2019 წლის „ოსკარის“ ნომინანტები „საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში

2019 წლის „ოსკარის“ ნომინანტები „საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში
შოუბიზნესი / აგვისტო 9, 2018

USA Today-ს ექსპერტებმა იმ ფილმების ნუსხა შეადგინეს, რომლებიც სავარაუდოდ 2019 წელს იქნებიან ნომინირებული ამერიკული აკადემიის ჯილდოზე. საუკეთესო ათეულში ფართო ეკრანებზე ჯერ არ გამოსული ფილმები მოხვდნენ, რომელთაც შემქმნელები სწორედ მორიგი ე.წ. „ოსკარის სეზონისთვის“ ინახავენ.

ოქროს ფიგურისთვის ბრძოლაში, ფავორიტად ბრედლი კუპერის სარეჟისორო დებიუტი – მუსიკალური დრამა „ვარსკვლავი დაიბადა“ (A Star Is Born) ითვლება, რომელშიც ლედი გაგას პარტნიორობა თავად კუპერმა გაუწია. არანაკლებ საინტერესოა დემიენ შაზელის ბიოგრაფიული დრამა „ადამიანი მთვარეზე“ (First Man) რაიან გოსლინგის მონაწილეობით, რომელმაც ცნობილი ასტრონავტი ნილ არმსტრონგი განასახიერა. სავარაუდოდ „ოსკარის“ პრეტენდენტები იქნებიან იორგას ლანტიმოსის „ფავორიტი“ (The Favourite) ემა სტოუნით მთავარ როლში და სტივ მაკქუინის „ქვრივები“ (Widows).

როგორც ჩანს, პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებას ეცდებიან ფილმებიც „თეთრი ბიჭი რიკი“ (White Boy Rick) მეტიუ მაკკონაჰის მონაწილეობით, „ლამაზი ბიჭი“ (Beautiful Boy), „შეძლებთ თუ არა ჩემს პატიებას?“ (Can You Ever Forgive Me?), „The Front Runner“, „ბენის დაბრუნება“ (Ben is Back) ჯულია რობერტსით მთავარ როლში და „ბილ-სტრიტს ლაპარაკი რომ შეეძლოს“ (If Beale Street Could Talk).

ჩამოთვლილი ფილმებიდან საბოლოოდ რომელი მოხვდება „ოსკარის“ ნომინანტების რიცხვში კინომოყვარულები 2019 წლის იანვარში შეიტყობენ, თავად დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია კი, 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება.

საკვანძო სიტყვები