2018 წლისთვის Huawei 200 მილიონი სმარტფონის გაყიდვას გეგმავს

2018 წლისთვის Huawei 200 მილიონი სმარტფონის გაყიდვას გეგმავს
შოუბიზნესი / ივნისი 13, 2018

Samsung-სა და Apple-ის შემდეგ, დღესდღეობით Huawei სმარტფონების მწარმოებელი მესამე ყველაზე პოპულარული ბრენდია.

2017 წელს, ჩინურმა კომპანიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 153 მილიონი სმარტფონის გაყიდვა მოახერხა. ამ დღეებში, Honor Play-სადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, Huawei-ს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანიის მიზანი, 2018 წლისთვის 200 მილიონიანი ზღვარის გადალახვაა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს ჩანაფიქრი განხორციელდება, ბრენდის გაყიდვები 30%-ით გაიზრდება. მიზანი კი საკმაოდ რეალურია, რადგან Huawei-მ თავისი მობილური ბიზნესი 7 წელიწადში 51-ჯერ გაზარდა.

ცნობისთვის, 2017 წელს, მცირე დროით რეიტინგში მან უკან Apple-იც კი მოიტოვა, თუმცა ამ უკანასკნელმა ახალი iPhone-ების გამოშვების შემდეგ კუთვნილი მეორე ადგილი დაიბრუნა.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები