2017 წლის საუკეთესო რეპ-ალბომი გამოვლინდა

2017 წლის საუკეთესო რეპ-ალბომი გამოვლინდა
შოუბიზნესი / იანვარი 5, 2018

ანალიტიკური პორტალი Mediatraffic 2017 წლის შეჯამებას განაგრძობს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საუკეთესო ალბომად ედ შირანის „Divide” აღიარეს, გამოვლინდა საუკეთესო რეპ-ალბომიც. ეს წოდება კენდრიკ ლამარის უკანასკნელმა დისკმა „DAMN.“ დაიკავა.

რელიზის მხარდასაჭერად მუსიკოსმა სამი სიმღერა უკვე წარმოადგინა და ესენია – „Humble“, „Loyalty“ და „Love“. თავად ალბომი კი გასული წლის 14 აპრილს გამოვიდა.

ათეულში ასევე მოხვდა: დრეიკი ფირფიტით „More Life“, ტეილორ სვიფტი „Reputation“, ბრუნო მარსი „24k Magic“,The Weeknd „Starboy“, მულტფილმს „მოანას“ საუნდტრეკების კრებული“, Imagine Dragons „Evolve“ და ა.შ.