13 ივნისიდან რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ „ოქროს ტალღაზე“ დასასწრები ბილეთების გათამაშებას იწყებს

13 ივნისიდან რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ „ოქროს ტალღაზე“ დასასწრები ბილეთების გათამაშებას იწყებს
შოუბიზნესი / ივნისი 13, 2018

26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, ქართული ესტრადის ვარსკვლავებისა და სპეციალური სტუმრის – 2 „გრემის“ მფლობელი ამერიკელი მომღერლის, ლიზა ფიშერის მოსმენის საშუალება „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების ცერემონიაზე გექნებათ. მუსიკალურ კონკურსზე, სადაც 15 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან, დასწრების საშუალება ნებისმიერ მსურველს აქვს და ბილეთები უკვე იყიდება tkt.ge-ზე.

თუმცა რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, 13 ივნისიდან, ოთხი რადიოსადგურის, – „ფორტუნა“, „ფორტუნა +“, „არ დაიდარდო“, „ავტორადიო“ ეთერში, ერთსა და იმავე დროს, 18:50 სთ-ზე გავა ვიქტორინა, სადაც „ოქროს ტალღაზე“ დასასწრები ბილეთის მოგების საშუალება გექნებათ. კითხვები ხუთწლიანი ისტორიის მქონე მუსიკალური კონკურსის გარშემო დაისმება.

შეგახსენებთ, რომ წელს „ოქროს ტალღის“ საიუბილეო წელიწადია. ის უკვე მეხუთედ იმართება. კონკურსის მთავარი ნომინაცია გახლავთ „წლის სიმღერა“. ეს პრიზი სხვადასხვა დროს აიღეს ნოდიკო ტატიშვილმა და სოფო გელოვანმა, ანრი ჯოხაძემ, ნიაზ დიასამიძემ და სტეფანე მღებრიშვილმა.

ასევე გამოვლინდება გამარჯვებული ნომინაციაში „ხალხის რჩეული“. ხმის მიცემა შესაძლებელია „ოქროს ტალღის“ საიტზე 24 საათში ერთხელ.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები