43 წლის სარა პოლსონმა 75 წლის მეგობარ ქალთან რომანზე კომენტარი გააკეთა

43 წლის სარა პოლსონმა 75 წლის მეგობარ ქალთან რომანზე კომენტარი გააკეთა
შოუბიზნესი / მაისი 24, 2018

43 წლის სარა პოლსონისა და 75 წლის ჰოლანდ ტეილორის რომანის შესახებ ცნობილი 2015 წლის ბოლოს გახდა. მსახიობებს შორის ასაკობრივი სხვაობა 32 წელია.

ცოტა ხნის წინ, პოლსონმა ერთ-ერთ გამოცემას ინტერვიუ მისცა და ყველას, ვინც მის არჩევანს აკრიტიკებს, პასუხი გასცა: „თუკი ვინმეს სურს, რომ უცნაურად ჩამთვალოს იმიტომ, რომ მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო ადამიანზე ვარ შეყვარებული, ეს მისი პრობლემაა. მე ყველაფერი კარგად მაქვს“, – განაცხადა მსახიობმა.

პოლსონის თქმით, მას არ სურს, რომ იმის მიხედვით განსაჯოს, „ვისთან იზიარებს საწოლს, სახლსა და სულს“: „ჩემი ცხოვრებისეული არჩევანი არატრადიციულია და ეს მხოლოდ ჩემი საქმეა. ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი“, – აღიარა ვარსკვლკავმა.

შეგახსენებთ, რომ სარა პოლსონი იმ მსახიობებს განეკუთვნება, ვინც თავის სექსუალურ ორიენტაციას არ მალავს. ის დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდა თავის კოლეგას, ჩერი ჯონსს, თუმცა 2009 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

საკვანძო სიტყვები