2018 წლის პირველი ნახევრის საუკეთესო სერიალები გამოვლინდა

2018 წლის პირველი ნახევრის საუკეთესო სერიალები გამოვლინდა
შოუბიზნესი / ივლისი 4, 2018

პორტალმა Mashable 2018 წლის პირველი ნახევრის საუკეთესო ფილმების რეიტინგი წარმოადგინა. მასში ის პროექტები მოხვდა, რომელთა პრემიერაც სწორედ წლის პირველ ნახევარში გაიმართა.

პირველ ადგილზე სატელევიზიო შოუ „პოზა“ მოხვდა, რომლის ეპიცენტრშიც ტრანსგენდერი მსახიობები იმყოფებიან, რომლებიც 80-იანი წლების ნიუ-იორკში ცხოვრობენ. მთავარ როლებს ევან პიტერსი, კეიტ მარა და ჯეიმს ვან დერ ბიკი ასრულებენ. მისი რეჟისორი ცნობილი რაიან მერფია, რომელმაც სახელი „ამერიკული საშინელებათა ისტორიით“ გაითქვა.

მეორე ადგილს კომედიური სერიალი „ბარი“ იკავებს. მთავარი პერსონაჟი ყოფილი მებრძოლი და ამჟამად ქილერია, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ის სამსახიობო ოსტატობის დაუფლებას გადაწყვეტს.

სამეულს კი თრილერი „ევას მკვლელობა“ ხურავს, რომელიც სპეცსამსახურის მოკრძალებულ თანამშრომელზე მოგვითხრობს. იგი მოსაწყენი ცხოვრებისგან გაქცევას ლამობს.

ათეულში ასევე მოხვდა: „ტერორი“, „ჯანი ვერსაჩეს მკვლელობა: ამერიკული დანაშაულებების ისტორია“ და სხვა პროექტები.