45 წლის კემერონ დიასი დედა პირველად გახდება

45 წლის კემერონ დიასი დედა პირველად გახდება
შოუბიზნესი / თებერვალი 14, 2018

კემერონ დიასი და მისი მეუღლე, ბენჯი მედენი შვილს ელოდებიან. ინსაიდერის თქმით, დედობისკენ მიმავალი გზა მსახიობისთვის საკმაოდ რთული აღმჩნდა. საბოლოოდ კი მას ამ ოცნების ასრულებაში ხელოვნური განაყოფიერება დაეხმარა.

45 წლის ვარსკვლავისა და მისი 38 წლის მეუღლისთვის ეს ბავშვი პირველი იქნება. 2015 წელს, ქორწინების შემდეგ ისინი ცდილობდნენ, ბუნებრივი გზით გაეჩინათ ბავშვი, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ყველა მცდელობა უშედეგოდ ასრულდა. საბოლოოდ დიასი სუროგატი დედის მომსახურებით სარგებლობას ფიქრობდა, თუმცა ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ შვილის გაჩენა თავადაც შეეძლო.

საკვანძო სიტყვები