შეიკს ვიხილავთ.

 

4136dbe848ac345aaa2c2a9dcc9ffcb6

e40cf1867ac95a0e25069d7099a42b68

მაიკლ დუგლასმა და კეტრინ ზეტა-ჯონსმა ქორწინების 15 წლის იუბილე აღნიშნეს

18 ნოემბერს მაიკლ დუგლასმა და კეტრინ ზეტა-ჯონსმა ქორწინების 15 წელი იზეიმეს. ასაკში 25 წლიანმა სხვაობამ, როგორც ჩანს, წყვილის თანაცხოვრებაზე გავლენა ვერ მოახდინა.

წყვილი ორ შვილს ზრდის, თუმცა ბევრს არ ეგონა, რომ ისინი 15 წლიან იუბილემდე მიაღწევდნენ. ორი წლის წინ მაიკლმა და კეტრინმა „პაუზა“ აიღეს, რათა ერთმანეთისგან „დაესვენათ“. აღმოჩნდა, რომ ამ გადაწყვეტილებამ მათზე დადებითად იმოქმედა, რამდენიმე თვის შემდეგ ისინი კვლავ ერთად გამოჩნდნენ საზოგადოებაში.

„კეტრინი ისე მიყვარს, როგორც არასდროს, ვიმედოვნებს, რომ ეს გრძნობა საპასუხოა“ – აცხადებს მაიკლი ყოველ შესაძლო შემთხვევის დროს.

15 წლის იუბილე მათ მოკრძალებულად აღნიშნეს: დაესწრნენ ბროდვეის შოუს, შემდეგ კი რომანტიული ვახშამზე იმყოფებოდნენ.

ანჯელინა ჯოლის მომდევნო ფილმის სიუჟეტი ცნობილია

მიუხედავად ანჯელინა ჯოლის ახალი ნამუშევრის – „ზღვასთან ახლოს“ კინოგაქირავებაში ჩავარდნისა, მსახიობი და რეჟისორი არ გეგმავს ამაზე შეჩერებას. ჰოლივუდელმა ლამაზმანმა უკვე მოიფიქრა მორიგი ფილმის სიუჟეტი, რომელსაც კვლავ თავად ჩაუდგება სათავეში.

ცნობილი ხდება, რომ თავის მომდევნო ფილმს ანჯელინა „სპილოების გადამრჩენელზე“ და ბრაკონიერების წინააღმდეგ აქტიურ მებრძოლზე, რიჩარდ ლიკიზე გადაიღებს.  გადაღებები კენიაში დაიწყება, სადაც ლიკი ამჟამად მუშაობს. აღმოჩნდა, რომ თავად მთავარ პერსონაჟს სურს, რომ მისი გმირი თვით ბრედ პიტმა განასახიეროს, რაც ჯერ-ჯერობით დაუზუსტებელია.

გადაღებები 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

„საიდუმლო მასალების“ ახალ სეზონში უცხოპლანეტელები არ იქნებიან

საკულტო სერიალზე – „საიდუმლო მასალები“ მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, მსახიობი ჯილიან ანდერსონი კი სიუჟეტის დეტალების გამხელას განაგრძობს. ამჯერად ცნობილი გახდა, რომ ახალ სეზონში აღარ გამოჩნდებიან უცხოპლანეტელები, თუმცა ეს სერიები არ იქნება ნაკლებად საშიში, ვიდრე მისი წინამორბედები.

„ახალ სეზონში იქნება ბევრი იუმორი. სერიალი ჯერ მთლიანად არ მინახავს, თუმცა, მგონია, რომ ჩვენს თაყვანისმცემლებს სასიამოვნოდ გავახარებთ“ – განაცხადა ჯილიანმა.

შეგახსენებთ, რომ „საიდუმლო მასალები“ – სატელევიზიო სივრცის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პროექტია, მის ანგარიშზე ბევრი პრესტიჟული ჯილდოა, მათ შორის :ემი“ და „ოქროს გლობუსი“.  სერიალი 1993 წლიდან 2002 წლამდე ტელეარხ Fox-ის ეთერით გადაიცემოდა.

ადელის ახალი დისკი ქსელში ოფიციალურ რელიზამდე ორი დღით ადრე გამოჩნდა

ინტერნეტში ადელის ახალი ალბომი 25“ გამოჩნდა. სიმღერები ქსელში მეკობრეული გზით ოფიციალურ პრემიერამდე ორი დღით ადრე გამოჩნდა. ოფიციალურად ალბომი 20 ნოემბერს გამოვა.

ანალიტიკოსების აზრით, პირველ კვირას დისკის 3 მილიონი ასლი გაიყიდება. ამ მომენტისთვის წინასწარ ალბომის 1 მილიონი ასლია შეკვეთილი.

The Killers ახალ ალბომზე მუშაობს

ბრენდონ ფლაუერსმა განაცხადა, რომ ჯგუფი The Killers ახალ ალბომზე მუშაობს. „ჩვენ უკვე ვწერთ ახალ მასალას, მართალია, ადრეულ სტადიაზე ვიმყოფებით, მაგრამ დისკს აუცილებლად ჩავწერთ“ – განაცხადა მუსიკოსმა.

შეგახსენებთ, რომ როკ-ჯგუფის უკანასკნელი ალბომი „Battle Born“ 2012 წლით ტარიღდება. ალბომი ბრიტანეთის, ამერიკის, ავსტრალიის, ავსტრიის, კანადისა და გერმანიის წამყვანი ჩარტების საუკეთესო სამეულში შედიოდა.

ლედი გაგამ საშობაო რგოლში მიიღო მონაწილეობა (ვიდეო)

მაღაზიათა ქსელმა Barnes & Noble ახალი სარეკლამო ვიდეო წარმოადგინა, რომელშიც ლედი გაგა და ტონი ბენეტი მონაწილეობენ.

დუეტმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ საერთო ჯაზ-ალბომიც გამოუშვა, სპეციალურად რგოლისთვის კლასიკური საშობაო კომპოზიცია – „Baby, Its Cold Outside“ შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ იგივე სიმღერა შეასრულა ლედი გაგამ ჯოზეფ გორდონ ლევიტთან ერთად 2013 წელს გამოშვებულ საშობაო ვიდეოში.

 

 

 

 

ადელმა ახალი სიმღერა სრულად წარმოადგინა (ვიდეო)

ადელი მსოფლიო სცენას სიმღერით „Hello“ დაუბრუნდა, რომელიც მომენტალური ჰიტი გახდა. ამჯერად, ბრიტანელმა მომღერალმა მეორე სიმღერა „When We Were Young“ წარმოადგინა. სიმღერის სრული ვერსია ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ ადელის მესამე სოლო ალბომი „25“ წლის ბოლომდე გამოვა. დისკის შეძენა iTunes-ზე უკვე შესაძლებელია. აღსანიშნავია, რომ ალბომმა გამოუსვლელად უკვე მოხსნა რეკორდი, მის რელიზამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და წინასწარ დისკის რეკორდული რაოდენობა უკვეშეუკვეთეს.

 

 

სემ სმიტმა „ბოდნიანას“ საუნდტრეკი ტელეეთერში შეასრულა

სემ სმიტმა „ბოდნიანას“ საუნდტრეკი „Writing on the Wall“ The Graham Norton Show-ს ეთერში შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ სინგლი აგენტი 007-ის შესახებ პირველი თემა გახდა ფილმის ისტორიაში, რომელმაც ბრიტანული სინგლების ჩარტის პირველ პოზიციაზე ასვლა შეძლო. „ეს მოვლენა ერთ-ერთი საკვანძო გახდება ჩემს შემოქმედებაში. ვამაყობ, რომ ამ პროექტის ნაწილი ვარ. ჩემამდე მისთვის სიმღერებს საკულტო მუსიკოსები წერდნენ“, – განაცხადა სმიტმა.

Billboard Hot 100-ის რეკორდსმენები გამოვლინდნენ

ჟურნალ Billboard-ის ახალ ნომერში პრესტიჟული ჩარტის, Billboard Hot 100-ის რეკორდსმენები გამოვლიდნენ. რეიტინგში იმ შემსრულებლების სინგლები მოხვდა, რომლებიც ყველაზე მეტჯერ იმყოფებოდნენ აღნიშნული რეიტინგის სათავეში. პირველ ადგილზე The Beatles იმყოფება, რომლის 20 სიმღერა იყო ჩარტის სათავეში. მეორე ადგილზე მერაია ქერი იმყოფება 18 სიმღერით, სამეულს კი მაიკლ ჯექსონი და რიანა ინაწილებენ 13-13 სიმღერით.

დანარჩენი ადგილები კი ასე გადანაწილდა: მადონა – 12; The Supremes – 12; უიტნი ჰიუსტონი – 11; ჯანეტ ჯექსონი – 10; სტივ უანდერი – 10; Bee Gees – 9; ელტონ ჯონი – 9; პოლ მაკარტნი – 9, აშერი – 9; კეტი პერი – 9.

საზოგადოების მხარდაჭერა პარიზის ტრაგედიისადმი (ფოტოები)

მსოფლიო კვლავაც აქტიურად ეხმიანება 14 ნოემბერს პარიზში დატრიალებულ ტრაგედიას. სოციალური ქსელის მომხმარებლები შესაბამის ფოტოებს აზიარებენ ჰეშტეგით #PrayForParis.

risunki-lyudey-po-vsemu-miru-v-podderzhku-tragedii-1

risunki-lyudey-po-vsemu-miru-v-podderzhku-tragedii-2

risunki-lyudey-po-vsemu-miru-v-podderzhku-tragedii-3

risunki-lyudey-po-vsemu-miru-v-podderzhku-tragedii-4

risunki-lyudey-po-vsemu-miru-v-podderzhku-tragedii-5

risunki-lyudey-po-vsemu-miru-v-podderzhku-tragedii-6

risunki-lyudey-po-vsemu-miru-v-podderzhku-tragedii-7

risunki-lyudey-po-vsemu-miru-v-podderzhku-tragedii-8

risunki-lyudey-po-vsemu-miru-v-podderzhku-tragedii-9

risunki-lyudey-po-vsemu-miru-v-podderzhku-tragedii-10

risunki-lyudey-po-vsemu-miru-v-podderzhku-tragedii-11

risunki-lyudey-po-vsemu-miru-v-podderzhku-tragedii-12

risunki-lyudey-po-vsemu-miru-v-podderzhku-tragedii-13

risunki-lyudey-po-vsemu-miru-v-podderzhku-tragedii-14

ადელი კსავიე დოლანის ფილმში მონაწილეობას მიიღებს

როგორც ჩანს, კსავიე დოლანი იმდენად მოიხიბლა ადელით, რომ ბრიტანელი მომღერალი საკუთარ ფილმში მიიწვია. შეგახსენებთ, რომ სწორედ დოლანია ადელის უკანასკნელი ჰიტის „Hello“ რეჟისორიც.

ცნობილია, რომ ფილმში „ჯონ დონოვანის სიკვდილი და სიცოცხლე“ ადელი საკუთარ თავს განასახიერებს. პარტნიორობას კი მას ჯესიკა ჩესტეინი, კიტ ჰარინგტონი, სიუზან სარანდონი და კეტი ბეიტსი გაუწევენ.
სხვა დეტალები მომავალ ფილმზე ჯერ-ჯერობით უცნობია.

არნოლდ შვარცენეგერი ინდურ ფილმში მონაწილეობას მიიღებს

მსახიობი არნოლდ შვარცენეგერი ახალ პროექტზე მუშაობს. საუბარია ინდურ საბრძოლო ჟანრის ფილმზე, სადაც კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.

მსახიობის ჰონორარის ოდენობა 15 მილიონი იქნება. ფილმის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ ეს თანხა ამაოდ არ იქნება დახარჯული, რადგან ინდოელ მაყურებელს შვარცენეგერი ძალიან უყვარს.

ცნობილია, რომ ცნობილი „ტერმინატორი“ ინდოეთს დეკემბერში ესტუმრება, ფილმის – „რობოტი 2“ რელიზი კი 2016 წლის მეორე ნახევარში შედგება.

ჯენიფერ ლოურენსი ყველაზე დაფასებული ვარსკვლავია

გამოცემამ Vulture, რომელიც ამერიკულ კინოინდუსტრიას ეძღვნება, ყველაზე დაფასებული ვარსკვლავები გამოავლინა. უკვე მეორე წელია Vulture-ის რეიტინგის სათავეში ჯენიფერ ლოურენსი იმყოფება, რომელიც ამავდროულად ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალია.

აღსანიშნავია, რომ ათეულის გარეთ აღმოჩნდნენ ტომ ჰენკსი (მე-12 ადგილი), მეთ დეიმონი (მე-13 ადგილი), მეთიუ მაკკონაჰი (14), ჯორჯ კლუნი (15), ბრედ პიტი (16), ანჯელინა ჯოლი (17), ლიამ ნისონი (18), ბენ აფლეკი (19) და კრის ჰემსვორტი (20).

რაც შეეხება ტომ-10-ეულს, 2015 წლის ყველაზე დაფასებული მსახიობების რეიტინგი ასე გამოიყურება:

10. სკარლეტ იოჰანსონი

<> at Ziegfeld Theater on September 24, 2015 in New York City. <>

9. ჩენინგ ტატუმი

attends the 2015 Baby2Baby Gala presented by MarulaOil & Kayne Capital Advisors Foundation honoring Kerry Washington at 3LABS on November 14, 2015 in Culver City, California.

8. სანდრა ბალოკი

HOLLYWOOD, CA - OCTOBER 26:  Actress Sandra Bullock arrives at the premiere of Warner Bros. Pictures' 'Our Brand Is Crisis' at TCL Chinese Theatre on October 26, 2015 in Hollywood, California.  (Photo by Axelle/Bauer-Griffin/FilmMagic)

7. ჰიუ ჯეკმანი

<> on October 6, 2015 in Mexico City, Mexico. <>

6. ტომ კრუზი

Tom Cruise/ Christopher McQuarrie/ Rebecca Ferguson attends the Japan Premiere of 'Mission: Impossible - Rogue Nation' at the Toho Cinemas Shinjyuku on August 3, 2015 in Tokyo, Japan.

5. დუეინ ჯონსონი

D23 EXPO 2015 - D23 EXPO, the ultimate Disney fan event, brings together all the past, present and future of Disney entertainment under one roof. Taking place August 14-16, this year marks the fourth D23 EXPO at the Anaheim Convention Center and promises to be the biggest and most spectacular yet. (Photo by ABC/Image Group LA via Getty Images) DWAYNE JOHNSON

4. ბრედლი კუპერი

LONDON, ENGLAND - OCTOBER 28:   Bradley Cooper attends the UK Film Premiere of 'Burnt' at Vue West End on October 28, 2015 in London, England. (Photo by Julian Parker/UK Press via Getty Images)

3. ლეონარდო დიკაპრიო

8(9)

2. რობერტ დაუნი-უმცროსი

onstage during the 2015 Jaguar Land Rover British Academy Britannia Awards presented by American Airlines at The Beverly Hilton Hotel on October 30, 2015 in Beverly Hills, California.

1. ჯენიფერ ლოურენსი

BEIJING, CHINA - NOVEMBER 12:  (CHINA OUT) Actress Jennifer Lawrence attends 'Los Juegos Del Hambre: Sinsajo - Part 2' premiere at the Solana on November 12, 2015 in Beijing, China.  (Photo by ChinaFotoPress/ChinaFotoPress via Getty Images)

ყველა დროის საუკეთესო რეპერი გამოვლინდა

ჟურნალმა Billboard ყველა დროის საუკეთესო რეპერი გამოაქევყნა. რეიტინგის პირველ ადგილზე Notorious B.I.G. განთავსდა, მას ჯეი-ზი მოჰყვება, ხოლო მესამე ადგილს ემინემი იკავებს. ათეულში ერთადერთი ქალი ლორინ ჰილი აღმოჩნდა, თუმცა მუსიკოსი სულ ამტკიცებს, რომ ის უფრო მეტად ნეო-სოულისკენ იხრება.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგმა რეპის თაყვანისმცემლებში უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მასში ვერ მოხვდა თუფაქ შაკური.

Billboard-ის ვერსიით ათი საუკეთესო რეპერის სია ასე გამოიყურება: 4. Rakim; 5. Nas; 6. Andre 3000; 7. ლორინ ჰილი; 8. Ghostface Killah; 9. კენდრიკ ლამარი; 10. ლილ უეინი.

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ახალი ფილმი კინოგაქირავებაში ჩავარდა

გასული კვირის ბოლოს ამერიკულ კინოგაქირავებაში ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ფილმის „ზღვასთან ახლოს“ პრემიერა შედგა. ხმაურიანი ანონსის შემდეგ, ფილმი კინოგაქირავებაში ჩავარდა, რადგან უქმეებზე მან მხოლოდ 95 ათასი გამოიმუშავა.

ეს ყველაფერი იმითაც აიხსნება, რომ საპრემიერო კვირას ფილმის ჩვენება ამერიკის მხოლოდ ათ კინოთეატრში მოხდა, თითოეულზე საშუალო მოგება 9,5 ათასი დოლარი იყო – ეს კი თითქმის ორჯერ უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე საშუალო ფილმის საპრემიერო შედეგი. ფილმის ბიუჯეტი 10 მილიონი დოლარი იყო.

One Diretion-ის წევრები Honda Civic-ის რეკლამაში (ვიდეო)

One Diretion-ის წევრები 30 წლამდე ასაკის ყველაზე ცნობილი ადამიანები არიან. ამ ტიტულის მოპოვებას კი მათ ცნობილ პროექტებში მონაწილეობა განაპირობებს, ამ დღეებში კოლექტივის მონაწილეობით საავტომობილო ბრენდის, Honda-ს რეკლამა გამოვიდა.

ჯგუფის თაყვანისმცემლების თქმით, ვიდეო გაცილებით აზრიანი გამოვიდა, ვიდრე One Diretion-ის მონაწილეობით სხვა კლიპები.

„007: სპექტრი“ ამერიკული კინოგაქირავების ლიდერია

მეორე კვირაა „007:სპექტრი“ ამერიკულ კინოგაქირავებას ლიდერობს. ფილმმა უკვე 35,4 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამერიკის ფარგლებს გარეთ პროექტის მოგებამ დამატებით 413 მილიონი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ფილმის ბიუჯეტი 245 მილიონს შეადგენს, შესაბამისად პრემიერიდან მეორე კვირას ფილმმა მთლიანად გამოიმუშავა თავისი ხარჯები.

გეგმავს თუ არა გაერთიანებას Spice Girls?

ხმები იმის შესახებ, რომ 90-იანების გოგონების ერთ-ერთი ყველაზე „ცხელი“ ჯგუფი Spice Girls გაერთიანებას გეგმავს, უკვე დიდი ხანია დადის. ამ დღეებში კოლექტივის ერთ-ერთმა წევრმა, მელანი ბრაუნმა ამის შესახებ კომენტარი გააკეთა. „პოტენციურად ჩვენი გაერთიანება მოხდება. თუ რამეს გადავწყვეტთ, აუცილებლად განვაცხადებთ ოფიციალურად. ახლა იმას ვარკვევთ, გვჭირდება თუ არა საერთოდ ეს ყველაფერი. მომავალ წელს 20 წლის იუბილე გვაქვს და ვცდილობთ გავერკვეთ, გამოვა თუ არა ამისგან რამე კარგი“, – ამბობს მელანი.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად Spice Girls სრული შემადგენლობით 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე გამოვიდა.

როგორ ეხმაურებიან ცნობილები პარიზის ტრაგედიას

პარიზის თეატრ „ბატაკლანში“ მომხდარ ტრაგედიას ცნობილი ადამინები სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურებიან.

„შესანიშნავად ჩაიარა ჩემმა პირველმა კონცერტმა, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ გავიგე სიახლე პარიზიდან. ვილოცოთ ერთად“, – დაწერა ჯასტინ ბიბერმა.

„დროა, ყველამ ვილოცოთ პარიზისთვის“, – კეტი პერი.

„ყველა პარიზელზე ვფიქრობ“, – გარი სტაილზი.

„ფიქრით და ლოცვით პარიზში ვარ“, – ნიკ ჯონასი.

„ყველა ემიგრანტი ვართ. ყველას ერთი ფერის კანი გვაქვს. ვილოცოთ პარიზსა და მთელს მსოფლიოში მშვიდობისთვის“, – მადონა.

„საშინელი დღეა მთელი პლანეტისთვის. ჩემი გული პარიზშია“, – არიანა გრანდე.

„ჩვენ თქვენთვის ვლოცულობთ“, – OneRepublic.

„ვუგზავნით ჩვენს გულებს პარიზს. ჩვენი გულები გატეხილია“, – Imagine Dragons.

„გთხოვთ, ილოცეთ ჩემი პარიზელი მეგობრებისთვის“, – ქეშა.

„ახლა გავიგე ტრაც ხდება პარიზში. ვლოცულობ თქვენთვის ყველასთვის“, – დემი ლოვატო.

ჯასტინ ბიბერმა თავისი სიმღერის ახალი ვერსია არიანა გრანდესთან ერთად ჩაწერა

ქსელში ჯასტინ ბიბერის სიმღერის „What Do You Mean?“ ახალი ვერსია გაჩნდა. კანადელმა მომღერალმა თავისი ჰიტის ახალი ვერსია არიანა გრანდესთან ერთად ჩაწერა და სიმღერის ორიგინალიდან ეპიზოდებიც დაურთო.

შეგახსენებთ, რომ ბიბერის დისკი „Purpose” 13 ნოემბერს გამოვიდა.

ადელი კვლავ პირველია

უკვე მეორე კვირაა ადელის ჰიტი „Hello“ მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი სიმღერაა. თრექმა შეინარჩუნა პირველობა ბრიტანეთისა და აშშ-ის ჩარტებში, სადაც 121 და 635 ათასი ერეულის ოდენობით გაიყიდა.

ამ კვირაში რეიტინგის მეორე ადგილზე იაპონური პოპ-ჯგუფის Nogizaka 46 სიმღერა „Ima, Hanashitai Hito Ga Iru“ იმყოფება, სამეულს კი ჯასტინ ბიბერის „Sorry“ ხურავს.

„ტიტანიკის“ ვარსკვლავმა ახალი როლისთვის რუსული ენის შესწავლა დაიწყო

ოსკაროსანი კეიტ უინსლეტი ახალ ფილმში – „სამი ცხრიანი“ მონაწილეობს, სადაც მსახიობი კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელის როლს ასრულებს. ცნობილია, რომ სპეციალურად ამ როლისთვის „ტიტანიკის“ ვარსკ