2017 წლის პირველი ნახევრის ყველაზე პოპულარული სმარტფონი გამოვლინდა

2017 წლის პირველი ნახევრის ყველაზე პოპულარული სმარტფონი გამოვლინდა
Hi Tech / ოქტომბერი 10, 2017

IHS Markit-ის ანალიტიკოსებმა 2017 წლის პირველი ნახევრის ყველაზე პოპულარული სმარტფონი გამოავლინეს. ეს წოდება წილად iPhone 7-ს ხვდა, რომელიც მიმდინარე წლის პირველ თვეებში ყველაზე დიდი რაოდენობით გაიყიდა. მას კვლავ Apple-ის მოწყობილობა, iPhone 7 Plus მოჰყვება. სამეულს კი მთავარი კონკურენტი Galaxy Grand Prime Plus ხურავს.

მეოთხე ადგილს iPhone 6s იკავებს, შემდეგ პოზიციებს Samsung Galaxy S8+ და Galaxy S8 იკავებს. საუკეთესო ათეულში ამ ორი კომპანიის ნაწარმის გარდა ერთადერთი განსხვავებული – Oppo მოხვდა.