49 წლის ჯენიფერ ლოპესი ახალ ტროპიკულ კლიპში (ვიდეო)

49 წლის ჯენიფერ ლოპესი ახალ ტროპიკულ კლიპში (ვიდეო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 9, 2018

ჯენიფერ ლოპესმა დაანონსებული სინგლი Te Guste გამოუშვა. სიახლე, რომელიც Bad Bunny-სთან დუეტია, ქსელში კლიპთან ერთად გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოში 49 წლის ვარსკვლავი დემონსტრირებას თავის იდეალურ სხეულს უკეთებს და რამდენიმე მბზინავი ლუქით, მათ შორის კი ყვითელი და წითელი ბიკინებით ტროპიკული ბუნების  ფონზე პოზირებს.

მუსიკალური რგოლის რეჟისორი მაიკ ჰოა.

შეგახსენებთ, რომ ორი სუპერვარსკვლავის კოლაბორაციის კლიპზე მუშაობის შესახებ ცნობილი 19 ოქტომბერს გახდა. ვარაუდობენ, რომ ტრეკი ჯეი ლოს მომავალ ესპანურენოვან ალბომში შევა.

საკვანძო სიტყვები