50 წლის იუბილეზე უილ სმიტი ვერტმფრენიდან გადმოხტა (ვიდეო)

50 წლის იუბილეზე უილ სმიტი ვერტმფრენიდან გადმოხტა (ვიდეო)
შოუბიზნესი / სექტემბერი 27, 2018

სახალისო ვიდეო, რომლითაც ჯეიდა პინკეტ სმიტმა მეუღლეს 50 წლის იუბილე ,,ინსტაგრამზე” მიულოცა, უილ სმიტმა რეალობად აქცია და ვერტმფრენიდან გადმოხტა.

,,მე ახლა ვიწყებ.” – აღნიშნა იუბილარმა ფოტოზე, რომელზეც ცაში გამოკიდებული საკუთარი თავი მონიშნა.

https://www.instagram.com/p/BoMuAMKHyBj/?taken-by=willsmith

,,გილოცავ! შენ ეს შეძელი! მაგრამ უკანასკნელად! გული ისევ მიცემს!” – დაწერა ჯეიდა პინკეტ სმიტმა ვიდეოზე, რომელიც ,,ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა.

https://www.instagram.com/p/BoLexc2DsA4/?taken-by=jadapinkettsmith

ამერიკელი ვარსკვლავი პარალელურად ,,იუთუბზე” ლაივში იყო.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს უილმა 20 წლის ოცნება აიხდინა და ხიდიდან გადახტა. მას თან ვიდეოკამერა ჰქონდა.

.

საკვანძო სიტყვები