2017 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გამოვლინდა

2017 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გამოვლინდა
შოუბიზნესი / დეკემბერი 27, 2017

„ფორბსმა“ ტრადიციული რეიტინგი გამოაქვეყნა და 2017 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გამოავლინა.

რეიტინგის სათავეში ვინ დიზელი იმყოფება 1,6 მილიარდი დოლარით. მას 1,5 მილიარდით კოლეგა – დუეინ ჯონსონი მოჰყვება. მესამე ადგილს კი გალ გადოტი იკავებს 1,4 მილიარდი დოლარით.

დანარჩენ ადგილებზე განთავსდნენ: 4. ემა უოტსონი (1,3 მლრდ.), 5. ჯონი დეპი (1,1 მლრდ.), 6. დეიზი რიდლი (1,08 მლრდ.), 7. ტომ ჰოლენდი (888 მლნ.), 8. კრის პრეტი (864 მლნ.), 9. კრის ჰემსვორტი (845 მლნ.), 10. ჯონ ბოიეგა (815 მლნ.).