5 ყველაზე მუსიკალური სმარტფონი გამოვლინდა

5 ყველაზე მუსიკალური სმარტფონი გამოვლინდა
Hi Tech / ოქტომბერი 12, 2017

თანამედროვე სმარტფონები უამრავი ფუნქციებით არის აღჭურვილი, თუმცა ერთ-ერთი მთავარი ხმის ხარისხია, რასაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ექსპერტებმა 5 საუკეთესო მუსიკალური სმარტფონი გამოავლინეს.

პირველ ადგილზე არც ისე ცნობილი Highscreen Boost 3 Pro განთავსდა, რომელიც იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ იაფი ღირს, მაღალი ხარისხის ხმოვანებით გამოირჩევა. მეორე პოზიციას Xiaomi Mi Note იკავებს. თავის კონკურენტებთან შედარებით სმარტფონს კარგი ხარისხის აუდიოსისტემა აქვს. Lenovo Vibe X3 – ჩინურმა ბრენდმა ეს სმარტფონი გამორჩეულად მუსიკალური შექმნა. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს მოდელი მოთხოვნაში კიდევ დიდხანს იქნება. მე-4 და მე-5 ადგილები LG V10-მა და Meizu PRO 5-მა დაიკავეს. ორივე მათგან საკუთარი აუდიო მოდული აქვს, რომელიც ყველა სისტემასთან სინქრონიზირდება.