2015 წლიდან ჩინეთში 13 000-მდე ვებ-გვერდი დახურეს

2015 წლიდან ჩინეთში 13 000-მდე ვებ-გვერდი დახურეს
Hi Tech /საინტერესო / დეკემბერი 25, 2017

როგორც ცნობილია, ცენზურა ჩინეთში საკმაოდ მაღალ დონეზე დგას და ადგილობრივი ხელისუფლება ხშირად ამა თუ იმ საიტის მუშაობას აფერხებს.

ადგილობრივმა საინფორმაციო სააგენტომ დაითვალა და გაარკვია, რომ 2015 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში 13 ათასამდე ვებ-გვერდის ფუნქციონირება შეჩერდა. მიზეზად ეროვნული უსაფრთხოებისა და სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფა დასახელდა.

ბევრ ქვეყანაში მსგავსი პოზიცია ადამიანის უფლელების დარღვევასა და სიტყვის თავისუფლების აკრძალვას ნიშნავს, თუმცა როგორც ჩანს, ჩინეთში მსგავს კრიტიკაზე სხვაგვარი რეაგირება აქვთ.

საკვანძო სიტყვები