43-ე იუბილე ჯოლიმ ატრაქციონების პარკში შვილებთან ერთად აღნიშნა (ფოტო)

43-ე იუბილე ჯოლიმ ატრაქციონების პარკში შვილებთან ერთად აღნიშნა (ფოტო)
შოუბიზნესი / ივნისი 5, 2018

ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ, ანჯელინა ჯოლი თავისუფალ დროს მუდმივად შვილებთან ერთად ატარებს. ამ დღეებშიც,  43-ე დაბადების დღე ჰოლივუდის ვარსკვლავმა სწორედ მათთან ერთად აღნიშნა. ჯოლი გასართობ პარკში Thorpe Park პაპარაცებმა გადაიღეს. მსახიობი ორ ატრაქციონზე იჯდა, დანარჩენი დრო ის შვილებს გულშემატკივრობდა, რომლებიც გიგანტური გველის დამარცხებას ცდილობდნენ.

ანჯელინა საკმაოდ სადად იყო ჩაცმული: მას შავი შარვალი, თეთრი მაისური და შავი მოსაცმელი ეცვა, სახეზე კი ტრადიციულად, დიდი მზის სათვალე ეკეთა.

თვითმხილველების თქმით, ის ბევრს იცინოდა და საკმაოდ ბედნიერად გამოიყურებოდა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ჯოლი „მალეფისენტის“ მომდევნო ნაწილის გადაღებებში მონაწილეობს.

 

საკვანძო სიტყვები