68 წლის რიჩარდ გირმა და 34 წლის ალეხანდრა სილვამ საიდუმლოდ იქორწინეს

68 წლის რიჩარდ გირმა და 34 წლის ალეხანდრა სილვამ საიდუმლოდ იქორწინეს
შოუბიზნესი / მაისი 17, 2018

რამდენიმე დღის წინ, 68 წლის რიჩარდ გირმა და 34 წლის ალეხანდრა სილვამ ქორწილი გადაიხადეს. ღონისძიება ნიუ-იორკის რანჩოზე გაიმართა. ახალდაქორწინებულების პირველი ფოტო კი ესპანური HOLA!-ს ახალ ნომერში დაიბეჭდა.

„მთელს სამყაროში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ! ვერც ვხვდები, როგორ მოხდა ეს. ალეხანდრა ლამაზი, ჭკვიანი, მგრძნობიარე და მხიარულია…რაც მთავარია, ის ესპანელია! ეს ხომ მეფეებისა და დედოფლების მიწაა, სერვანტესისა და ბუნიუელის სამშობლო… ის განუმეორებელია!

შეგახსენებთ, რომ წყვილს რომანი 2015 წლიდან აქვს.

საკვანძო სიტყვები