42 წლის შარლიზ ტერონი იდეალურ ფორმაშია (ფოტო)

42 წლის შარლიზ ტერონი იდეალურ ფორმაშია (ფოტო)
შოუბიზნესი / დეკემბერი 4, 2017

შარლიზ ტერონი აქტიურად მონაწილეობს ახალი ფილმის გადაღებებში, თუმცა 42 წლის მსახიობი დროს განტვირთვისთვისაც პოულობს. რამდენიმე დღის წინ ვარსკვლავი მექსიკის სანაპიროზე გადაიღეს.

ფოტოებიდან ჩანს, რომ ლამაზმანი არაჩვეულებრივად გამოიყურება და ამ ასაკშიც კი საუკეთესო ფიზიკურ ფორმაშია.

შეგახსენებთ, რომ ტერონის რაციონი ბოსტენულის, ბურღულეულისა და ხილისგან შედგება. ხორცი და ზღვის პროდუქტები კი მთლიანად ამოღებული აქვს. მსახიობმა წლების წინ უარი თქვა ცომეულზეც, თუმცა პერიოდულად თავს უფლებას აძლევს შოკოლადი და მშრალი ღვინო მიირთვას. 42 წლის ვარსკვლავი აღიარებს, რომ ხშირად აცდენს ვარჯიშს და თავისუფალი დროის გატარებას 5 წლის ვაჟიშვილთან და 2 წლის ქალიშვილთან ერთად ამჯობინებს.

 

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები