უკვე მეორედ, კინოსტუდიამ Warner Bros. საშინაო კინოგაქირავებაში 2 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ამ ყველაფრის მიღწევაში მათ „საოცრება-ქალი“ და საშინელებათა ფილმი „ის“ დაეხმარა.
ცნობილი კომიქსიდან სტუდიამ 400, ხოლო სტივენ კინგის ნაწარმოების ეკრანიზაციამ 327 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 200 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავა „სამართლიანობის ლიგამ“, რომელსაც წელს განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია.