2018 წლის პირველი ნახევრის საუკეთესო სმარტფონები გამოვლინდა

2018 წლის პირველი ნახევრის საუკეთესო სმარტფონები გამოვლინდა
Hi Tech / ივლისი 6, 2018

ამ დღეებში, პოპულარულმა ბენჩმარკმა AnTuTu 2018 წლის პირველი ნახევრის საუკეთესო სმარტფონები გამოაქვეყნა.

როგორც მოსალოდნელი იყო, რეიტინგში მოხვედრილი ყველა სმარტფონი Snapdragon 845-ის პროცესორზე და Android-ის სხვადასხვა სისტემის ვერსიებზე მუშაობს.

პირველ ადგილზე Xiaomi Black Shark განთავსდა. მას ცოტა ხნის წინ გამოსული Vivo NEX მიჰყვება, რომელმაც უკან OnePlus 6 ჩამოიტოვა და მესამე ადგილზე დატოვა.

Samsung Galaxy S9+ მხოლოდ მეექვსე პოზიციას დასჯერდა, Galaxy S9 კი მერვე ადგილზე განთავსდა. Sony Xperia XZ2 მეცხრე, ხოლო ათეული Nubia Red Magic-მა დახურა.