4 წლის შემდეგ, ტომ კრუზი ქალიშვილს პირველად ნახავს

4 წლის შემდეგ, ტომ კრუზი ქალიშვილს პირველად ნახავს
შოუბიზნესი / სექტემბერი 22, 2017

მიმდინარე წლის აგვისტოში კეიტ ჰოლმსმა და ჯეიმი ფოქსმა სახალხოდ განაცხადეს, რომ რომანი აქვთ. წყვილი ამ ურთიერთობას თითქმის ხუთი წლის განმავლობაში მალავდა. მიზეზად ტომ კრუზთან განქორწინების შემდეგ ქალიშვილზე მეურვეობის მოპოვება სახელდებოდა. პირობების მიხედვით, ჰოლმსმა ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის თანახმადაც ჰოლმსს ხუთი წლის მანძილზე არც გათხოვების და არც ურთიერთობის აფიშირების უფლება არ ჰქონდა.

ამის პარალელურად, კრუზმა, რომელიც საენთოლოგიის აქტიური მიმდევარია, ფაქტობრივად უარი თქვა ქალიშვილზე და 2013 წლის მერე ის არც უნახავს. ახლა კი, როდესაც ჰოლმსი პირად ცხოვრებას აღარ მალავს და მოლაპარაკებაც ბოლოსკენ გადის, მსახიობმა 11 წლის ქალიშვილის ნახვა მოისურვა.

შეგახსენებთ, რომ კეიტ ჰოლმსისა და ტომ კრუზის ქორწინება, ისევე, როგორც კრუზის წინა ურთიერთობები, ამ უკანასკნელის რელიგიური შეხედულებების გამო დასრულდა.

საკვანძო სიტყვები