55 წლის დემი მურს ახალი რომანი აქვს

55 წლის დემი მურს ახალი რომანი აქვს
შოუბიზნესი / იანვარი 5, 2018

მას შემდეგ, რაც 2011 წელს დემი მური ეშტონ კაჩერს დაშორდა, მას რამდენიმე მოკლევადიანი რომანი ჰქონდა ვიტო შნაბელთან და რესტორატორ ჰარი მორტონთან. ამჯერად კი ვგებულობთ, რომ 55 წლის მსახიობს ურთიერთობა მისი ქალიშვილის, რუმერის ახლო მეგობართან, მუსიკოს ნიკ ჯონასთან აქვს. ცნობილია, ისიც, რომ აქამდე ამ უკანასკნელს რომანი კეიტ ჰადსობთან და მომღერალ დელტა გუდრემთან ჰქონდა.

არც მსახიობი და არც 25 წლის მომღერალი ამ ფაქტზე კომენტარს, ბუნებრივია, არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ დემი ქორწინებაში სამჯერ იმყოფებოდა: 1980-85 წლებში ის როკ-მუსიკოსზე ფრედი მურზე იყო დაქორწინებული, 1987 წელს კი ცოლად მსახიობ ბრიუს უილისს გაყვა და მასთან სამი ქალიშვილი შეეძინა. 2005 წელს კი ვარსკვლავმა ეშტონ კაჩერტზე იქორწინა, რომელსაც 2011 წელს დაშორდა.

ნიკ ჯონასი

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები