2018 წელს iPhone ორი სიმ-ბარათის მხარდაჭერით გამოვა

2018 წელს iPhone ორი სიმ-ბარათის მხარდაჭერით გამოვა
Hi Tech / ივლისი 3, 2018

თუკი ჩინურ რესურს 21st Century Business Herald დავუჯერებთ, 2018 წლის iPhone-ის ერთ-ერთ მოდელს ორმაგი სიმ-ბარათის მხარდაჭერის ფუნქცია ექნება.

საუბარია დევაისზე, რომელშიც Apple SIM და სტანდარტული სლოტი იქნება ჩანერგილი. Apple SIM მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ოპერატორებს შორის გადართვა წარმატებით განახორციელოს.

აღსანიშნავია, რომ ჩინური ბაზრისთვის ჩვეულებრივ ორ სიმ-ბარათიან ვერსიას შექმნიან, რადგან ქვეყნის ტერიტორიაზე Apple SIM ხელმისაწვდომი არ არის.

საკვანძო სიტყვები