7 დიუიმიან საკეც სმარტფონს Samsung 2019 წლის დასაწყისში გამოუშვებს

7 დიუიმიან საკეც სმარტფონს Samsung 2019 წლის დასაწყისში გამოუშვებს
Hi Tech / ივლისი 20, 2018

კომპანია Samsung მომდევნო წლის დასაწყისში 7 დიუიმიანი საკეცი სმარტფონის გამოსაშვებად ემზადება.

სიახლეს კოდური სახელწოდება „Winner“ ექნება და როდესაც ის საცალო გაყიდვაში გამოვა, თავდაპირველად გეიმერებისთვის იქნება განკუთვნილი. უკვე ცნობილია, რომ გაჯეტი 1500 დოლარი ეღირება.

სმარტფონის ეკრანი გაშლილ მდგომარეობაში 7 დიუიმი იქნება, თუმცა მისი მოკეცვა საფულის სტილში იქნება შესაძლებელი.

არსებული ინფორმაციით, Samsung საკეცი სმარტფონების უფრო ფართო აუდიტორიისთვის შეთავაზებას 2019 წლის მეორე ნახევარში გეგმავს და ის Galaxy S-ისა და Note-ის მესამე ხაზის შემადგენლობაში შევა.

საკვანძო სიტყვები