10 ვარსკვლავი, რომლებმაც „ოსკარი“ პირველივე როლზე მიიღეს

10 ვარსკვლავი, რომლებმაც „ოსკარი“ პირველივე როლზე მიიღეს
საინტერესო / თებერვალი 26, 2018

არსებობენ მსახიობები, რომლებიც „ოსკარს“ ათწლეულების მანძილზე ელოდებიან, თუმცა არიან ისეთი იღბლიანებიც, რომლებიც სანატრელ ქანდაკებას პირველივე მცდელობის შედეგად ღებულობენ.

გთავაზობთ 10 ვარსკვლავს, რომლებიც ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოთი (ან ნომინაციით) კარიერაში პირველივე ფილმით დაჯილდოვდნენ.

 

ლუპიტა ნიონგო

2009 წელს, „მონობის 12 წელში“ შესრულებული როლისთვის ახალბედა მსახიობმა ჯერ მთავარი ნომინაცია „წლის საუკეთესო მსახიობი ქალი“, ხოლო შემდეგ თავად „ოსკარი“ მიიღო ამავე კატეგორიაში. ამის შემდეგ ლუპიტას წინაშე ჰოლივუდის კარი ფართოდ გაიღო და ის ბევრ წარმატებულ პროექტში გამოჩნდა.

 

ანნა პაკუინი

პატარა ანნამ პირველი ნაბიჯები დიდ კინოში ფილმში „პიანინო“ გადადგა. 11 წლის გოგონამ „ოსკარი“ „ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის“ მიიღო.

 

ბარბარა სტრეიზანდი

ბარბარა იმ იშვიათი ადამიანების რიცხვს განეკუთვნება, ვინც თავის ჯილდოებში თავი ერთდროულად „ოსკარს“, „გრემის“, „ემისა“ და „ტონის“ მოუყარა. 1968 წელს, „სასაცილო გოგონაში“ შესრულებული როლისთვის მან „ოსკარი“ მიიღო.

 

ჯული ენდრიუსი

ლეგენდარულმა მსახიობმა თავის პირველ როლზე, სანად მას მერი პოპინსი უნდა განესახიერებინა უარი ორსულობის გამო თქვა. თუმცა სტუდია Disney ახალგაზრდა მსახიობის სურვის აჰყვა და გადაღებები ბავშვის დაბადებამდე გადადო. შედეგად, ჯული იდეალური მერი პოპინსი გახდა და 1965 წელს „ოსკარიც“ მიიღო. ერთი წლის შემდეგ ენდრიუსმა წარმატება გაიმეორა, თუმცა „მუსიკის ხმებისთვის“ მან ამჯერად მხოლოდ ნომინაცია მოიპოვა.

 

მარლი მეტლინი

„ოსკარმა“, რომელიც 1986 წელს მარლიმ მიიღო ფილმისთვის „სიჩუმის ბავშვები“, ერთდროულად რამდენიმე ახალი რეკორდი დაამყარა – 21 წლის მეტლინი ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი გახდა, რომელმაც ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი ქალი“ ჯილდო მიიღო, ხოლო დღემდე ერთადერთი სმენადაქვეითებული მსახიობია, რომელმაც აღნიშნული ჯილდო დაიმსახურა.

 

ჯენიფერ ჰადსონი

2007 წელს, თავისი პირველი კინოროლისთვის ფილმში „ოცნების გოგონები“ ჯენიფერმა ერთდროულად „ოქროს გლობუსი“,  BAFTA და „ოსკარი“ მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ როლისთვის მან უკან თვით ბიონსე მოიტოვა.

ედვარდ ნორტონი

„მებრძოლთა კლუბის“ მომავალმა ვარსკვლავმა პირველად ყურადღება ფილმით „პირველყოფილი შიში“ მიიქცია, რომლისთვისაც კატეგორიისთვის „საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი“ „ოსკარი“ დაიმსახურა.

ოპრა უინფრი

ლეგენდარულმა ტელეწამყვანმა 1985 წელს მონაწილეობა მიიღო ისტორიულ დრამაში „იისფერი“ ვუპი გოლდბერგისთან ერთად, თუმცა იმ წელს უინფრიმ მხოლოდ ნომინაცია მიიღო, ჯილდო კი ანჟელიკა ჰიუსტონს დაუთმო.

 

გლენ კლოუზი

გლენ კლოუზის სადებიუტო როლი კინოში 1982 წელს, ჯონ ირვინგის ფილმში „მსოფლიო გარპის გარშემო“ შედგა, სადაც პარტნიორობა მას რობინ უილიამსმა გაუწია. შედეგად მან „ოსკარის“ პირველი ნომინაცია მოიპოვა, თუმცა ჯილდო ვერ აიღო.

 

ანჟელა ლენსბერნი

ბრიტანელი მსახიობის კინოდებიუტი 1944 წელს ფილმში „ნათურა“ შედგა, რომლისთვისაც მან კატეგორიაში „საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი“ „ოსკარის“ ნომინაცია მოიპოვა, თუმცა თავად ჯილდო ვერ დაიმსახურა.

საკვანძო სიტყვები