80 წლის მორგან ფრიმენი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს

80 წლის მორგან ფრიმენი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს
შოუბიზნესი / მაისი 25, 2018

ცოტა ხნის წინ, მსახიობი მორგან ფრიმენი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. ფილმების, „სიცრუის ილუზია“ და „ვადაგასული ბანდიტები“ გადასაღებ მოედანზე, რამდენიმე მსახიობის თქმით, ის მუდმივად ავიწროებდა მათ და უხერხულ კითხვებს უსვამდა.

ამ ფაქტის გამო, ფრიმენმა ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა: „ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც დისკომფორტი შევუქმენი ან უნებლიედ დავამცირე. ეს არასოდეს ყოფილა ჩემი მიზანი“, – განაცხადა მსახიობმა.

მისი თქმით, ის არ განეკუთვნება იმ ადამიანების რიცხვს, ვისაც მოსწონს, რომ სხვებს უხერხულ მდგომარეობაში ამყოფებს და ამისი დამტკიცება შეუძლია ყველას, ვისაც მასთან უმუშავია.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები